სააქციო საზოგადოება ,,სხივის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

სააქციო საზოგადოება „სხივის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სააქციო საზოგადოება „სხივის“ დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს დავალებით იწვევს საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2022 წლის 10 იანვარს დღის 12 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ.წყალტუბო, გ.ტაბიძის მე-2 შესახვევი, №1.

სს „სხივის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2021 წლის 14 დეკემბერი.

დღის წესრიგი:

1. სს „სხივის“ აქციონერის ლიპარტელიანი მირიანის (პ/ნ 53001000641) ნატურით გამოყოფის პროცესის დასრულება – მის მფლობელობაში არსებული სს „სხივის“ სრული 51.00504% პროცენტული წილით შპს-ის სახით რომლის 100%-იანი პარტნიორი იქნება ლიპარტელიანი მირიანი (პ/ნ 53001000641);

2. სს „სხივის“ საწესდებო კაპიტალის და აქციების შემცირება ლიპარტელიანი მირიანის (პ/ნ 53001000641) მფლობელობაში მყოფი ყველა – 8399 (რვა ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი) ცალი აქციით, საწესდებო კაპიტალის განსაზღვრა 8068 (რვა ათას სამოცდარვა) აშშ დოლარის ოდენობით, 1 აქციის ნომინალური ღირებულებით 1 აშშ დოლარი;

3. სს „სხივის“ – ს/ნ 221268820 რეორგანიზაცია -ნატურით გაყოფის პროცესის დასრულება და მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

4. ცვლილებები სს „სხივის“ წესდებაში.

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „სხივის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებიდან ან დღის წესრიგის ახალი საკითხის დასაყენებლად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2021 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის უფლებას შეამოწმებენ სს „სხივის“ რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის №11. ტელეფონები : 222 53 51; 225 15 60.

დირექტორი                გ. ჩანქსელიანი