პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/12/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №73
2021 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
დანართი
პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების
სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების წესი
მუხლი 1🔗
პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების წესი (შემდგომ − წესი) არეგულირებს პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების საფუძვლებს, აღნიშნული ღონისძიებების სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განხორციელების პროცედურებს და მონაცემთა დამუშავების წესს.
მუხლი 2🔗
1. პოლიციელი უფლებამოსილია მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა გამოკითხვით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ გამოკითხვისას პოლიციელისათვის მიწოდებული მონაცემები ან/და პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ შეესაბამება პირის ნამდვილ ვინაობას და პირის იდენტიფიკაცია საჭიროა სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას, პოლიციელი უფლებამოსილია პირის იდენტიფიკაციის მიზნით გამოიყენოს იდენტიფიკაციის შემდეგი ღონისძიებები:
ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;
ბ) ფოტოსურათის გადაღება;
გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;
დ) სიმაღლის გაზომვა;
ე) ხმის ჩაწერა;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) საინფორმაციო ბაზებში მონაცემთა გადამოწმება;
ზ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელება შესაძლებელია სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.
4. სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა დასაშვებია პოლიციელის ხელთარსებული ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, პირადი მობილური ტელეფონით.
მუხლი 3🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას პირისათვის ფოტოსურათის გადაღება ხდება სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით, პირის სახის ან სახისა და ტანის (ნაწილობრივ ან სრულად) გამოჩენით.
2. ფოტოსურათი უნდა იძლეოდეს სახის ნაკვთების გარჩევის შესაძლებლობას და სახის არცერთი ნაწილი არ უნდა იყოს დაფარული რაიმე საშუალებით (პირბადე, სათვალე, ქუდი და სხვა). პოლიციელს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს იმ საშუალების მოხსნა, რომელიც შეუძლებელს ხდის ფოტოსურათის ამ წესის დაცვით გადაღებას.
3. გადაღებული ფოტოსურათის საფუძველზე, სპეციალური ელექტრონული პროგრამა ავტომატურად ახდენს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე პირთა იდენტიფიცირებას. სპეციალური ელექტრონული პროგრამის მიერ იდენტიფიცირებულ სავარაუდო პირთაგან იმ პირის დადგენა/ამოცნობა, რომლის ვინაობის დადგენასაც ემსახურებოდა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება ხდება ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელის მიერ.
4. ამ წესის შესაბამისად, პირისათვის გადაღებული ფოტოსურათი და სხვა ინფორმაცია ინახება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. აღნიშნული პოლიციელის პირად მობილურ ტელეფონში გადმოწერა, შენახვა, გადაგზავნა ან სხვა რაიმე ფორმით დამუშავება დაუშვებელია.
5. იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას პირისათვის ფოტოსურათის გადაღების ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე იდენტიფიკაციის ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია აისახება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირებულ რუკაზე და შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
6. თუ ფოტოსურათის გადაღებით ვერ მოხდა პირის იდენტიფიკაცია, პოლიციელი უფლებამოსილია გამოიყენოს პირის იდენტიფიკაციის სხვა ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში პირის შესახებ ინფორმაციის არარსებობის ან არასრული ან/და არასწორი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილია აღნიშნული პირის მიერ მისთვის მიწოდებული ან/და პოლიციელისათვის ცნობილი მონაცემები/ინფორმაცია ასახოს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.
მუხლი 4🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში მონაცემთა გადამოწმების გზით იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას, პოლიციელი უფლებამოსილია გამოკითხვისას პირის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
2. პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში პირის შესახებ დამუშავებული ინფორმაცია ინახება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და მისი პოლიციელის პირად მობილურ ტელეფონში შენახვა, გადმოწერა, გადაგზავნა ან სხვა რაიმე ფორმით დამუშავება დაუშვებელია.
3. სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მონაცემების სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადამოწმებისას, იდენტიფიკაციის მიზნით პირისათვის ფოტოსურათის გადაღების ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე იდენტიფიკაციის ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია აისახება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირებულ რუკაზე და შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
4. სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში პირის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილია აღნიშნული პირის მიერ მისთვის მიწოდებული ან/და პოლიციელისათვის ცნობილი მონაცემები/ინფორმაცია ასახოს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.
5. თუ სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში მონაცემთა გადამოწმებით ვერ მოხდა პირის იდენტიფიკაცია, პოლიციელი უფლებამოსილია გამოიყენოს პირის იდენტიფიკაციის სხვა ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
1. სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას არ დგება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი.
2. პირი, რომლის მიმართაც იდენტიფიკაციის ღონისძიება განხორციელდა სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით უფლებამოსილია აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების განხორციელებიდან სამი დღის ვადაში წერილობით მიმართოს სამინისტროს და მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ აქტის გაცემა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო იდენტიფიცირების ღონისძიების შესახებ აქტს გასცემს 15 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
1. ამ წესის საფუძველზე, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცული ინფორმაცია მუშავდება სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მათ შორის სამართალდარღვევათა გამოვლენის, აღკვეთისა და მასზე რეაგირების მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში პირის შესახებ ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. მონაცემების შენახვისა და დაარქივების ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით.
3. სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვების უფლების მქონე პირთა წრე, ინფორმაციაზე დაშვების დონეები და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4. სამინისტროს მოსამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.