1.
საკრებულოს რეგლამენტი მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2.
საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს:
ა)
საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ)
საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;
გ)
საკრებულოს წევრთა არა ნაკლებ 1/3-ის ინიციატივით.
დ)
პეტიციის წესით.
3.
საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის  ერთი მესამედისა