1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ  საკითხთა (განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა) კომისია და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს)  მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ  საკითხთა (განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა)  კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. ჰუმანიტარულ  საკითხთა (განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა) კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში  დანიშნულად  მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არც ერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება  ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ  საკითხთა (განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა) კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

5. კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 3 წევრისაგან. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარე