1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან    კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ)  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  მიერ  მიღებული  სამართლებრივი  აქტების ანალიზის  განხორციელება  და  საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების  შემუშავება;

გ)  კომპეტენციის  ფარგლებში  საქართველოს  კანონმდებლობის  ანალიზის  განხორციელება, საჭიროების  შემთხვევაში  გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და  საქართველოს  პარლამენტის  გენდერული  თანასწორობის საბჭოსთვის  წარდგენა;

დ)  საკანონმდებლო  აქტების  პროექტებისა  და  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების სამართლებრივი  აქტების  პროექტების  ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში  წინადადებების  შემუშავება და  შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;

ე)  გენდერული  თანასწორობის  მისაღწევად,  ქალთა  და  მამაკაცთა  თანასწორი  უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული  ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ზ)  გენდერული  თანასწორობის  საკითხის  შესწავლასთან  დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის  და  დოკუმენტაციის  გამოთხოვა  და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფენდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;

კ)  წინადადებებისა  და  რეკომენდაციების  მომზადება  საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის  ან/და  საქართველოს  პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად;

ლ) საბჭოს  ყოველწლიური  ანგარიში  ქვეყნდება  საკრებულოს  რეგლამენტით  დადგენილი წესით,  ასევე  ეგზავნება  საქართველოს  პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის  საბჭოს.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით  წარმოადგინოს საჩხერის მუნიციპალიტეტი;

ბ)  გენდერული  თანასწორობის  საკითხების  შესწავლისა  და  განხილვის დროს  მოიწვიოს  სხვადასხვა  უწყების  წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით  მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები