“ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში” დამატების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.005.066
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (სემეკ) დადგენილება №13
2001 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
სემეკ-ის 1999 წლის 8 სექტმებრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში“ დამატების შეტანის შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 43-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:
1. სემეკ-ის 1999 წლის 8 სექტემბრის № 6 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიას“ დაემატოს VI თავი და შემდეგი შინაარსის 25-ე მუხლი:
„თავი VI. გარდამავალი დებულებები
მუხლი 25.
ტრანსპორტირების ტარიფის დროებითი დიფერენცირება
1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ტრანსპორტირების ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, დროებითი ღონისძიებების სახით დასაშვებია ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ინდივიდუალური ტარიფის დადგენა 2001-2002 და 2002-2003 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესითა და ვადით ინდივიდუალური ტარიფის დადგენა დასაშვებია ყაზბეგისა და დუშეთის რაიონებისათვის, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ამოღების დონის გათვალისწინებით.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში” დამატების შეტანის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.11.2001.
- როდის იქნა მიღებული “ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში” დამატების შეტანის შესახებ”?
- “ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში” დამატების შეტანის შესახებ” მიღებულია 29.11.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 300.320.000.14.011.005.066.
- სად არის “ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში” დამატების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება “ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში” დამატების შეტანის შესახებ”, №13, 29.11.2001, სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.005.066 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53068/