1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;
გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
დ) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის განსაზღვრა;
ე) საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა
2. ფრაქციების შექმნისთანავე, ახლადარჩეული საკრებულო განსაზღვრავს და ამტკიცებს, საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობას, ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.
3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება, არაუმეტეს ერთი კვირით.