1.
საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირიც) ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს.
2.
საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილი იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების დარბაზში).
3.
საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.
4.
საკრებულოს ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
5.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავის შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა.
6.
საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
7.
საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში.
8.
საკრებულოს წევრის წლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 137. საკრებულოს წევრის ანგარიში
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 131. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 132. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
- მუხლი 133. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა
- მუხლი 134. მოსახლეობის გამოკითხვა
- მუხლი 135. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება
- მუხლი 136. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 138. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
- მუხლი 139. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება
- მუხლი 140. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 141. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
- მუხლი 142. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 137, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-137/