ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

მიღების თარიღი 02.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1067-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016687
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2021
matsne.gov.ge 181 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 21.10.2021 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 06.08.2021 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 22.11.2019 დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 21.12.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მლაშეში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 27.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-11 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი შეიცვალოს „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 ოქტომბრის №1865 განკარგულებით მოწონებული ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებით გათვალისწინებული შეცვლილი ადმინისტრაციული საზღვრის პროექტის მიხედვით. 2. თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის შეცვლილი ადმინისტრაციული საზღვარი დამტკიცდეს ამ დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლილი მონაკვეთის (გარდაბნის მუნიციპალიტეტის მომიჯნავე ნაწილის) აღწერა) და №2 დანართის (თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შედეგად მიღებული ტერიტორია) შესაბამისად. 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის შეცვლილი ადმინისტრაციული საზღვარი დამტკიცდეს ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა თბილისი, 2 დეკემბერი 2021 წ. N1067-VIმს-Xმპ