# საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ

- ტიპი: აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
- დოკუმენტის ნომერი: №36-საწ
- მიღების თარიღი: 29.10.2001
- კონსოლიდირებული რედაქცია: 29.10.2001
- სარეგისტრაციო კოდი: 010.240.040.12.202.005.033
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/52990/0
- წყარო: https://legali.ge/law/52990/

> ეს არის 29.10.2001 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 6. სამმართველოს უფროსი განსაზღვრავს სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობის უბანსა და მოცულობებს, იძლევა ოპერატიულ დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას, ადგენს სამმართველოს მუშაობის განრიგს, ათა

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

თავი II
სამმართველოს ძირითადი ამოცანებ

[https://legali.ge/law/52990/muxli-6/](https://legali.ge/law/52990/muxli-6/)

---

## მუხლი 7. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

_თავი II — სამმართველოს ძირითადი ამოცანები_

1. შეიმუშაოს ტექნიკური პოლიტიკა, წარმოების განვითარების პერსპექტივა და მისი განხორციელების გზები;
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა საპროგრამო წინადადებების შემუშავებაში, დეპარტამენტზე მართვის უფლებით გადმოცემულ საწარმოებში, ქონებისა და ყველა სახის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე;
3. მეთოდურად უხელმძღვანელოს შრომის დაცვის, საწარმოო სანიტარიას, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესების და ნორმების შემუშავებას;
4. შეიმუშაოს დარგთან დაკავშირებული სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები, რომლებიც ისახავენ სამუშაოთა ეფექტიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფას;
5. განახორციელოს კოორდინაცია და ორგანიზაცია სტანდარტიზაციის და სამუშაოთა მეტროლოგიური უზრუნველყოფის სფეროში;
6. დარგში მოქმედი სტანდარტიზაციის, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად, განახორციელოს საპროექტო და საანგარიშო გეოლოგიური დოკუმენტაციების ექსპერტიზა, შესაბამისად, მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფაში და საპატენტო კვლევების ჩატარებაში;
7. მიიღოს მონაწილეობა მართვის უფლებით გადმოცემულ საწარმოებისათვის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტების მომზადებაში;
8. ხელი შეუწყოს დეპარტამენტის სამობილიზაციო რესურსების დაგროვებას და მის მიზნობრივ გამოყენებას.
თავი III
სამმართველოს მოვალეობებ

[https://legali.ge/law/52990/muxli-7/](https://legali.ge/law/52990/muxli-7/)

---

## მუხლი 8. სამმართველოს მოვალეობებია:

_თავი III — სამმართველოს მოვალეობები_

1. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სფეროში, გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების სხვა დავალებების კოორდინაცია და ორგანიზაცია;
2. დეპარტამენტისთვის მართვის უფლებით გადაცემულ საწარმოებში გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების, ბურღვის, სამთო სამუშაოების, ტექნიკური, ტექნოლოგიური, მექანიკური, სატრანსპორტო საშუალებების, ენერგომოწყობილობების ფუნქციონირების, მშენებლობის საქმიანობის ხელშეწყობა, დასმული ამოცანების შესაბამისად;
3. წარმოების განვითარების პერსპექტიული გეგმების, ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების გეგმების დამუშავება და დანერგვა წარმოებაში;
4. დეპარტამენტის მართვის უფლებით გადმოცემული ქონების რაციონალურად გამოყენების წინადადებების შემუშავება

[https://legali.ge/law/52990/muxli-8/](https://legali.ge/law/52990/muxli-8/)

---

## მუხლი 9. მიიღოს მონაწილეობა:

_თავი III — სამმართველოს მოვალეობები_

1. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მართვის უფლებით გადმოცემული ორგანიზაციების საწარმოო-ეკონომიკური მაჩვენებლების განხილვაში და მათი გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებაში;
2. დეპარტამენტს მართვის უფლებით გადმოცემული ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებით შედგენილი პროექტების საწარმოო ნაწილის გეოლოგიურ დავალებებთან შესაბამისობის კონტროლში;
3. გარემოზე მავნე ქმედების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების შემუშავებაში.
თავი IV
სხვა დანაყოფებთან ურთიერთობ

[https://legali.ge/law/52990/muxli-9/](https://legali.ge/law/52990/muxli-9/)

---

## მუხლი 8. სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

_თავი II — გეოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები_

1. გეოლოგიური სამუშაოების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებისათვის პერსპექტიული და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და საობიექტო გეგმების შედგენა;
2. გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების გაშლისათვის დასაბუთებების პერმანენტული სრულყოფა, პერსპექტიული ობიექტების სისტემატური პოპულარიზაცია, მათი ამოქმედებისათვის აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვაში მონაწილეობა;
3. მინერალურ-რესურსულ სფეროში (მყარი წიაღისეული) დეპარტამენტისა და მართვის უფლებით გადმოცემული ორგანიზაციების საქმიანობის გეოლოგიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებების შემუშავებაში სისტემატური მონაწილეობა;
4. სახელმწიფო დაკვეთების შესაბამისობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ შემსრულებელი ორგანიზაციებისაგან ანგარიშების მიღება, მათი ანალიზი და დეპარტამენტის საერთო ანგარიშებში ჩასართველად მომზადება;
5. მყარი სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის, ტექნოლოგიის და ეკონომიკის სფეროებში, აგრეთვე რეგიონული გეოლოგიის სფეროში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის დასაბუთებების მომზადება.
თავი III
სამმართველოს მოვალეობები და უფლებებ

[https://legali.ge/law/52990/muxli-8-2/](https://legali.ge/law/52990/muxli-8-2/)

---

## მუხლი 9. სამმართველო ვალდებულია:

_თავი III — სამმართველოს მოვალეობები და უფლებები_

1. შეადგინოს დეპარტამენტის საობიექტო გეგმა და წარუდგინოს სამეცნიერო-ტექნიკურ საბჭოს განსახილველად;
2. ჩამოაყალიბოს და მოამზადოს დასამტკიცებლად სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრამებში შესატანად გამიზნულ ობიექტებზე გეოლოგიური დავალებები;
3. პერიოდულად განიხილოს გეოლოგიური დავალებების შესრულების მიმდინარეობა და საჭიროების შემთხვევაში მიღებული შედეგების შესაბამისად მოამზადოს საკითხი დავალებების კორექტირების შესახებ;
4. მიიღოს მონაწილეობა გეოლოგიურ სამუშაოთა შესრულების სისტემის სრულყოფასა და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების და გეოლოგიური კვლევების შედეგების (ანგარიშების) განხილვაში.
თავი IV
სხვა დანაყოფებთან ურთიერთობ

[https://legali.ge/law/52990/muxli-9-2/](https://legali.ge/law/52990/muxli-9-2/)

---

## მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში და კონტინენტურ შელფზე უზრუნველყოს:

_თავი II — საქგეოლკონტროლის ძირითადი ამოცანები_

რეგიონული გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური, ჰიდროგეოლოგიური, ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის ძებნითი, ძიებითი, დაძიებითი, კვლევითი და წიაღის გეოლოგიური შესწავლის, სხვა სამუშაოების წარმოების დადგენილი წესის დაცვა და ეფექტიანობა, წიაღის სრული და კომპლექსური გეოლოგიური შესწავლა, სამუშაოთა დაფინანსების წყაროების და შემსრულებელთა უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად

[https://legali.ge/law/52990/muxli-4-3/](https://legali.ge/law/52990/muxli-4-3/)

---

## მუხლი 6. საქგეოლკონტროლი „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს კონტროლს:

_თავი II — საქგეოლკონტროლის ძირითადი ამოცანები_

1. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოებისას საქართველოს კანონით „წიაღის შესახებ” დადგენილი წესების მოთხოვნების და ნორმების დაცვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებების, ორგანიზაციების, აგრეთვე წარმოებების და ცალკეულ მოქალაქეთა მიერ;
2. ძებნითი, ძიებითი, კვლევითი და წიაღის გეოლოგიური შესწავლის სხვა სამუშაოთა მეცნიერულ დასაბუთებაზე, მათ შესაბამისობაზე საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმებთან, გეგმურ დავალებებთან დამტკიცებულ გეოლოგიური სამუშაოების მართვის პროგრამებთან, პროექტებთან და მოცულობებთან;
3. სამუშაოთა წარმოებისათვის პროექტით გათვალისწინებული მეთოდიკისა და ტექნოლოგიის დაცვაზე: ძებნითი, ძიებითი და წიაღის გეოლოგიური შესწავლის სხვა სამუშაოთა დადგენილი სტადიურობის დაცვაზე, ხარისხზე, კომპლექსურობასა და ეფექტიანობაზე;
4. წიაღის გეოლოგიური შესწავლისათვის ტექნიკურ საშუალებათა და სამუშაოთა წარმოების მეთოდების და ხერხების სწორად გამოყენებაზე;
5. წიაღის გეოლოგიური აგებულების, დაძიებული საბადოების დამუშავების, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკონომიკური და სხვა პირობების შესწავლაზე;
6. გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ჩატარების პროცესში დადგენილი ძირითადი და მასთან ერთად განლაგებულ სასარგებლო წიაღისეულისა და მასში შემავალი კომპონენტების მარაგების რაოდენობისა და ხარისხის განმსაზღვრელი მონაცემების სისრულეზე და უტყუარობაზე;
7. წიაღის გეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა სახის სამუშაოთა სახელმწიფო რეგისტრაციის დროულობასა და სისრულეზე;
წიაღის გეოლოგიური შესწავლის პროცესში გამოღებული ქანებისა და სასარგებლო წიაღისეულის დაცვაზე მათი შემდგომი გამოყენებისათვის;
8. იმ საძიებო სამთო გამონამუშევრებისა და ჭაბურღილების დაცვაზე, რომელთა გამოყენება შეიძლება საბადოების დამუშავებისას და ჭაბურღილების ლიკვიდაციაზე, დადგენილი წესით;
9. გეოლოგიური და საშემსრულებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის, ქანებისა და მადნის ნიმუშების, კერნის, ეტალონური კოლექციებისა და სასარგებლო წიაღისეულის სინჯების დუბლიკატების დაცვაზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს წიაღის შემდგომი შესწავლის, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ძიებისა და დამუშავების დროს, აგრეთვე იმ მიზნებისათვის სარგებლობისას, რომელიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან

[https://legali.ge/law/52990/muxli-6-3/](https://legali.ge/law/52990/muxli-6-3/)

---

## მუხლი 7. საქგეოლკონტროლი ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოებისადმი, რომელსაც ასრულებენ წიაღით მოსარგებლე სამინისტროები და უწყებები, აგრეთვე საწარმოები და მოქალაქეე

_თავი II — საქგეოლკონტროლის ძირითადი ამოცანები_



[https://legali.ge/law/52990/muxli-7-3/](https://legali.ge/law/52990/muxli-7-3/)

---

## მუხლი 9. საქგეოლკონტროლს მის წინაშე დასმული ამოცანებისა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს:

_თავი III — საქგეოლკონტროლის უფლებები_

1. მისცეს მითითებები ან დასკვნები გეოლოგიური შესწავლის სამუშაოების ჩატარების მოქმედი წესების დარღვევისა და სხვა ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის სამუშაოთა მწარმოებელ ყველა პირს, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა;
2. შეაჩეროს გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები, თუ ისინი არ შეესაბამებიან დადგენილ ნორმებს (წესებს, სტანდარტებს, მოთხოვნებს და ა.შ.);
3. გამოითხოვოს შესაბამისი წარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების ხელმძღვანელთა, აგრეთვე მოქალაქეთა ახსნა-განმარტება გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების წესებისა და ნორმების დარღვევის საკითხებთან დაკავშირებით

[https://legali.ge/law/52990/muxli-9-3/](https://legali.ge/law/52990/muxli-9-3/)

---

## მუხლი 10. თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ გეოლოგიურ კონტროლს, უფლება აქვთ:

_თავი III — საქგეოლკონტროლის უფლებები_

1. კანონით დადგენილი წესით შეამოწმონ წიაღის გეოლოგიური შესწავლისათვის წარმოებული ყველა სახის სამუშაოები საკონტროლო ობიექტების უშუალო გამოკვლევით, შეისწავლონ აგრეთვე გეოლოგიური, საწარმოო-ტექნიკური, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მასალები;
2. მისცენ რეკომენდაციები საწარმოებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს, კერძო საწარმოებს და მოქალაქეებს წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა ხარისხისა და ეფექტერობის ამაღლებისათვის;
3. შემოწმების შედეგების საფუძველზე შეადგინონ აქტები (დასკვნები) და აუცილებლად გააცნონ შესაბამისი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ადმინისტრაციას, აგრეთვე გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა მწარმოებელ ყველა პირს.
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებან

[https://legali.ge/law/52990/muxli-10-3/](https://legali.ge/law/52990/muxli-10-3/)

---

## მუხლი 7. სამმართველოს უფროსი განსაზღვრავს თანამშრომელთა მოვალეობებს, აძლევს ოპერატიულ დავალებებს, აკონტროლებს მუშაკთა საქმიანობას, უთანხმებს ხელმძღვანელობას სამმართველოს მუშაობის ძირითად მიმართულებებს

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

თავი II
ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებ

[https://legali.ge/law/52990/muxli-7-4/](https://legali.ge/law/52990/muxli-7-4/)

---

## მუხლი 9. სამმართველო ახორციელებს სამუშაოებს და მონაწილეობს:

_თავი II — ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები_

1. ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური სამუშაოების ძირითადი მიმართულებების მიზნობრივი პროგრამების და ინდიკატური გეგმების შემუშავებაში და საობიექტო გეგმების შედგენაში;
2. ძებნა-ძიებითი და გეოეკოლოგიური სამუშაოების ჩატარების მეთოდების სრულყოფაში, მათი ეფექტურობის ამაღლების და დანახარჯების შემცირების მიზნით;
3. დეპარტამენტის გეოლოგიური საქმიანობის შედეგების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენაში;
4. დეპარტამენტის გეოლოგიური შედეგების განხილვაში, მათი გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებაში;
5. დარგის სახელმწიფო მიზნობრივ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრამაში ჩართული პროექტების ყოველწლიური დაფინანსების მოცულობების ფორმირებაში;
6. გეოლოგიურ-საძიებო და ეკოლოგიური სამუშაოების პროექტების და ანგარიშების განხილვის მასალების მომზადებაში დარგის სექციაზე და სტს-ზე გასატანად;
7. მტკნარი, მინერალური და თერმული წყლების, აგრეთვე ნახშირმჟავა გაზის საბადოების მარაგების ექსპერტიზის სათანადო მასალების მარაგების სახელმწიფო კომისიაზე განხილვის და დამტკიცებისათვის ღონისძიებების განხორციელებაში

[https://legali.ge/law/52990/muxli-9-4/](https://legali.ge/law/52990/muxli-9-4/)

---

## მუხლი 10. სამმართველოს უფლებამოსილებანია:

_თავი II — ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები_

1. სახელმწიფო მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შესაბამისად ჩამოაყალიბოს და მოამზადოს დასამტკიცებლად გეოლოგიური დავალებები ცალკეული სამუშაო ობიექტებისათვის;
2. პერიოდულად განიხილოს სამუშაოთა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ გეოლოგიური დავალებების შესრულების მიმდინარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, მიღებული შედეგების შესაბამისად, მოამზადოს საკითხი დავალებების კორექტირების შესახებ;
3. მიიღოს მონაწილეობა სამუშაოთა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტების შემოწმებაში და კონტროლი გაუწიოს ჩასატარებელ სამუშაოთა გეოლოგიურ დავალებასთან შესაბამისობას;
4. გაუწიოს კონტროლი ზემდგომი ორგანოების და დეპარტამენტის დავალებების შესრულებას.
თავი III
დეპარტამენტის სხვა დანაყოფებთან ურთიერთობ

[https://legali.ge/law/52990/muxli-10-4/](https://legali.ge/law/52990/muxli-10-4/)

---

## მუხლი 4. ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციებია:

_თავი II — ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციები_

1. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მართვის უფლებით გადაცემულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ დაკისრებულ დავალებათა დროულად შესრულებაზე კონტროლი.
3. საზღვარგარეთის ქვეყნებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოლაპარაკების წარმოება და სხვა ქვეყნების უწყებებთან ხელშეკრულებების დადებისას დასწრება, თავმჯდომარის მიერ დადებულ ხელშეკრულებათა შესრულების ორგანიზაცია, მათ საქმიანობაში პროგრესული გამოცდილების შესწავლა და გამოყენება.
თავი III
ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებ

[https://legali.ge/law/52990/muxli-4-5/](https://legali.ge/law/52990/muxli-4-5/)

---

## მუხლი 5. ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველო:

_თავი III — ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანები_

1. მისი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას უწევს ცენტრალური აპარატის და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, დროულად შეახსენებს დავალებების შესრულების მიმდინარეობის აუცილებლობას;
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს ცენტრალური აპარატის და დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის აქტების და დავალებების შესრულების მიმდინარეობას;
3. უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის ნორმატიული აქტების პროქტების მომზადებას;
4. ორგანიზაციას უწევს უწყებებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, ცალკეულ მოქალაქეებთან, სტუმრად მყოფ უცხოელებთან დეპარტამენტის თავმჯდომარის შეხვედრების მოწყობას;
5. უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების ცენტრალური აპარატის სამმართველოებისათვის და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებისათვის დროულად მიწოდებას;
6. ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან სხდომების გამართვას, ამზადებს განსახილველ საკითხებსა და დღის წესრიგის პროექტს;
7. ამზადებს აპარატის სამმართველოებთან ერთად დეპარტამენტის თავმჯდომარის მოხსენების პროექტს გეოლოგიური შედეგების შესახებ პარლამენტში და მთავრობაში წარსადგენად;
8. უზრუნველყოფს დოკუმენტების მიღების, დამუშავებისა და მომზადების ერთიან წესს და მათთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;
9. შეიმუშავებს წინადადებებს სოციალურ, ეკონომიკურ და სხვადასხვა საკითხებზე.
თავი IV
ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს სტრუქტურ

[https://legali.ge/law/52990/muxli-5-5/](https://legali.ge/law/52990/muxli-5-5/)

---

## მუხლი 6. ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს შემადგენლობაში შედიან:

_თავი IV — ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს სტრუქტურა_

1. საერთო განყოფილება – განაგებს საქმისწარმოებას ერთიანი წესის შესაბამისად;
2. კადრების განყოფილება – უზრუნველყოფს კადრებთან მუშაობის საკითხებს;
3. უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილება – განაგებს უცხოეთთან ურთიერთობის საკითხებს;
4. არქივის განყოფილება – საუწყებო არქივი უზრუნველყოფს მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელი და ზევით) დასრულებული საქმეების შენახვას;
5. კონტროლის განყოფილება – აწარმოებს დოკუმენტების შესრულების კონტროლის მიმდინარეობას.
თავი V
ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს ხელმძღვანელობ

[https://legali.ge/law/52990/muxli-6-5/](https://legali.ge/law/52990/muxli-6-5/)

---

## მუხლი 8. სამმართველოს უფროსი:

_თავი V — ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს ხელმძღვანელობა_

1. ხელმძღვანელობს მასში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
2. მონაწილეობს სხვადასხვა მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში დეპარტამენტში;
3. მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების მიღებისას დეპარტამენტში;
4. ითანხმებს სამმართველოს განყოფილებათა უფროსების, სპეციალისტების თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას;
5. განსაზღვრავს თავისი მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს;
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის რწმუნებით ასრულებს მის ცალკეულ დავალებებს;
7. დეპარტამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას;
8. დეპარტამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს სამმართველოს დებულებას;
9. წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინარული სასჯელების გამოყენების შესახებ;
10. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელის წარდგინებით აღძრავს შუამდგომლობას დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე თანამშრომელთა მატერიალური წახალისების შესახებ;
11. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოსათვის ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი VI
ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს თანამდებობის პირთა დანიშვნის წეს

[https://legali.ge/law/52990/muxli-8-5/](https://legali.ge/law/52990/muxli-8-5/)

---

## მუხლი 2. საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო არის საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. მის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კ

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

თავი II
სამმართველოს ამოცანები და ძირითადი ფუნქციებ

[https://legali.ge/law/52990/muxli-2-6/](https://legali.ge/law/52990/muxli-2-6/)

---

## მუხლი 3. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

_თავი II — სამმართველოს ამოცანები და ძირითადი ფუნქციები_

1. დარგის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა გრძელვადიანი პროგნოზირების საფუძველზე, საჭირო წინა პირობების დასახვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
2. დარგში ერთიანი სახელმწიფო საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელება;
3. პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარების, წარმოების დეცენტრალიზაციის, კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ამ სფეროში სამთავრობო გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების დასახვა;
4. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა დარგის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა

[https://legali.ge/law/52990/muxli-3-6/](https://legali.ge/law/52990/muxli-3-6/)

---

## მუხლი 4. სამმართველოს ფუნქციებია:

_თავი II — სამმართველოს ამოცანები და ძირითადი ფუნქციები_

1. დარგის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების, პროექტების შემუშავების ორგანიზაცია;
2. დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმებისა და ნორმატივების შემუშავების ორგანიზაცია.
3. სახელმწიფო შეკვეთების პროექტების და ხარჯთაღრიცხვების შემოწმება და მათი დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;
4. დარგობრივი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრამების და პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
5. დეპარტამენტის მმართველობით სტრუქტურაში შემავალი თავისი პროფილის სამსახურების საქმიანობის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა;
6. დარგში ბუღალტრული აღრიცხვის განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებით დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების შესაბამისად.
თავი III
სამმართველოს უფლებამოსილებან

[https://legali.ge/law/52990/muxli-4-6/](https://legali.ge/law/52990/muxli-4-6/)

---

## მუხლი 5. სამმართველოს უფლება აქვს:

_თავი III — სამმართველოს უფლებამოსილებანი_

1. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს დარგის საწარმოების მიერ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას;
2. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანხმებული: ნორმატიული აქტების პროექტები, სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვები, საშტატო განრიგები, ხარჯთანუსხები;
3. მოამზადოს ხელშეკრულების პროექტები და დადგენილი წესით წარუდგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად.
თავი IV
სამმართველოს მართვ

[https://legali.ge/law/52990/muxli-5-6/](https://legali.ge/law/52990/muxli-5-6/)

---

## მუხლი 11. საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება:

_თავი VI — სამმართველოს განყოფილებების ფუნქციები_

1. ორგანიზაციას უწევს დარგის ფინანსურ საქმიანობას, სახელმწიფო დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფას;
2. ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შენარჩუნებას და მათ ეფექტურად გამოყენებას;
3. შრომითი და ფინანსური რესურსების გეგმაზომიერებას;
4. სახელმწიფო ბიუჯეტთან დროულ ანგარიშსწორებას;
5. ხელმძღვანელობს მიმდინარე და პერსპექტიული ფინანსური გეგმების, სალაროს გეგმების და მოგებიდან გეგმიური დავალებების შემუშავებას;
6. განსაზღვრავს ყველა სახის კრედიტის მოთხოვნების საჭიროებას;
7. უზრუნველყოფს დადგენილ დროში ფინანსურ-საანგარიშო და საბანკო ოპერაციების გაფორმებას;
8. კონტროლს უწევს სახარჯთაღრიცხვო-საფინანსო ანგარიშების შედგენის სისწორეს, გაფორმებას და დამტკიცებას და მასტიმულირებელი ფონდების გამოყენებას;
9. მონაწილეობას იღებს საწარმოო სიმძლავრეების ეფექტურად გამოყენების ღონისძიებების შემუშავებაში

[https://legali.ge/law/52990/muxli-11-5/](https://legali.ge/law/52990/muxli-11-5/)

---

## მუხლი 12. შრომის ორგანიზაციისა და ანაზღაურების განყოფილება:

_თავი VI — სამმართველოს განყოფილებების ფუნქციები_

1. უზრუნველყოფს დარგში შრომის ორგანიზაციის და ანაზღაურების საკითხებს;
2. ხელმძღვანელობს შრომის პროცესების, შრომის თანამედროვე მეთოდების, სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენების საკითხების შესწავლას და საწარმოო რეზერვების უკეთესად გამოყენების ღონისძიებების შემუშავებას;
3. ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მმართველობითი აპარატის შრომის მექანიზაციის (კომპიუტერიზაციის, სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ერთეულებზე დებულების, თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავების საკითხებს) სრულყოფას;
4. შეიმუშავებს დეპარტამენტის მმართველობითი აპარატის საშტატო განრიგებს დაშვებული ლიმიტის და დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად;
5. შეისწავლის მუშაკთა შრომითი საქმიანობის თავისებურებებს შრომის გაუმჯობესებული ოპტიმალური ფიზიოლოგიური პირობების შექმნისა და მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
თავი VII
სხვა დანაყოფებთან ურთიერთობ

[https://legali.ge/law/52990/muxli-12-3/](https://legali.ge/law/52990/muxli-12-3/)

---

## მუხლი 14. საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს ურთიერთობა სხვა სამმართველოებთან აგებულია თანასწორუფლებიანობის საფუძველზე

_თავი VII — სხვა დანაყოფებთან ურთიერთობა_

საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის გეოლოგიური საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივი, სამარკეტინგო და საინვესტიციო პოლიტიკით უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებ

[https://legali.ge/law/52990/muxli-14/](https://legali.ge/law/52990/muxli-14/)

---

## მუხლი 2. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის გეოლოგიური საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივი, სამარკეტინგო და საინვესტიციო პოლიტიკით უზრუნველყოფის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის დეპარტამე

_თავი I — ზოგადი დებულება_

თავი II
სამმართველოს ამოცანებ

[https://legali.ge/law/52990/muxli-2-7/](https://legali.ge/law/52990/muxli-2-7/)

---

## მუხლი 3. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

_თავი II — სამმართველოს ამოცანები_

1. დეპარტამენტის სამართლებრივი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
2. დარგთან დაკავშირებული მარკეტინგული კვლევები;
3. საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ინვესტორთა მოძიება და მოზიდვა;
4. კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა;
5. სამართალშემოქმედება და კანონპროექტთა ნუსხის შემუშავება დეპარტამენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შემდგომი რეაგირებისათვის;
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების და განკარგულებების პროექტების იურიდიული - სამართლებრივი უზრუნველყოფა;
7. დეპარტამენტის მართვის უფლებით გადაცემული საწარმოებისათვის ბიზნეს-გეგმების შედგენაში კონსულტაციები და საინვესტიციო პროექტების განხილვა.
თავი III
სამმართველოს სტრუქტურ

[https://legali.ge/law/52990/muxli-3-7/](https://legali.ge/law/52990/muxli-3-7/)

---

## მუხლი 5. სამმართველოს ხელმძღვანელობა:

_თავი III — სამმართველოს სტრუქტურა_

1. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და განკარგულებებით;
2. სამმართველოს კურირებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე;
3. სამმართველოს საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მისი უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე;
4. სამმართველოს უფროსი განსაზღვრავს თანამშრომელთა მოვალეობებს. აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას. სამმართველოს უფროსი არის დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
5. წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად შემუშავებულ წინადადებებს, რომლებიც შედის სამმართველოს საქმიანობის კომპეტენციაში;
6. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებიც ხელმძღვანელობენ შესაბამის სამსახურებს;
7. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
თავი IV
სამმართველოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობან

[https://legali.ge/law/52990/muxli-5-7/](https://legali.ge/law/52990/muxli-5-7/)

---

## მუხლი 6. თანამშრომელთა უფლებებია:

_თავი IV — სამმართველოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი_

1. მოითხოვოს უსაფრთხო და ჯანმრთელი პირობების შექმნა და სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლისას მიყენებული ზიანის მთლიანი ანაზღაურება;
2. ჰქონდეს თანაბარი ანაზღაურება თანაბარი მუშაობის პირობებში შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. ისარგებლოს დასვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, ასევე დასვენების და უქმე დღეებით, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;
4. გაერთიანდეს პროფესიულ კავშირში;
5. შრომისუუნარიანობისა და მოხუცებულობის პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს საარსებო მინიმუმით კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6. საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს

[https://legali.ge/law/52990/muxli-6-7/](https://legali.ge/law/52990/muxli-6-7/)

---

## მუხლი 7. თანამშრომელთა ვალდებულებები:

_თავი IV — სამმართველოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი_

1. კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;
2. დაიცვას შრომის დისციპლინა;
3. გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ქონებას;
4. დაიცვას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომისა და საქმიანობის პირობები

[https://legali.ge/law/52990/muxli-7-7/](https://legali.ge/law/52990/muxli-7-7/)
