„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2021 წლის 3 დეკემბერი ქ. ტყიბული |
1. დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება.“.
2. დანართის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.“.
3. დანართის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია;
დ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია.“.
4. დანართის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. ფრაქციის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.
5. დანართის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;“.
|