„2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
მიღების თარიღი 30.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1027
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016665
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/12/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ რატიფიცირების თაობაზე „2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ №2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება
(კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“ მსოფლიო ბანკი 1818 H ქუჩა N.W. (202) 477-1234 რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი სესხის №: 8377-GE
სასესხო ხელშეკრულების №1 ცვლილება
დოკუმენტის ტექსტი
„2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება
30 ივლისი, 2021
ლაშა ხუციშვილს
ფინანსთა მინისტრს
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ. №16
თბილისი, საქართველო
Re: საქართველო: სესხი N 8599-GE
(შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)
სასესხო ხელშეკრულების ცვლილება №1
ბატონო მინისტრო,
მოგმართავთ ზემოთხსენებულ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს (მსესხებელს) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (ბანკი) შორის დაიდო 2016 წლის 28 მარტს (ამიერიდან – სასესხო ხელშეკრულება). ჩვენ ასევე მოგმართავთ სასესხო ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის თხოვნის შესახებ 2021 წლის 10 თებერვლით დათარიღებული თქვენი წერილის საპასუხოდ და ამ თემის ირგვლივ შემდგომ კომუნიკაციასთან დაკავშირებით.
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ბანკმა სათანადო განხილვის შემდეგ თქვენი თხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, სასესხო ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილებები:
1. განრიგი 1, ნაწილი 1 (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების გაუმჯობესება და შენარჩუნება) მთლიანად წაიშალა და შეიცვალა შემდეგი ფორმულირებით:
„1. გურიის რეგიონში შერჩეული შიდასახელმწიფოებრივი გზების მონაკვეთების რეაბილიტაცია.
2. მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და შიდა ქართლის რეგიონებში შერჩეული შიდასახელმწიფოებრივი გზების მონაკვეთების რეაბილიტაცია.
3. სამშენებლო კონტრაქტების მონიტორინგი და ზედამხედველობა.“.
2. განრიგი 1, ნაწილი 2 (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესება) მთლიანად წაიშალა და შეიცვალა შემდეგი ფორმულირებით:
„1. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება მრავალწლიანი პროგრამების შემუშავებასა და წლიური გეგმების შედგენაში, „გზების აქტივების მართვის სისტემის“ (RAMS) გასაძლიერებლად მიმართული ტექნიკური დახმარების საშუალებით, რომ გაუმჯობესდეს: (i) მონაცემთა შეგროვების პრაქტიკა და ხარისხი; და (ii) აქტივებთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავება და დაგეგმვა საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის გზით.
2. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გზების აქტივების მართვაში საგზაო უსაფრთხოების საკითხების ინტეგრირების მიზნით, საქართველოში 900 კილომეტრის სიგრძის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელზე „გზების საერთაშორისო შეფასების პროგრამის“ (iRAP) განხორციელების მხარდასაჭერად და გასაფართოებლად გაწეული ტექნიკური დახმარების საშუალებით.
3. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გზების აქტივების მართვაში კლიმატური პირობების მიმართ მდგრადობის უზრუნველყოფის პრაქტიკის ინტეგრირების მიზნით, ტექნიკური დახმარების გაწევის გზით, რომელიც ხელს შეუწყობს: (i) რაჭის რეგიონში შერჩეული შიდასახელმწიფოებრივი გზების მოწყვლადობის შეფასებას კლიმატის ცვლილების მიმართ; და (ii) კლიმატის მიმართ მდგრადობის უზრუნველყოფის პრიორიტეტული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას, მათ შორის ტექნიკური საპროექტო დოკუმენტაციისა და შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას, კლიმატური პირობების მიმართ რაჭის შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის გამძლეობის უზრუნველსაყოფად საჭირო იდენტიფიცირებული სამუშაოების განსახორციელებლად.“.
3. მე-2 განრიგის „გ“ ნაწილის II სექციის პარაგრაფი 3 შესწორდა შემდეგი სახით:
„3. პროექტის განხორციელების პერიოდში, ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ას ოცი (120) დღის ვადაში, დაწყებული 2021 წლიდან და პროექტის დასრულების თარიღამდე 30 დღით ადრე, მსესხებელი ბანკს წარუდგენს პროექტის სამუშაოების განხორციელების აუდიტის სრულ ანგარიშს, მათ შორის, ყველა ფაქტს და შედეგს დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიშიდან, და ასევე პროექტის აუდიტის კონსულტანტის დადასტურებას.
4. მე-2 განრიგის „გ“ ნაწილის II სექციას დაემატა ახალი პარაგრაფი 4, შემდეგი ფორმულირებით:
„4. არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტოსი, მსესხებელი ვალდებულია მიაწოდოს ბანკს 2018, 2019 და 2020 კალენდარული წლების დამოუკიდებელი აუდიტის სრული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს დამოუკიდებელი აუდიტის ყველა დასკვნასა და შედეგეს და ასევე პროექტის აუდიტის კონსულტანტის დადასტურებას.“.
5. მე-2 განრიგის სექცია IV.B.7 შესწორდა შემდეგი სახით:
„დახურვის თარიღია 2023 წლის 30 ივნისი.“
6. სასესხო ხელშეკრულების მე-4 დამატებითი მუხლი (DLI ცხრილი) მთლიანად წაიშალა და შეიცვალა ამ ცვლილების წერილ-შეთანხმების №1 დანართში წარმოდგენილი ცხრილით.
ამ წერილ-შეთანხმებაში სპეციალურად მითითებული შესწორებების გარდა, სასესხო ხელშეკრულების ყველა სხვა დებულება ძალაში რჩება და მოქმედებს. გთხოვთ, ამ ცვლილების წერილ-შეთანხმების ხელმოწერით დაადასტუროთ თქვენი თანხმობა ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს ცვლილების წერილ-შეთანხმება ძალაში შევა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც: (i) ბანკი “DocuSign”–ის მეშვეობით მსესხებლისგან მიიღებს ცვლილების წერილ-შეთანხმების ხელმოწერილ და დამოწმებულ ასლს; (ii) ბანკი მსესხებლისგან მიიღებს დადასტურებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შიდა პროცედურის დასრულების შესახებ; და (iii) ბანკი შეატყობინებს მსესხებელს ამ ცვლილების წერილ-შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ.
გულწრფელად თქვენი,
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
სებასტიან მოლინეუსი
სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი
შეთანხმებულია:
საქართველო
ვის მიერ: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სახელი: ლაშა ხუციშვილი
თანამდებობა: მინისტრი
თარიღი: 30.07.2021