1. შეიმუშაოს ტექნიკური პოლიტიკა, წარმოების განვითარების პერსპექტივა და მისი განხორციელების გზები;
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა საპროგრამო წინადადებების შემუშავებაში, დეპარტამენტზე მართვის უფლებით გადმოცემულ საწარმოებში, ქონებისა და ყველა სახის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე;
3. მეთოდურად უხელმძღვანელოს შრომის დაცვის, საწარმოო სანიტარიას, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესების და ნორმების შემუშავებას;
4. შეიმუშაოს დარგთან დაკავშირებული სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები, რომლებიც ისახავენ სამუშაოთა ეფექტიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფას;
5. განახორციელოს კოორდინაცია და ორგანიზაცია სტანდარტიზაციის და სამუშაოთა მეტროლოგიური უზრუნველყოფის სფეროში;
6. დარგში მოქმედი სტანდარტიზაციის, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად, განახორციელოს საპროექტო და საანგარიშო გეოლოგიური დოკუმენტაციების ექსპერტიზა, შესაბამისად, მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფაში და საპატენტო კვლევების ჩატარებაში;
7. მიიღოს მონაწილეობა მართვის უფლებით გადმოცემულ საწარმოებისათვის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტების მომზადებაში;
8. ხელი შეუწყოს დეპარტამენტის სამობილიზაციო რესურსების დაგროვებას და მის მიზნობრივ გამოყენებას.
თავი III
სამმართველოს მოვალეობებ