„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №798
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, ზოგიერთი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა და მათი განმახორციელებლის განსაზღვრის თაობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№798
2021 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, განისაზღვროს შემდეგი გეოგრაფიული არეალები:
ა) აბაშის მუნიციპალიტეტი;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტი;
გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;
დ) ასპინძის მუნიციპალიტეტი;
ე) ახალქალაქის მუნიციპალიტეტი;
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტი;
ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტი;
თ) ბაღდათის მუნიციპალიტეტი;
ი) ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
კ) ბორჯომის მუნიციპალიტეტი;
ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
მ) გორის მუნიციპალიტეტი;
ნ) გურჯაანის მუნიციპალიტეტი;
ო) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი;
პ) დმანისის მუნიციპალიტეტი;
ჟ) დუშეთის მუნიციპალიტეტი;
რ) ვანის მუნიციპალიტეტი;
ს) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი;
ტ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
უ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი;
ფ) თელავის მუნიციპალიტეტი;
ქ) თერჯოლის მუნიციპალიტეტი;
ღ) თიანეთის მუნიციპალიტეტი;
ყ) კასპის მუნიციპალიტეტი;
შ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი;
ჩ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი;
ც) ლენტეხის მუნიციპალიტეტი;
ძ) მარნეულის მუნიციპალიტეტი;
წ) მარტვილის მუნიციპალიტეტი;
ჭ) მესტიის მუნიციპალიტეტი;
ხ) მცხეთის მუნიციპალიტეტი;
ჯ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი;
ჰ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;
ჰ1) ონის მუნიციპალიტეტი;
ჰ2) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;
ჰ3) სამტრედიის მუნიციპალიტეტი;
ჰ4) საჩხერის მუნიციპალიტეტი;
ჰ5) სენაკის მუნიციპალიტეტი;
ჰ6) სიღნაღის მუნიციპალიტეტი;
ჰ7) ტყიბულის მუნიციპალიტეტი;
ჰ8) ქარელის მუნიციპალიტეტი;
ჰ9) ქედის მუნიციპალიტეტი;
ჰ10) ქობულეთის მუნიციპალიტეტი;
ჰ11) ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;
ჰ12) ყვარლის მუნიციპალიტეტი;
ჰ13) შუახევის მუნიციპალიტეტი;
ჰ14) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი;
ჰ15) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი;
ჰ16) ცაგერის მუნიციპალიტეტი;
ჰ17) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი;
ჰ18) წალკის მუნიციპალიტეტი;
ჰ19) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი;
ჰ20) ჭიათურის მუნიციპალიტეტი;
ჰ21) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი;
ჰ22) ხაშურის მუნიციპალიტეტი;
ჰ23) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი;
ჰ24) ხობის მუნიციპალიტეტი;
ჰ25) ხონის მუნიციპალიტეტი;
ჰ26) ხულოს მუნიციპალიტეტი.
2.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია დაიწყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე და დასრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.
3.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალების ადმინისტრაციულ ერთეულებში საველე და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დრო განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №681 ბრძანება.
5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე