„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 98%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება№ 01-489/ო
2021 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №16 („ახალი კორონავირუსით (SARSCoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის“), №37 („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“) და №39 („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის“) დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
📎 დანართები (3)
danarti-16.doc DOC ⬇
დანართი №16
[pic]
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის
ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებები:
o ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;
o უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევთ სასტუმროს ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები);
o სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
o ობიექტზე უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
o უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე სასტუმროს სივრცეში არსებული დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება;
o დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება, გარდა მწვანე სტატუსის მქონე პირებისათვის გამოსაყენებელი საწოლებისა;
o საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ მოხდეს მისი დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
o სასტუმროს პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო კოლექტიური დაცვის საშუალებებით:
• დეზობარიერი - შენობის შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
• დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში (მიმღებში);
o დასაქმებულთა და სტუმართათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
o დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.
აპარტამენტები და ბინები:
o რეკომენდირებულია სტუმრის მიღების (check in) და გასვლის (checkout) დისტანციური სისტემის დანერგვა;
o სტუმრის გასვლის (checkout) შემდეგ, ოთახების დალაგება განხორციელდეს შემდეგი პრინციპით -დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;
o განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, (მაგალითად, საწოლის სახელურები, ტუმბო საწოლის გვერდით) და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას.
ღონისძიებები კვებით უზრუნველყოფის ბლოკებისთვის:
o გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ბარიერთან უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაბამისი მანიშნებლებით;
o საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ჭურჭელი;
o სტუმართათვის გამოიყენეთ მხოლოდ ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ;
o გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
o ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემით;
o ლოდინის რეჟიმში მყოფი სტუმრებისთვის, წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
o უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით.
მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
o სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
o ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
o ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.
o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:
• 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;
• 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2).
o გამონაკლისი სახით შესაძლებელია დამატებით 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
o უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის შეძლებისდაგვარად უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
o უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
o ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და შესაბამისი დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.
მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
o მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
o ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
o ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს;
o სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
o ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
o გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:
• 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;
• 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2);
o დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
o გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
o უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
o ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.
ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნას შემდეგი პროცედურები:
o სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად:
• ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
• გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
• გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
• გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
• დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
o წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;
o ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
o ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკლები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
o სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.
დისპენსერები:
o უზრუნველყავით საპნის და სადეზინფექციო ხსნარების დისპენსერების, ხელის საშრობების, ერთჯერადი ხელსახოცების დისპენსერების და მსგავსი მოწყობილობების გამართული მუშაობის მუდმივი რეჟიმი;
o უზრუნველყავით სადეზინფექციო გელის დისპენსერების დაყენება სასტუმროს სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის საერთო საპირფარეშოებში, რომლებითაც სარგებლობენ სტუმრები და პერსონალი, და სხვა ადგილებში (მაგ. სასადილო ოთახის, რესტორნის და ბარების შესასვლელებში).
თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:
o თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით;
o ნახმარი თეთრეულის შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში. კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება;
o თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია სასტუმროს თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა;
o თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები:
• თეთრეულის შეკრება;
• ტრანსპორტირება;
• რეცხვა და დეზინფექცია;
• დაუთოება;
• შეფუთვა;
• სუფთა თეთრეულის შენახვა;
o სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა. თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად;
o დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით შეირჩეს რეცხვის შესაბამისი პროგრამა. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.
სპორტულ-გასართობი ცენტრები:
o სასტუმროს გარე სივრცეში არსებული ბილიარდის, ტენისის და სხვა სპორტულ/გასართობი ცენტრისთვის გამოყოფილი ინვენტარი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით, ყოველი გამოყენების შემდგომ.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
o ვინაიდან სასტუმროში ვიზიტორებს პირველადი კონტაქტი აქვთ სასტუმროს მიმღების თანამშრომლებთან, თითოეული დასაქმებული უნდა აღიჭურვოს სამედიცინო ნიღბით, ასევე მიმღების მაგიდასთან დამატებით დამონტაჟდეს დროებით გამჭვირვალე ტიპის ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი;
o დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს სტუმრებთან. მათ უნდა ეკეთოთ ხელთათმანი დალაგების დროს და ხელთათმანი გაკეთებამდე და მოხსნის შემდეგ ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა (წყლითა და საპნით დაბანა, ან დამუშავება სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით).
უსაფრთხოების დამატებითი ზომები დალაგების დროს:
o სასტუმროს ნომრების დალაგება განახორციელეთ დღეში ერთხელ, დროის იმ შუალედში, როცა ვიზიტორი არ იმყოფება ნომერში;
o დაასუფთავეთ ჯერ შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები;
o დაუშვებელია მშრალი დაგვა და მტვრის გადაწმენდა, რათა თავიდან ავიცილოთ მტვრისა და მიკროორგანიზმების მოხვედრა ჰაერში და სუფთა ზედაპირებზე;
o განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, (მაგალითად, საწოლის სახელურები, ტუმბო საწოლის გვერდით) და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას;
o დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ გააკეთეთ შესაბამის აღნიშვნა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში;
o დისტანციური მართვის პულტები აღჭურვეთ დამცავი გამჭვირვალე პარკებით;
o სტუმრის სასტუმროდან გასვლის (check out) შემდეგ, ოთახების დალაგება განახორციელეთ შემდეგი პრინციპით:
• დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;
• ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც დაბინძურდა შესაძლო დაინფიცირებული პირის/პირების რესპირატორული სეკრეციის ან სხვა ორგანული სითხეების მოხვედრით, მაგ: ტუალეტი, ხელსაბანი ნიჟარა და აბაზანა - გაწმინდეთ რეგულარული საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც მოიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 0.1%-ს;
• ზედაპირები ქლორით დამუშავებიდან 10 წუთის შემდგომ მოირეცხოს სუფთა წყლით;
• მომსახურე პერსონალს ჩაუტარეთ დამატებითი ტრენინგი - მაღალი კონცენტრაციის საშუალებების გამოყენების და შენახვის წესებზე;
o მათეთრებელი საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ისეთ ნივთებზე, როგორიცაა: ტელეფონი, დისტანციური მართვის პულტი, კარის სახელური, ლიფტის ღილაკი და ა შ. აღნიშნულის დასამუშავებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარი;
o არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;
o მომხმარებლის ოთახში ტექნიკოსის/ინჟინრის ყოფნის აუცილებლობის შემთხვევაში აღჭურვეთ ის სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სახის დამცავი ფარი/სათვალე, ნიღაბი, ხელთათმანი.
დამლაგებლისა და სამზარეულოს პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:
o ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;
o სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;
o სპეციალური/სქელი ხელთათმანი (მრავალჯერადი);
o თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);
o დახურული სპეცფეხსაცმელი.
არჩევითი დასუფთავების პროგრამები:
სასტუმროს პერსონალისა და სტუმრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეჩერდეს სტუმრების სურვილისამებრ ოთახის დალაგების მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ოთახის დალაგება წარმოადგენს აუცილებლობას, მომსახურება უნდა განხორციელდეს სტუმრის ოთახში არყოფნის დროს.
კორონავირუსზე სავარაუდო სიმპტომების მქონე და დაინფიცირებულ სტუმართა მონიტორინგი:
o თუ სასტუმროში რომელიმე ვიზიტორს აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომი, სასტუმროს პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს 112-ცხელ ხაზს;
o ასეთ შემთვევაში პერსონალი უნდა მოერიდოს აღნიშნულ სტუმრებთან მჭიდრო კონტაქტს, ხოლო სტუმრისთვის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამოიყოს დროებითი იზოლირებული ოთახი, სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის შესამცირებლად;
o იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს პერსონალს მოუწევს აღნიშნულ სავარაუდო სიმპტომის მქონე პირთან კონტაქტი (მაგ.: საკვების მიწოდება, დალაგება), მნიშვნელოვანია დაცული იქნეს სათანადო დისტანცია და გამოიყენოს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა;
o იმ სიტუაციებისთვის როდესაც სავარაუდო სიმპტომის მქონე სტუმარი იმყოფება ან/და დატოვა დაწესებულება, მოქმედებს განსაკუთრებული დასუფთავების და დეზინფექციის გეგმა, რომელიც გულისხმობს ოთახის დალაგებამდე ჩატარდეს ოთახის სრული დეზინფექცია და საფუძვლიანი განიავება. მხოლოდ ამ პროცედურების შემდგომ განხორციელდეს ოთახის დასუფთავება/დალაგება;
o დასუფთავების და დალაგების პერსონალმა უნდა აცნობოს ხელმძღვანელობას ან მიმღებ (reception) განყოფილებას ან ადმინისტრაციას ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, მათ შორის, ოთახებში სავარაუდოდ დაავადებული სტუმრების ყოფნის თაობაზე.
მოთხოვნები დამსაქმებულთა მიმართ:
o დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
• ნიღაბი;
• ხელთათმანი;
• საჭიროების შემთხვევაში, დამცავი სათვალე და/ან სახის დამცავი ფარი;
• სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში - სპეცტანსაცმელი.
o თანამშრომელთა ხელმისაწვდომ, თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ სრულყოფილი ინფორმაცია ჰიგიენისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, მათ შორის - ხელის ჰიგიენის, ნიღბის, ბახილების და ხელთათმანის გამოყენების, აგრეთვე, მათი მორგების, ტარების მოხსნისა და მოცილების (ნარჩენების კონტეინერში განთავსება) შესახებ;
o უზრუნველყავით ნარჩენების მართვა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაუშვათ კონტეინერების გადავსება და უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მათი დაცლისას. მოახდინეთ ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;
o პერსონალს/სასტუმროს დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია დასუფთავების ჰიგიენური პრაქტიკისა და უსაფრთხო ღონისძიებების, აგრეთვე სარეცხი/სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების შესახებ;
o განახორციელეთ მონიტორინგი პერსონალის მიერ დალაგებისა და დეზინფექციის პროცედურის ჯერადობასა და ხარისხზე;
o დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.
მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:
o სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში არ გამოცხადდეთ ნიღბის გარეშე;
o დაიცავით ჰიგიენის წესები.
დასაქმებულთა ვალდებულებები:
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);
o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
o გამოიყენეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
-----------------------
სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახური
ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!
-----------------------
2
danarti-39.docx ⬇
დანართი N39

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის
თავი I
ზოგადი რეკომენდაციები:
შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
o არ დაუშვათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების (შემდგომში -დაწესებულება)შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს დაწესებულების თანამშრომლის მიერ;
o დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
o პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1 მეტრიან დისტანციას;
o თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, შენობის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
o თერმოსკრინინგისას, ცხელების 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
o უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
o რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით გადაყვანილ უნდა იქნეს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;
o საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
უზრუნველყოფილია ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი, რომელთა ზედაპირი ექვემდებარება სველი წესით დამუშავებას და დეზინფექციას);
ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
ყოველი გამოყენების შემთხვევაში, საიზოლაციო ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით;
o სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;
საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია;
ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
o დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები აღრიცხეთ შესაბამის ფორმაში;
o დღის განმავლობაში დაწესებულების თანამშრომლის ან ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
o დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) პირების (მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლების და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
o ობიექტის შესასვლელში განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
o დაწესებულების შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;
o აღმზრდელები, აღმზრდელთა თანაშემწეები, ძიძები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობენ, გადაამზადეთ (მათ შორის ახალი კორონავირუსის COVID- 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ) დაწესებულების გახსნამდე და გარდამავალ პერიოდში, რათა შეძლონ უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე;
o შეადგინეთ გეგმა საბავშვო ჯგუფებისთვის ოთახების განაწილებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ;
o უზრუნველყავით ბავშვებმა დაიბანონ ხელები სათანადო წესით ოთახში შესვლის წინ;
o უზრუნველყავით პერსონალისა და სხვა პირების (გარდა ბავშვებისა) შესვლა დაწესებულებაში მხოლოდ ნიღბით;
o კომუნიკაციის გაძლიერების სტრატეგიისა და ბავშვების ოჯახთან დიალოგის წახალისების მიზნით, გამოიყენეთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (მაგ. მოკლე ტექსტური შეტყობინება ან ვიდეო ზარი, პოსტერები);
o დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა, ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დაწესებულებაში მისვლამდე, აღმზრდელს (ან აღნიშნული კომუნიკაციისთვის განსაზღვრულ თანამშრომელს) არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით , რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად;
o გამოიყენეთ ე.წ. „ჩეკლისტები“ იმისთვის, რომ დაეხმაროთ ოჯახებს სწორად იქნეს დაგეგმილი მათ მიერ ბავშვის დაწესებულებაში მიყვანის და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდროული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში;
o შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;
o უზრუნველყავით ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;
o აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა;
o ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;
o უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩნდნენ; ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ- ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის დანერგეთ იმგვარი თამაშები, როგორიცაა, მაგალითად:
შეჯიბრი ხელების დაბანაში;
მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;
სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;
როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ;
უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის, მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;
o ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები/თამაშები ჯგუფებში დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად მოახერხოთ ფიზიკური დისტანციის დაცვა;
o უზრუნველყავით ბავშვებისთვის სასწავლო გარემოს იმგვარად შედგენა, რომ მიეცეთ ყოველდღიური შესაძლებლობა, იყვნენ გარეთ (ღია სივრცეში), ითამაშონ ბუნებაში/ეზოში და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში;
o აკრძალეთ ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;
o უზრუნველყავით გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა (თამაშებისთვის
გამოიყენეთ ბავშვების დაყოფა მცირე ჯგუფებად);
o შეზღუდეთ აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის გარდა სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები;
o უზრუნველყავით დაწესებულებაში ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი
ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) სარგებლობა;
o ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს გამოიყენეთ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი არანაკლებ 20 წამს შეადგენდეს;
o ხელების გამშრალება მოხდეს ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით, (პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ბავშვის მიერ მხოლოდ საკუთარი პირსახოცის გამოყენების პრაქტიკა და დაცული იყოს თეთრეულის რეცხვის ჰიგიენური რეჟიმი);
უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ არაუმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები;
o სათანადო ადგილებში (საპირფარეშოს, ონკანის სიახლოვეს) განათავსეთ ხელის ჰიგიენის წესები, მათ შორის ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, სათანადო ილუსტრაციებით;
o გამოყავით ჰიგიენის კუთხეები, ხელის ჰიგიენის საშუალებების განთავსებისთვის და მიაწოდეთ პერსონალს/აღსაზრდელებს ინფორმაცია ჰიგიენის საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ;
o პერსონალისა და სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ, სათანადოდ დაცულ ადგილას განათავსეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარები;
o გაითვალისწინეთ, რომ:
წინასწარ უნდა გქონდეთ თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;
ბავშვებისთვის უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო ხსნარები; ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილი უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებების (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) გამოყენება უნდა ხდებოდეს სათანადო ზედამხედველობის ქვეშ.
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით), უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;
სათამაშო სივრცეებში და ბავშვთა განთავსების ადგილებში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება იმგვარად, რომ მაგიდებს შორის, ასევე მაგიდასთან განთავსებულ პირთა შორის, ისევე როგორც დასაჯდომ ადგილებს შორის დაიცვათ უსაფრთხო მანძილი; სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
ნიღაბი;
სახის დამცავი ფარი;
ხელთათმანი;
ერთჯერადი ხალათი (დამლაგებლისთვის);
o განახორციელეთ მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.
განსაკუთრებულად მიადევნეთ თვალყური:
o ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელსახოცით;
o ბავშვებს დაეხმარეთ/ასწავლეთ/გამოუმუშავეთ ჩვევა, რომ დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარონ სახეზე სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ქცევების დემონსტრირებისთვის გამოიყენეთ სათამაშოები/თოჯინები;
o თუ რომელიმე ბავშვი თავს შეუძლოდ იგრძნობს (მაგ. ექნება მუცლის ტკივილი, დაუფიქსირდება ტემპერატურის მატება) დაუყოვნებლივ უზრუნველყავით მისი გადაყვანა საიზოლაციო ოთახში.
მოთხოვნები სამზარეულოსთვის:
o ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზება უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
o ბავშვებისთვის განკუთვნილი სურსათის მომზადებისას დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების დაცვა:
სისუფთავის დაცვა;
მზა და ნედლი პროდუქტების განცალკევება;
სურსათის სათანადო თერმული დამუშავება;
სურსათის შენახვა სათანადო ტემპერატურის პირობებში;
უვნებელი წყლისა და ნედლეულის გამოყენება.
o პერსონალის მიერ სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი;
o ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;
o სურსათთან შეხებაში მყოფი ყველა ზედაპირის/ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
o გაატარეთ სპეციალური ზომები იმისათვის, რომ კვების ბლოკის თანამშრომლებმა არ განახორციელონ სამუშაო აქტივობა ინფექციურ დაავადებაზე ეჭვის (მაღალი ტემპერატურა, სურდო, დიარეა) არსებობის ან ისეთი დაავადებით ინფიცირების შემთხვევაში, რომლის გავრცელება სურსათის მეშვეობით შესაძლებელია მოხდეს (მაგალითად, ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.);
ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნას შემდეგი პროცედურები:
o სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად:
ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
გაირეცხოს არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
გაივლოს არანაკლებ 650C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს;
სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით.
ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის (დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში);
სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.
დასუფთავება და დეზინფექცია:
o გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები,
დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);
o დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: კარის სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, და ა.შ.;
o დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ. არიან ეზოში) უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება;
o ბავშვების გაყვანის შემდგომ კარადები დატოვეთ ღია და ცარიელი, რათა მოხდეს მათი განიავება/დეზინფექცია;
o იმ ზედაპიებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გამოყენების
შედეგად, გამოიყენეთ არანაკლებ 70% კონცენტრაციის სპირტის ხსნარები;
o დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
o უზრუნველყავით სანიტარული წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;
o უზრუნველყავით სათამაშოების რეცხვა/დამუშავება შემდეგი წესით:
ახლად შეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ სათამაშოდ გადაეცემათ ბავშვებს, უნდა გაირეცხოს 15 წუთის განმავლობაში, 370C-ის ტემპერატურის წყლითა და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე;
სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%- იანი ხსნარით;
დაწესებულების ყველა სივრცეში უზრუნველყავით სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმი „ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით, „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საბავშო ბაღში“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №01-172/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინითა და ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:
სანიტარიულ კვანძში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღროს საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
კერამიკული ფილებით მოპირკეთებული კედლების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების წმენდა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;
საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს და გაშრეს;
დალაგების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ინდივიდუალური დამცავი საშუალებები: ხელთათმანები, სახის ფარი, წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას), ან ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;
დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;
დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებელია ხელების დაბანა;
სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი დაწესებულების ბენეფიციარებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.
თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:
o თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით;
o ნახმარი თეთრეულის შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში;
o კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება;
o თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა);
o უკიდურეს შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება თეთრეულის რეცხვა დაწესებულების ან სპეციალურ სამრეცხაოში (ხელშეკრულების საფუძველზე), შესაძლებელია თეთრეულის რეცხვა ინდივიდუალურად, სახლში, მშობლის მიერ;
o თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება მშობლის მიერ სახლში თეთრეულის რეცხვა, დაცული უნდა იქნეს რეცხვა/დეზინფექციის შემდეგი ეტაპები მოცემული თანმიმდევრობით:
თეთრეულის შეკრება ინდივიდუალურად, კონკრეტული ბავშვის თეთრეულის მოთავსება ერთ პოლიეთილენის პარკში, რომლის დალუქვაც შესაძლებელია;
დალუქული პარკის მშობლისთვის გადაცემა დაწესებულების შესასვლელთან სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლის მიერ (მშობელს თეთრეულის გადაცემისას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ თეთრეულის რეცხვა-დეზინფექცია მოახდინოს სხვა სარეცხისგან დამოუკიდებლად რეცხვის შესაბამისი პროგრამის გამოყენებით, არანაკლებ 600C ტემპერატურისა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაციით. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი);
თეთრეულის რეცხვა/დეზინფექცია და დაუთოვება მშობლის მიერ;
გარეცხილი და დაუთოვებული თეთრეულის შეფუთვა პოლიეთილენის ერთჯერად პარკში და დალუქვა;
სუფთა თეთრეულის გადაცემა დაწესებულების შესასვლელთან მშობლის მიერ სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლისთვის.
o თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, რეცხვა/დეზინფექციისთვის დაცული უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები მოცემული თანმიმდევრობით:
თეთრეულის შეკრება;
ტრანსპორტირება;
რეცხვა და დეზინფექცია;
დაუთოება;
შეფუთვა;
სუფთა თეთრეულის შენახვა;
სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა (თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად);
o დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით შეირჩეს რეცხვის შესაბამისი პროგრამა.
COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.
დასაქმებულთა/მესამე პირთა ვალდებულებები:
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით შესაბამისი რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვის
(არანაკლებ 2მ) შესახებ;
სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად, ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
თავი II
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების აღსაზრდელის/მასწავლებლის/აღმზრდელის/ძიძის/ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში გასატარებელი ღონისძიებები
დაწესებულების აღსაზრდელის/მასწავლებლის/აღმზრდელის/ძიძის/ადმინისტრაციისა და სხვა თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში გასატარებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ეფუძნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების (შემდგომში სკოლამდელი აღზრდის) ურთიერთანამშრომლობას საკუთარი ვალდებულებების ფარგლებში განსახორციელებული აქტივობების ზედმიწევნით შესრულების მიზნით.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურის ვალდებულებები:
იღებს ინფორმაციას შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციისგან COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევის (აღსაზრდელი/მასწავლებელი/ძიძა/აღმზრდელი და სხვა თანამშრომელი) შესახებ;
გასცემს სამოქმედო რეკომენდაციებს წინამდებარე დოკუმენტში გაწერილი განსხვავებული შემთხვევების დროს;
COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოკვლეული ინფორმაციის მიწოდებიდან 12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს კონტაქტირებულთა რისკების შეფასებას, განისაზღვრავს მათ თვითიზოლაციის/კარანტინის ვადებს და აღნიშნულის თაობაზე ახდენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექციის ინფორმირებას, ხოლო არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში უგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას წერილობითი სახით, ელ-ფოსტის საშუალებით.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ვალდებულებები:
დაწესებულების აღსაზრდელის/მასწავლებლის/აღმზრდელის/ძიძის/ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ადმინისტრაცია:
განსაზღვრავს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს აღსაზრდელებს/აღმზრდელებს/თანამშრომლებს შორის და უზრუნველყოფს, რომ დაწესებულებაში არ გამოცხადდნენ COVID-19-ით დაავადებულ პირთან/პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პერსონალი;
კონტაქტების მოსაძიებლად ხელმძღვანელობს „კონტაქტირებული პირის“ განმარტებით (იხ. ცხრილი N1);
დაწესებულების აღსაზრდელის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩათვლის:
ა) ძირითადად იმ თანაჯგუფელებს, რომლებიც 1 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ ინფიცირებულთან;
ბ) იმ აღმზრდელს/მასწავლებელს/ძიძას, რომელსაც არ ეკეთა სათანადოდ მორგებული პირბადე და/ან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით, დღის განმავლობაში 15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდა ინფიცირებულთან კონტაქტში;
აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულად ჩათვლის იმ აღსაზრდელ(ებ)ს, რომლებსაც გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ; უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ) ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, პირბადის გარეშე ან არასწორად მორგებული პირბადით.
აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის/ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულად ჩათვლის სხვა თანამშრომლებს, რომლებთანაც ინფიცირებულს დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი;
COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას აწვდის მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს;
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან, კონტაქტირებულთა თვითიზოლაციის/კარანტინის ვადების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან /საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოსთან თანამშრომლობით იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით.
ცხრილი N1. კონტაქტების კლასიფიკაცია ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე
| მაღალი რისკის კონტაქტი (ახლო ექსპოზიცია) | დაბალი რისკის კონტაქტი |
პირი, რომელსაც:
|
პირი, რომელსაც:
|
მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს;
მაღალი რისკის სრულად ვაქცინირებული კონტაქტები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას/კარანტინს იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი იქნება ექსპოზიციიდან (ინფიცირებულთან კონტაქტიდან) მე-3 და მე-5 დღეს COVID-19-ის სწრაფი ტესტის ჩატარება, დაავადების სიმპტომებისა და პირბადის სათანადოდ გამოყენების მონიტორინგი.
დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე);
არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ხელახალი ჩართვის/დაწესებულებაში დაბრუნების პროცედურები:
დაავადების გადატანის შემდეგ დაწესებულების აღსაზრდელი/მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ სხვა თანამშრომელი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანმრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა დაწესებულების ან სხვა პირის (მაგ. მშობლის) მიერ დაუშვებელია;
აღსაზრდელის/აღმზრდელის/ძიძის/სხვა თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის აღსაზრდელი/აღმზრდელი/ძიძა/სხვა თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე ჯგუფის სხვა აღსაზრდელებზე ან თანამშრომლებზე;
აღმზრდელის/ძიძის/სხვა თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევაში, მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილზე წარსადგენად დროებითი შრომისუუნარობის ტოლფასი ცნობა გაიცემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ეპიდემიოლოგის მიერ დადასტურების შემდეგ;
ინფიცირებულთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლის თვითიზოლაციის/კარანტინის დამადასტურებელ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის თანამშრომელი, დადგენილი წესით უგზავნის სამინისტროს;
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი (აღმზრდელი/ძიძა/თანამშრომელი), რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილი აქვს თვითიზოლაციის/კარანტინის რეჟიმი, აგზავნის შეტყობინებას მისამართზე ‒ info@moh.gov.ge, სამინისტროს „კონტაქტის“ ინტერნეტ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად და „ტექსტის“ ველში უთითებს იზოლაციის დამადასტურებელი ცნობის მიღების საშუალებას (ელ-ფოსტა, საქართველოს ფოსტა, ხელზე გატანა);
თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი პირი ზემოაღნიშნულ მისამართზე (info@moh.gov.ge) აგზავნის ასევე სათანადოდ შევსებულ „განაცხადის ფორმას“, რომელსაც მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებს სამინისტროდან.
შენიშვნა: ამ დანართის პირველი თავით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური.

danarti-37.docx ⬇
დანართი №37
სსიპ ‒ შრომის ინსპექციის სამსახური
ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
თავი I
ზოგადი რეკომენდაციები სწავლის დაწყებისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის:
შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
დაწესებულების შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, სკოლის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
მოსწავლეთა/პერსონალის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის მიზნით, ექიმის/ექთნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყავით სამედიცინო პუნქტის/კაბინეტის ფუნქციონირება დანართი №37.3-ის შესაბამისად;
საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი ‒ რომელთა ზედაპირი ექვემდებარება დეზინფექციას);
ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
ყოველი გამოყენების შემთხვევაში საიზოლაციო ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით.
ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები განათავსეთ დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.), თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი (სასურველია დერეფნის შესასვლელებში). გაითვალისწინეთ, რომ სანიტაიზერის დამაგრება არ არის საჭირო სანიტარიულ კვანძთან/საპირფარეშოსთან, რადგან ამ შემთხვევაში (თუ უზრუნველყოფილია ხელის ჰიგიენის გამართული სისტემა) ხელების დაბანა წყლითა და საპნით უპირატესია;
უზრუნველყავით ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა პირბადით, დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ;
უზრუნველყავით მოსწავლეების (გარდა იმ მოსწავლისა, რომელსაც აქვს პირბადის ტარებისგან გასათავისუფლებად სათანადო სამედიცინო ჩვენება) შენობაში დაშვება პირბადით.
თუ მოსწავლე არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მაგრამ სათანადო სამედიცინო ჩვენებით არ თავისუფლდება პირბადის ტარებისგან, მშობლის მიმართვის შემთხვევაში, მოსწავლის პირბადის ტარებისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი (შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით) ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
უზრუნველყავით მასწავლებელი/თანამშრომლები/მოსწავლეები/სხვა პირები ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით ‒ ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (სასურველია ერთჯერადი ხელსახოცები). არ არის რეკომენდირებული ხელის ე.წ. ელექტროსაშრობების გამოყენება. ყველა შესაბამის სივრცეში გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესების ამსახველი თვალსაჩინოებები;
უზრუნველყავით დაწესებულებაში პირბადეების რეზერვის არსებობა;
სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით (დახურული კონტეინერებით, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების სანიტარიული დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ;
უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება (არაუმეტეს 3-საათიანი ინტერვალებით);
სკოლას, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ცვლა, მომდევნო ცვლის დაწყებამდე უნდა გამოიყენოს არანაკლებ ნახევარსაათიანი შესვენება სასწავლო ოთახების და სკოლების საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავებისა და განიავებისთვის;
ყოველი სასწავლო დღის შემდგომ უზრუნველყავით საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში ‒ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის -„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ შესაბამისად დანართი №37.2-ით განსაზღვრული სარეკომენდაციო აღჭურვილობის გამოყენებით;
დაწესებულება ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე გასაწევი ეკონომიკური საქმიანობის (კვებით მომსახურება, არაფორმალური საგანმანათლებლო მომსახურება და სხვა) განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების მოთხოვნათა უზრუნველყოფა;
სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება/გაცემაზე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი;
სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება უზრუნველყავით სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ბუნებრივი ვენტილაციით. ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
სადეზინფექციო საშუალებების მარაგები უნდა იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ შესაბამისი პირისთვის.
სკოლის სივრცეში გადაადგილება:
სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია) გამოიყენეთ თერმოსკრინინგის ჩასატარებლად;
სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, მოსწავლეების (გარდა დაშვებული გამონაკლისებისა), თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ‒ დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები;
პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1-მეტრიან დისტანციას;
თერმოსკრინინგისას ცხელების ‒ 370С ან 370С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში;
ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;
სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С-ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს/112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად;
მოსწავლე განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლე დროულად გაიყვანოს სკოლიდან;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში (დანართი №37.1).
დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლების და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, უნდა მოხდეს თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და იზოლაციის ღონისძიებების გატარების მიზნით და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
სკოლაში მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება უზრუნველყავით II თავის შესაბამისად.
შენიშვნა: პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდება ის მოსწავლე, რომელსაც აქვს პირბადის ტარებისგან გასათავისუფლებად სათანადო სამედიცინო ჩვენება. ასევე, ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გათავისუფლებულია პირბადის ტარების ვალდებულებისგან.
სასწავლო პროცესის ორგანიზება:
წინასწარ განსაზღვრეთ მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და ცვლაში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოთ არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
უზრუნველყავით მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სამუშაო და მოსწავლეთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობა წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში);
საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი (საჭიროებისამებრ). ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება (განიავება, დასუფთავება სველი წესით ‒ ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (0,1%-იანი ხსნარით) დამუშავება) არანაკლებ ნახევარი საათისა;
მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი ‒ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ‒ ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება;
დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას;
მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყავით ვიზიტების ზუსტი აღრიცხვა: ვიზიტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი), ვიზიტის დანიშნულების, შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირებით;
მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს უპირატესობა მიანიჭეთ დისტანციურ შეხვედრებს.
სავალდებულო დისტანცია მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესის დროს დახურულ და ღია სივრცეებში:
საკლასო ოთახში, მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:
მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;
მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა.
საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადის გამოყენება.
სკოლის საერთო სივრცეებში გადაადგილების წესი:
სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში;
გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის დაგეგმეთ განსხვავებულ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლის შენობის დაგეგმარება იძლევა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობას;
შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს;
შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით;
შეზღუდეთ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში;
ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, დაცული უნდა იყოს 30 წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება;
გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა;
ფიზიკური აქტივობის/სპორტის გაკვეთილების ჩატარებისას იხელმძღვანელეთ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №13 დანართით ‒ „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის“;
დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყავით ნაკადის (რიგები სასადილოში, შესასვლელში, სველ წერტილებთან, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, რესურს ოთახში, მანდატურის ოთახში, ექიმის კაბინეტში და სხვ.) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 1 მ);
იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე (დისტანციური სწავლების წესი მტკიცდება ცალკე); ასეთი შემთხვევისთვის, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს შერეულ მოდელზე გადასვლის გეგმა ‒ გრაფიკი და შეუთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს;
სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრავალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ;
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ უნდა უზრუნველყონ მათი სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია.
რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებთან დაკავშირებით:
განხორციელდეს ყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლესა და მასთან მომუშავე სპეციალისტს/სპეციალისტებს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);
რესურს ოთახში, ინტეგრირებულ კლასსა და ასევე, საჭიროების შესაბამისად, საკლასო ოთახში, უზრუნველყოფილ იქნეს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
სსსმ მოსწავლესთან მუშაობის დროს სპეციალისტმა უნდა გამოიყენოს პირბადე, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას კი გამოიყენოს ერთჯერადი ხელთათმანი;
სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტმა უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები სამუშაო ადგილზე, ასევე, დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვაში;
სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.
რეკომენდაციები კვების პროცესისადმი:
სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია, თუ მისი ფუნქციონირება ნებადართულია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად და ის აკმაყოფილებს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნებს;
არ დაუშვათ ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში;
საკვების მიღების წინ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული);
უზრუნველყავით ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი;
ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.
რეკომენდაციები მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის:
უზრუნველყავით სკოლის სატრანსპორტო საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ექსპლუატაცია „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №20 დანართით ‒ „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო (ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტისთვის“ გათვალისწინებული რეკომენდაციების შესაბამისად;
მოსწავლეებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს ტრანსპორტში ასვლამდე;
ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.) სავალდებულოა პირბადის გამოყენება.
სასწავლო დაწესებულების ბიბლიოთეკა:
სკოლის ბიბლიოთეკის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების შესაბამისად.
სკოლა-პანსიონების ფუნქციონირების რეკომენდაციები (24-საათიანი მომსახურება):
სკოლა-პანსიონში კვების ორგანიზება უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნების შესაბამისად;
საცხოვრისის ფუნქციონირება ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №16 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის“ შესაბამისად.
დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:
უზრუნველყავით სანიტარიულ კვანძში სისუფთავის დაცვა. ამისთვის წინასწარ განსაზღვრეთ საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები (https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=f70ca25e-e850-4deb-9d7d-8b058b934d2d);
სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ;
საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ;
უზრუნველყავით დამლაგებლის აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
ხელთათმანები;
ნიღაბი;
სახის ფარი;
წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ დაექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას)/ ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი.
დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;
დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებელად დაიბანეთ ხელები;
სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები შეინახეთ სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი პირებისთვის;
უზრუნველყავით დასუფთავებისთვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებებისთვის განკუთვნილი საცავის ვენტილაციის შესაძლებლობა.
სკოლის სამედიცინო პერსონალის მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში:
სკოლის დღის რეჟიმის შედგენა;
ზედამხედველობა მოსწავლეთა კვების ბლოკის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაზე;
მუშაობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის;
ზედამხედველობა სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და სასწავლო დაწესებულებაში დასუფთავებასა და ჰიგიენური რეჟიმის უზრუნველყოფაზე;
მონაწილეობა ჰიგიენური განათლების პროგრამებში, ჰიგიენური უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშემწყობ აქტივობებში;
მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს სკოლის შენობაში პირბადის გამოყენების, ხელის ჰიგიენისა და დისტანციის დაცვის უპირობოდ შესრულების მიზნით;
დაუყოვნებლივ გაატაროს გადამჭრელი ღონისძიებები სკოლის შენობაში პირბადის გამოყენების, ხელის ჰიგიენისა და დისტანციის დაცვის დარღვევის გამოვლენისას (მაგ.: ჩააყენოს ადმინისტრაცია საქმის კურსში, მისცეს შენიშვნა და ა.შ.).
მოსწავლეების ვალდებულებები:
დაიცავით ჰიგიენის წესები;
დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
პირბადე მოირგეთ სახეზე ისე, რომ იგი სრულყოფილად ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
მოსწავლე უზრუნველყავით პირბადით;
სკოლაში ყოფნის პერიოდში ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;
სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
სახლის პირობებში ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
თანამშრომლობის რგოლი: მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი:
უზრუნველყავით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ხელის ჰიგიენის, პირბადის უსაფრთხოდ გამოყენების (სწორად მორგება/მოხსნა/გამოცვლა) საკითხებზე. იქონიეთ უწყვეტი საინფორმაციო კომუნიკაცია ხელის ჰიგიენის მნიშვნელობის შეხსენების შესახებ COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
მიაწოდეთ ინფორმაცია მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს SARS-COV-2 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის, პირბადის ტარების, ხველის ეტიკეტისა და სხვა შემახსენებლები);
შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან წარმართეთ მაქსიმალურად დისტანციური სერვისების გამოყენებით.
სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა:
თითოეულ მოსწავლეს მიეცით საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია;
უზრუნველყავით დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან;
წყლის ბოთლი გარეცხეთ დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ.
წყლის რაოდენობა:
უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობა სასმელად, პირადი ჰიგიენისათვის, საკვების მოსამზადებლად, დასუფთავებისა და რეცხვისათვის.
წყლის საჭიროებათა საბაზისო რაოდენობებია:
| სასმელი ხარისხის წყალი | |
|---|---|
| სკოლა | 5 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით (ყველა ბავშვი და დაწესებულების სრული პერსონალი) |
| სკოლა-პანსიონი (24-საათიანი) | 20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით (ყველა ბავშვი და დაწესებულების პერსონალი მუდმივ შტატზე) |
| სამეურნეო დანიშნულების წყალი | |
| ტუალეტებისათვის, რომელიც მიერთებულია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემასთან ან წყლის ავზთან | 10-20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით |
| ტუალეტებისათვის, რომელიც არაავტომატურად ირეცხება თავად მომხმარებლის მიერ | 1.5-3 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით |
წყლის ხელმისაწვდომობა და წყალმოხმარების ტექნიკური საშუალებები:
სკოლაში უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლის წერტილებისა და წყალმოხმარების სხვა საშუალებების შესაძლებლობა, რათა ხელმისაწვდომი იყოს სასმელი წყალი, პერსონალური ჰიგიენა, საკვების მომზადება, დასუფთავება და რეცხვა.
ინდიკატორები:
სათანადოდ აღჭურვილი წყალმოხმარების წერტილები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები ‒ ხელმისაწვდომი სასწავლო დაწესებულების ყველა კრიტიკულ წერტილში, კონკრეტულად კი სველ წერტილებში და სამზარეულოში;
სათანადოდ აღჭურვილი სასმელი წყლის წერტილები ‒ ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და პერსონალისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
რესურსსკოლებში (24-საათიანი მომსახურების მქონე სკოლებში) არსებულ სამრეცხაოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმისაწვდომი ‒ ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება, ასევე ქლორშემცველი სადეზინფექციო ხსნარი.
დანართი №37.1
მოსწავლეთა თერმოსკრინინგის აღრიცხვის ბარათი
| კლასი მოსწავლის გვარი და სახელი | თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| T | T | T | T | T | T | ||||||||||||||||
დანართი №37.2
დასალაგებელი ინვენტარისა და საშუალებების სტანდარტული ჩამონათვალი:
ინვენტარის გადასაადგილებელი საშუალება;
იატაკის საწმენდი ჯოხი ‒ სველი დამუშავებისათვის;
ორ განყოფილებიანი სათლი: სუფთა წყალი/სარეცხი საშუალებიანი სითხე;
აქანდაზი და ცოცხი;
ხელთათმანი და სათადარიგო ხელთათმანი;
მუშამბის წინსაფარი სანიტარიულ კვანძში ოპერირებისათვის;
ტილოები მ.შ. იატაკის, შუშისათვის და ავეჯისთვის;
საწმენდი ღრუბელი, ჯაგრისი, სახეხი (რბილი მეტალის სპირალი);
ჰაერის დეზოდორი;
ხის ავეჯის დასამუშავებელი (საჭიროების შემთხვევაში);
ტყავის ზედაპირების დასამუშავებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
სარეცხი ფხვნილი (გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ტილოების გასარეცხად);
ზედაპირების სახეხი ფხვნილი ან კრემი;
სითხე იატაკის წმენდისა და გაპრიალებისათვის, მოპირკეთების ტიპის (ხე, მეტლახი, ლინოლეუმი და სხვ.);
უნიტაზის დასამუშავებელი სითხე;
შუშის საწმენდი;
ნიკელის, თითბრის და ლითონის სხვა ზედაპირების დასამუშავებელი საშუალება;
ტრაპების და კოლექტორების დასამუშავებელი საშუალება;
დიდი და პატარა ნაგვის პარკები;
სადეზინფექციო ხსნარი, დასალაგებელი ინვენტარის დასამუშავებლად, დასუფთავების პროცესის დამთავრების შემდეგ.
დანართი №37.3
პირველადი სამედიცინო დახმარება და სამედიცინო კაბინეტის მოწყობის წესი
სკოლის სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობა და მედიკამენტები. გადაუდებელი შემთხვევის დროს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის გამოძახებისა და მშობლების ინფორმირების უზრუნველყოფა სკოლის დირექციის მოვალეობაა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე სკოლის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ექიმამდელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.
კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველი დახმარების ინსტრუქცია/პროტოკოლი.
სკოლაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ფარმაცევტული საშუალებები და სამედიცინო დანიშნულების საგნები
სკოლის სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობაში უნდა შედიოდეს:
მაგიდა;
ტახტი;
სააფთიაქო კარადა;
სამედიცინო სასწორი;
სიმაღლის საზომი;
ხელის დინამომეტრი;
თერმომეტრი;
ტონომეტრი;
ფონენდოსკოპი;
გამადიდებელი ლუპა;
რეზინის ლახტი;
რეზინის სათბური;
ბუშტი ყინულისათვის;
სამედიცინო მაკრატელი;
პინცეტი;
ნიღაბი ,,პირით-პირში” სუნთქვისთვის;
საკაცე;
მაცივარი.
მედიკამენტები:
არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის ტაბლეტები, სიროფი);
ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. კეტოროლაკი);
ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ., ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის ამპულები და ტაბლეტები, ლორატადინის, დესლორატადინის ტაბლეტები);
ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. დიკლოფენაკი);
ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი (დომპერიდონი და სხვ. წვეთების ან სიროფის სახით);
ანტიბრონქოსპაზმული საშუალებები (სალბუტამოლის ტაბლეტები, სიროფი, საინგალაციო პრეპარატები-ალბუტეროლი და სხვ.);
სპაზმოლიზური საშუალებები (მაგ.: ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი, დროტავერინი);
რეჰიდრატაციული საშუალება, პერორალური ელექტროლიტების წყალში გასახსნელი პაკეტები;
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ., ომეპრაზოლი);
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ., დიოსმექტიტი);
ანტაციდები (მაგ., ალუმინიუმის ფოსფატი);
კორტიკოსტეროიდული საშუალება (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი ამპულებში);
მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., ამბროქსოლის სიროფი და ტაბლეტები);
ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფარინგიტის და ტონზილიტის დროს;
ვალიდოლი (აბები), ვალერიანი (წვეთები);
თვალის წვეთები (მაგ., სულფაცეტამიდუმის 20% და 30%-იანი ხსნარი);
ცხვირის წვეთები, ნაზალური სპრეი;
ყურის წვეთები (მაგ.: ლიდოკაინისა და ფენაზონის ნარევი, ქოლინსალიცილატი და სხვა).
ანტისეპტიკური და შესახვევი საშუალებები:
თვალის ამოსარეცხი ხსნარი;
სამედიცინო სპირტი (96%-იანი);
წყალბადის ზეჟანგი (3% ხსნარი);
ბრილიანტის მწვანე (1%-იანი ან 2%-იანი სპირტხსნარი);
იოდი (5%-იანი სპირტხსნარი);
ბეტადინის ხსნარი ჭრილობის დასამუშავებლად;
სხვადასხვა ზომის სტერილური საფენები;
ბაქტერიოციდული პლასტირები ჭრილობებისთვის;
ჰიგროსკოპული ბამბა;
ბინტები/სამედიცინო გადასახვევი მასალა;
ერთჯერადი საინექციო შპრიცები;
ერთჯერადი შპადელები;
ერთჯერადი ხელთათმანები (არასტერილური).
იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს საშუალო სამედიცინო პერსონალი (ექთანი), ზემოაღნიშნული ნუსხიდან, მიზანშეწონილია, ამოღებულ იქნეს დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის, სუპრასტინის ამპულები, სალბუტამოლი და დოპროკინი.
შენიშვნა: წარმოდგენილი ნუსხა არის სარეკომენდაციო და დაწესებულების საჭიროებიდან/სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეივსოს ექიმ-სპეციალისტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
თავი II
მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში სკოლაში გასატარებელი ღონისძიებები
სკოლის მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში გასატარებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ეფუძნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ურთიერთანამშრომლობას საკუთარი ვალდებულებების ფარგლებში განსახორციელებული აქტივობების ზედმიწევნით შესრულების მიზნით.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურის ვალდებულებები:
აწვდის ინფორმაციას შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევის (მოსწავლე/მასწავლებელი/სკოლის თანამშრომელი) შესახებ;
გასცემს სამოქმედო რეკომენდაციებს წინამდებარე დოკუმენტში გაწერილი განსხვავებული შემთხვევების დროს;
COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოკვლეული ინფორმაციის მიწოდებიდან 12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს კონტაქტირებულთა რისკების შეფასებას, განუსაზღვრავს მათ თვითიზოლაციის/კარანტინის ვადებს და აღნიშნულის თაობაზე ახდენს სკოლის დირექციის ინფორმირებას, ხოლო არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში უგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას წერილობითი სახით, ელ-ფოსტის საშუალებით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები:
სკოლის მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, საზოგადიებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან იდენტიფიცირებულ შემთხვევაზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლის ადმინისტრაცია:
განსაზღვრავს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს მოსწავლეებს/მასწავლებლებს/თანამშრომლებს შორის და უზრუნველყოფს, რომ სამსახურში არ გამოცხადდნენ:
ა) COVID-19-ით დაავადებულ პირთან/პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პერსონალი;
ბ) კონტაქტების მოსაძიებლად ხელმძღვანელობს „კონტაქტირებული პირის“ განმარტებით (იხ. ცხრილი N1);
გ) მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩათვლის ძირითადად თანაკლასელებს, ცალკეულ შემთხვევებში, სკოლის თანამშრომლებს, თუ:
გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ; უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ):
ა) თანაკლასელებს - თუ დაავადებულს ან დაავადებულის თანაკლასელებს არ ეკეთათ პირბადე გაკვეთილების მსვლელობისას და შესვენებისას;
ბ) მასწავლებელს/ლებს - თუ კლასში არ ეკეთა პირბადე ან არ იცავდა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციას დაავადებული მოსწავლის მიმართ 15 წუთი და მეტი დროის განმავლობაში და რომელიმეს (მასწავლებელს ან დაავადებულ მოსწავლეს) არ ეკეთა ნიღაბი;
მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ დაავადებულს გაკვეთილის მსვლელობისას და შესვენებებზე სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან, კონტაქტირებულთა თვითიზოლაციის/კარანტინის ვადების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რესურს-ცენტრთან თანამშრომლობით იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით;
მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ:
გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ; უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ) გაკვეთილების ჩატარებისას, კონკრეტული კლასის მოსწავლეები კონტაქტირებულად ჩაითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მასწავლებელი მოძრაობდა კლასში და არ იცავდა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციას თითოეული მოსწავლის მიმართ;
ბ) მასწავლებელს არასწორად ეკეთა ან საერთოდ არ ეკეთა პირბადე.
მოსწავლეთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;
კონტაქტირებულად ჩაითვლებიან მასწავლებლები/თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი;
სკოლის სხვა თანამშრომლების (მანდატური, დარაჯი, ექიმი, დამლაგებელი და სხვ.) დაინფიცირების შემთხვევაშიც, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები უზრუნველყოფენ მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების იდენტიფიცირებას და მათი თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას.
ცხრილი N1. კონტაქტების კლასიფიკაცია ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე
| მაღალი რისკის კონტაქტი (ახლო ექსპოზიცია) | დაბალი რისკის კონტაქტი |
პირი, რომელსაც:
|
პირი, რომელსაც:
|
მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს;
დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე);
არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.
სასწავლო პროცესში ხელახალი ჩართვის /სკოლაში დაბრუნების პროცედურები:
დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანმრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების ან სხვა პირის მიერ დაუშვებელია;
მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;
სკოლის მასწავლებლების/თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევაში, მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი მასწავლებლისთვის/ თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილზე წარსადგენად დროებითი შრომისუუნარობის ტოლფასი ცნობა გაიცემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ეპიდემიოლოგის მიერ დადასტურების შემდეგ;
ინფიცირებულთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი მასწავლებლის/თანამშრომლის თვითიზოლაციის/კარანტინის დამადასტურებელ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის თანამშრომელი, დადგენილი წესით უგზავნის სამინისტროს;
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი (მასწავლებელი/თანამშრომელი), რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილი აქვს თვითიზოლაციის/კარანტინის რეჟიმი, აგზავნის შეტყობინებას მისამართზე ‒ info@moh.gov.ge, სამინისტროს „კონტაქტის“ ინტერნეტ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად და „ტექსტის“ ველში უთითებს იზოლაციის დამადასტურებელი ცნობის მიღების საშუალებას (ელ-ფოსტა, საქართველოს ფოსტა, ხელზე გატანა);
თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი პირი ზემოაღნიშნულ მისამართზე (info@moh.gov.ge) აგზავნის ასევე სათანადოდ შევსებულ „განაცხადის ფორმას“, რომელსაც მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებს სამინისტროდან.
შენიშვნა: ამ დანართის პირველი თავით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური.