„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№323
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.017531
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №323

2021 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით (ვებგვერდი, 111228027, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016287) დამტკიცებულ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11. შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი

1. საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნისთვის შემოსავლების ბენეფიციური მფლობელის ცნება განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება დივიდენდზე, პროცენტსა და როიალტზე და გამოიყენება იმ ნაწილში, რომლითაც იგი შეესაბამება კონკრეტული საერთაშორისო შეთანხმების დებულებებს.

3. პირის შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელად მიჩნევა უნდა მოხდეს საერთაშორისო შეთანხმების არსის, შემოსავლებსა ან/და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნების გათვალისწინებით.

4. შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ამ შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია სრული უფლებები შესაბამისი შემოსავლის გამოყენებასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით და იგი არ იზღუდება ისეთი სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს მიღებული შემოსავლის სხვა პირისათვის გადაცემას.

5. საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები ვრცელდება შემოსავლის მხოლოდ იმ მიმღებზე, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელს.

6. შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელად არ განიხილება პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, შემოსავლების ნომინალური მფლობელი/ მიმღები ან/და შუამავალი, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება იყოს შესაბამისი შემოსავლის პირდაპირი მიმღები ან ფორმალური მფლობელი.

7. საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს არა რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, არამედ მესამე სახელმწიფოს რეზიდენტს.

8. მიუხედავად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებისა, შემოსავლის მიმღებს შესაძლებელია უარი ეთქვას საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობაზე, თუ კონკრეტული ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ შესაბამისი გარიგების ან შეთანხმების დადების მთავარ მიზანს წარმოადგენს გადასახადებისაგან თავის არიდება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემოსავლის მიმღები საგადასახადო ორგანოს ფორმა №2-ს წარუდგენს ერთ ეგზემპლარად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. თუ არარეზიდენტისათვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე საგადასახადო ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების დღისათვის გადასახადის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წელი ხანდაზმულ პერიოდს მიეკუთვნება, ხანდაზმულობის ვადა არ მიიჩნევა გასულად, თუ ფორმა №2 წარდგენილია ამ ვადის გასვლამდე.

4. ფორმა №2-ის ორიგინალი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო განმცხადებელს გადაეცემა საგადასახადო ორგანოს ბეჭდით დამოწმებული ასლი. ფორმა №2-ის დამოწმებისას, საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ფორმა №2-ში მითითებული ინფორმაციის სისწორე ამ წესის 11 მუხლის დებულებებთან მიმართებით.

5. ფორმა №2-ის დამოწმების შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-6 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) მე-11 გრაფაში შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ადასტურებს, რომ იგი არის შემოსავლის მიმღები/ბენეფიციური მფლობელი ამ წესის 11 მუხლის შესაბამისად. ამასთან, არარეზიდენტს მოეთხოვება მხოლოდ შემოსავლის ბენეფიციური მფლობელ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2021.
როდის იქნა მიღებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №323. სარეგისტრაციო კოდი — 200250000.22.033.017531.
რამდენი მუხლისგან შედგება „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №323, 07.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.017531 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5300575/