1.
საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ, სამანდატ-საპროცედურო და ეთიკის კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.
2.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.
3.
საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს იურიდიულ, სამანდატ-საპროცედურო და ეთიკის კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. საპროცედურო საკითხთა კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.
4.
თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
5.
საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც და უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის წევრი. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 112. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 დღის ვადაში
- ვადა 1 კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 106. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 107. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 108. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 109. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 110. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 111. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 113. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 114. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 115. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 116. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 117. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 112, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-112/