,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 26.02.2009
ძალის დაკარგვა 20.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 27/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | ოჯახის/ზოგადი პროფილის ექიმის მომსახურება |
| 2 | ე.კ.გ ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში |
| 3 | სისხლის საერთო ანალიზი ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში |
| 4 | შარდის საერთო ანალიზი ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში |
| 5 | გლუკოზის განსაზღვრა პერიფერიულ სისხლში ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში |
| 6 | კრეატინინის განსაზღვრა სისხლში ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში. |
| № | სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №33
2009 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის თანდართული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა (დანართი №1).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს მოსახლეობისა და სადაზღვევო კომპანიების ინფორმირება ამ დადგენილებით განსაზღვრული მიზნობრივი პროგრამის თაობაზე.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვე-პუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალლური დაცვის სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში მოსახლეობისა და სადაზღვევო კომპანიების ინფორმირებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
4. ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის ნებაყოფლობით დაზღვევაში მოსახლეობის ინტეგრაციით, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის თანამონაწილეობაზეა დაფუძნებული, გაზარდოს საქართველოს მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა.
მუხლი 2🔗. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებია:
ა) სახელმწიფოსა და მოქალაქის თანამონაწილეობით დაუზღვეველი მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევის შეძენის სტიმულირება;
ბ) საქართველოს მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
მუხლი 3🔗. პროგრამის მონაწილეები
1. პროგრამის მონაწილეები არიან:
ა) პროგრამის მოსარგებლეები;
ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო);
გ) სადაზღვევო კომპანიები (შემდგომში – მზღვეველი);
დ) დამზღვევი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მინისტრი (შემდ-გომში – სამინისტრო).
2. ამ პროგრამის მოსარგებლეები (შემდგომში – მოსარგებლე) არიან 3-დან 60 წლამდე საქართველოს მოქალაქეები და რეზიდენტები, გარდა სახელმწიფო ან/და ავტონომიური ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით უკვე დაზღვეული მოქალაქეებისა, კერძოდ:
ა) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაზღვეული კონტინგენტი;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზღვეული კონტინგენტი;
დ) თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზღვეული კონტინგენტი;
ე) ქალაქ თბილისის მერიისა და სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაზღვეული კონტინგენტი.
3. პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უფლებების განხორციელებას და სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებას.
4. ამ პროგრამის ფარგლებში მზღვეველები არიან საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციები, რომლებიც 2009 წლის 28 თებერვლამდე სააგენტოს წერილობით დაუდასტურებენ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
5. ამ პროგრამის ფარგლებში დამზღვევი არის მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას ერთჯერადად იხდის „ბაზისური“ სადაზღვევო მომსახურების წლიური პრემიის იმ ნაწილს, რომელიც განსაზღვრულია ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით.
6. ამ პროგრამის მოსარგებლე ვერ იქნება ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სამედიცინო დაზღვევა 180 ლარზე მეტი წლიური პრემიით.
მუხლი 4🔗. „ბაზისური“ სადაზღვევო პოლისი
1. „ბაზისური“ სადაზღვევო პოლისით განისაზღვრება ამ პროგრამის ფარგლებში გასაფორმებელი სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური მომსახურების პაკეტი. „ბაზისური“ სადაზღვევო პოლისის პირობები ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც დაფარავს მზღვეველი.
2. პირველადი ჯანდაცვის ხარჯების ანაზღაურება მოიცავს ოჯახის/ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაციას და მისი დანიშნულებით №2 დანართში მითითებულ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს არა უმეტეს ამავე დანართით განსაზღვრული მოცულობისა სადაზღვევო პერიოდის მანძილზე.
3. ამ პროგრამის მიზნებისათვის გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული იმ სამედიცინო ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის გადავადების პირობებში გარდაუვალია დაზღვეულის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომლებიც დაზღვეულს გაეწევა სამედიცინო დაწესებულებაში ისე, რომ პაციენტი არ საჭიროებს სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნებას 24 საათზე მეტი ხნით. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება მზღვეველის მიერ 100 პროცენტით, წლიური სადაზღვევო ლიმიტის 300 ლარის ფარგლებში. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების სადაზღვევო შემთხვევად ჩაითვლება:
ა) ტრავმები: ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და გაკერვა; მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა და იმობილიზაცია; ანტირაბიული (მხოლოდ სამედიცინო მომსახურება) და ანტიტეტანური ვაქცინაცია (ვაქცინა და სამედიცინო მომსახურება);
ბ) მოწამვლა: კუჭის ამორეცხვა, ინფუზიური თერაპია;
გ) ჰიპერტონული კრიზი: კარდიოლოგის ან თერაპევტის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა (ე.კ.გ.), არტერიული წნევის სტაბილიზაცია;
დ) ჰიპერთერმია: თერაპევტის კონსულტაცია, ანტიპირეტული მკურნალობა;
ე) თერმული დაზიანება – მოყინვა ან დამწვრობა: დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა;
ვ) სისხლდენა: ტამპონადა, კოაგულანტები;
ზ) თირკმლის, აბდომინალური და ნაღვლკენჭოვანი კოლიკა: ექიმის კონსულტაცია, ანალგეზიური და სპაზმოლიტიკური საშუალებები;
თ) ბრონქული და კარდიალური ასთმის შეტევა: მედიკამენტოზური თერაპია, შეტევის კუპირება;
ი) ალერგიული რეაქცია: ანტიალერგიული მკურნალობა;
კ) ტკივილის სინდრომი: ტკივილის კუპირება, ბლოკადა.
4. ამ პროგრამის მიზნებისათვის ურგენტული/გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ითვალისწინებს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული სამედიცინო ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის გადავადების პირობებში გარდაუვალია დაზღვეულის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომლის დროსაც დაზღვეულის სტაციონარში განთავსება აუცილებელია 24 საათზე მეტი ხნით. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება მზღვეველის მიერ მხოლოდ 50 პროცენტით და წლიური სადაზღვევო ლიმიტის – 1000 ლარის ფარგლებში და ურგენტული/გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების სადაზღვევო შემთხვევად ჩაითვლება კრიტიკული მდგომარეობები, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა და №3 დანართით განსაზღვრული გარემოებებით/მიზეზებით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
5. ამ პროგრამის მიზნებისათვის უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სტაციონარული მომსახურება ითვალისწინებს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მომხდარი უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ სამედიცინო ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის გადავადების პირობებში გარდაუვალია დაზღვეულის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომლის დროსაც დაზღვეულის სტაციონარში განთავსება აუცილებელია 24 საათზე მეტი ხნით. უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სტაციონარული მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება მზღვეველის მიერ 100 პროცენტით, წლიური სადაზღვევო ლიმიტის – 5000 ლარის ფარგლებში და უბედური შემთხვევა სადაზღვევო შემთხვევად ჩაითვლება, თუ დაზღვეულის სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეულ იქნა გარეშე ძალის (მექანიკური, თერმული, ქიმიური, ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად.
6. „ბაზისური“ სადაზღვევო პოლისის პირობები არ ითვალისწინებს იმ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომლის საჭიროებაც დადგა:
ა) დაზღვეულის კანონსაწინააღმდეგო ქმედობის, თვითდაშავების, ფსიქოტროპული ან/და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად;
ბ) ომით, სამოქალაქო არეულობებში მონაწილეობის შედეგად;
გ) გარემოს დაბინძურებით ან/და ეპიდემიის აფეთქებით;
დ) დაზიანებები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია პროფესიულ სპორტთან ან სპორტის შემდეგ სარისკო სახეობებთან, როგორიცაა: კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, მთის ტურიზმი, სპელეოლოგია; სპორტის საჰაერო სახეობები – პარაშუტიზმი, დელტაპლანერიზმი, ჰაერნაოსნობა; ძიუდო ან ნებისმიერი სახის სამხედრო საბრძოლო ხელოვნება; სარისკო წყლის სპორტის სახეობები – რაფტინგი, წყალში ხტომა ან წყალქვეშა ცურვა სასუნთქი აპარატების გამოყენებით; თხილამურებით ხტომა, სამთო-სათხილამურო სპორტი; რაგბი; ძალოსნობა; ცხენოსნობა, ცხენებით ნადირობა, პოლო, დოღი; რბოლა (სიჩქარეზე) ძრავიანი ნავებით, ავტომანქანებით ან სხვა ძრავიანი საშუალებებით, ასევე მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში ან წარმოდგენებში;
ე) გეგმურად ჩატარებული სტაციონარული მომსახურების შედეგად;
ვ) სამედიცინო საჭიროების/ჩვენების გარეშე ან სამედიცინო დოკუმენტაციაში დაუსაბუთებელი ჰოსპიტალური ან/და ამბულატორიული მკურნალობის შედეგად.
7. „ბაზისური“ სადაზღვევო პოლისის პირობები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
მუხლი 5🔗. „ბაზისური“ სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მომსახურებების მიღებისა და მიწოდების წესი
1. დაზღვეულთა „ბაზისური“ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებების თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
2. სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული და ანაზღაურებადი მოცულობით სამედიცინო მომსახურება დაზღვეულს მიეწოდება მხოლოდ სამედიცინო საჭიროების (დოკუმენტურად დასაბუთებული სამედიცინო ჩვენების) შესაბამისად.
3. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიძლება შეიცავდეს ისეთ პირობებს, რომელიც დაზღვეულისათვის შექმნის ბარიერებს დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად.
4. „ბაზისური“ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული პირველადი ჯანდაცვითი მომსახურება დაზღვეულს მიეწოდება მხოლოდ მზღვეველის მიერ შერჩეულ და კონტრაქტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც შერჩეული იქნება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით.
5. „ბაზისური“ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული ან სტაციონარული და უბედური შემთხვევით გამოწვეული ჯანმრთელობის მომსახურების საჭიროებისას არ უნდა არსებობდეს ბარიერი და შეზღუდვა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის არჩევაში. აღნიშნული მომსახურებების მიღებისას დაზღვეული ან დაინტერესებული პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ 24 საათის განმავლობაში შეატყობინოს მზღვეველს, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი აწარმოებს ანგარიშსწორებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან ან დამზღვევთან. გამონაკლის შემთხვევაში და ობიექტური გარემოებების არსებობისას დასაშვებია შეტყობინების გარეშე მიღებული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, თუ დაზღვეული/მოსარგებლე მზღვეველს წარუდგენს სადაზღვევო პოლისს, დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით გაცემულ სამედიცინო ფორმა №IV-100/ა-ს და სამედიცინო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალს (სალაროს ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი). აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვადა განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვით. მზღვეველი აანაზღაურებს სადაზღვევო შემთხვევას მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემთხვევაში.
6. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისას მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია (მაგ. ცნობა სამართალდამცავი ორგანოებიდან ავტოავარიით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში და სხვ.).
7. დაზღვეული და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნილი სამედიცინო დოკუმენტაციით უზრუნველყოს მზღვეველი.
8. სადაზღვევო შემთხვევების ეფექტიანი მართვისა და სამედიცინო დაწესებულებების ეფექტიანი ანაზღაურების მიზნით ამ პროგრამაში მონაწილე მზღვეველები სამინისტროსთან არსებულ სადაზღვევო ტექნიკურ საბჭოსთან ერთად მიმდინარე წლის 30 მარტამდე შეიმუშავებენ სამედიცინო მომსახურების მომწოდებელთა კონტრაქტირებისათვის საჭირო ხელშეკრულებ(ებ)ის ფორმებს და კალენდარული წლის ბოლომდე ამ ხელშეკრულებების მიხედვით გააფორმებენ კონტრაქტებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან.
მუხლი 6🔗. პროგრამაში მონაწილეთა უფლებები და ვალდებულებები
1. მოსარგებლეს აქვს სადაზღვევო კომპანიის თავისუფალი არჩევის უფლება.
2. დამზღვევს აქვს მზღვეველის შეცვლისა და სხვა სადაზღვევო ორგანიზაციასთან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების უფლება მხოლოდ სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლიდან 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ.
3. დამზღვევს არა აქვს უფლება ამ პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება გაუფორმოს ერთზე მეტ სადაზღვევო კომპანიას.
4. სადაზღვევო კომპანიის ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად არის კომპანიის დასტური ამ პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების უპი-რობო შესრულებაზე.
5. ამ პროგრამის ფარგლებში მზღვეველს არა აქვს უფლება მოსარგებლეს შესთავაზოს „ბაზისურ“ სადაზღვევო პოლისზე უარესი პირობები.
6. ამ პროგრამის მიზნებისათვის დამზღვევსა და მზღვეველს უფლება აქვთ გააფორმონ სადაზღვევო ხელშეკრულება დამატებით მომსახურებაზე და მიიღონ ამ პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფოს თანამონაწილეობა პრემიის ნაწილის დაფარვაში, თუ ეს დამატებითი სადაზღვევო მომსახურება აუცილებლად შეიცავს „ბაზისურ“ სადაზღვევო მომსახურებას და წლიური პრემია არ აღემატება 180 ლარს.
7. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა დაზღვევის თანაბარი ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან:
ა) თუ მოსარგებლე აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, დაუშვებელია რაიმე მიზეზით მოსარგებლისათვის დაზღვევაზე უარის თქმა, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) დაუშვებელია რაიმე მიზეზით დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა, თუ დამზღვევმა ამგვარი სურვილი გამოხატა და იხდის „ბაზისური“ ან დამატებითი სადაზღვევო მომსახურების წლიურ პრემიას;
გ) დაუშვებელია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მზღვეველის გადაწყვეტილებით სადაზღვევო ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმება, ან აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმა, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც ამ მუხლის მე-12 პუნქტით არის განსაზღვრული.
8. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
9. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, შექმნას დაზღვეულების საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის შიდა პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დაზღვეულის უფლებას, შეუფერხებლად დაუკავშირდეს ან შეხვდეს კომპანიის წარმომადგენელს სადაზღვევო ან სამედიცინო მომსახურებაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.
10. პროგრამაში მონაწილე მზღვეველები ვალდებულნი არიან დადგენილი წესის მიხედვით მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია, კერძოდ:
ა) ყოველი კალენდარული თვის პირველ რიცხვამდე გასულ თვეში გაფორმებული „ბაზისური“ და დამატებითი სადაზღვევო ხელშეკრულებების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა.ა) ინფორმაციას დაზღვეულის შესახებ ანუ დაზღვეულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი. ხოლო 15 წლამდე ასაკის პირისათვის, თუ მას არა აქვს მინიჭებული საქართველოს მოქალაქის ან რეზიდენტის პირადი ნომერი, უნდა წარედგინოს დაბადების მოწმობის ნომერი და მისი გაცემის თარიღი;
ა.ბ) ინფორმაციას დაზღვეულისათვის შეძენილი სადაზღვევო პოლისის („ბაზისური“ თუ დამატებითი) და პრემიის მოცულობის შესახებ;
ა.გ) ეს ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება ქაღალდისა და ელექტრონული მატარებლებით, რომლებიც შეიცავენ იდენტურ მონაცემებს დაზღვეულთა შესახებ და მომზადებულია თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №4). ამ ინფორმაციის წარდგენის საბოლოო ვადაა 2009 წლის 10 ივლისი;
ბ) ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვამდე – ინფორმაცია ამ პროგრამის ფარგლებში წინა თვის ზარალის შესახებ. ინფორმაციის წარდგენის ფორმატსა და მოცულობას შეიმუშავებს სამინისტროსთან არსებული სადაზღვევო ტექნიკური საბჭო და ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. არა უგვიანეს 2009 წლის 20 აპრილისა მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სადაზღვევო კომპანიების ანგარიშგების სტანდარტულ ფორმას. ინფორმაციის მიწოდებისა და ფორმატის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
11. სააგენტო ვალდებულია დაზღვეულთა შესახებ მზღვეველების მიერ ყოველთვიური ინფორმაციის წარდგენიდან არა უმეტეს 10 კალენდარულ დღეში გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია და გამოავლინოს ის პირები, რომლებიც ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ვერ ჩაითვლებიან ამ პროგრამის მოსარგებლეებად, ან რომელთაც ორ ან მეტ კომპანიაში შეიძინეს „ბაზისური“ ან დამატებითი დაზღვევა.
12. სააგენტო ვალდებულია გამოვლენილი შემთხვევების შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს. ეს უკანასკნელნი სააგენტოს შეტყობინების საფუძველზე:
ა) ცალმხრივად წყვეტენ სადაზღვევო ხელშეკრულებას, თუ გამოვლენილი პირი მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ ითვლება ამ პროგრამის მოსარგებლედ და ამ შემთხვევაში დამზღვევის მიერ გადახდილი პრემია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;
ბ) თუ დაზღვეული ერთ ან რამდენიმე კომპანიაში აღმოჩნდა დაზღვეული, სააგენტოს შეტყობინების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაინტერესებული კომპანიები გადაწყვეტილებას იღებენ ურთიერთშეთანხმებით და შემდეგი პრინციპების დაცვით: ის კომპანია, რომელმაც ყველაზე ადრე დააზღვია მოსარგებლე, აგრძელებს სადაზღვევო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას, და შესაბამისად, იღებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაფინანსებას, ხოლო დანარჩენი მზღვეველები ვალდებულნი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ სადაზღვევო ხელშეკრულება. მზღვეველი, რომელიც აგრძელებს სადაზღვევო ვალდებულების შესრულებას, ამ მუხლით დადგენილ ვადაში სააგენტოს უგზავნის დაინტერესებული კომპანიების ურთიერთშეთანხმების ოქმს და მხოლოდ ამ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ წარმოექმნება ამ დაზღვეულისათვის სახელმწიფო დაფინანსების წილის მოთხოვნის უფლება. ამ მუხლის მოთხოვნების თანახმად ცალმხრივად შეწყვეტილი სადაზღვევო ხელშეკრულების შემთხვევაში დამზღვევის მიერ გადახდილი პრემია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
13. ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 30 დღისა სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ზარალის შესახებ მზღვეველებისაგან მიღებული ინფორმაციის საჯაროობა ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებით. ამ ინფორმაციის საჯაროობისას სავალდებულოა დაზღვეულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
მუხლი 7🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია
1. სადაზღვევო პრემია შედგება სახელმწიფოს წილისა და დამზღვევის წილისაგან.
2. „ბაზისური“ პროდუქტის შეძენისას დამზღვევის წილი წლიურ სადაზღვევო პრემიაში არის 19.80 ლარი, რომელსაც დამზღვევი იხდის ერთჯერადად სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას და დამზღვევის წილი წლიურ სადაზღვევო პრემიაში კორექტირებას არ ექვემდებარება.
3. სახელმწიფოს წილი როგორც „ბაზისურ“, ისე დამატებით სადაზღვევო პროდუქტის წლიურ პრემიაში არის 40.20 ლარი, რომელიც ექვემდებარება კორექტირებას 2009 წლის 30 ივნისის შემდეგ, მაგ-რამ ეს წილი არ გადაიხდება, თუ დაზღვევის წლიური პრემია აღემატება 180 ლარს.
4. დამატებითი სადაზღვევო პროდუქტის შეძენისას დამზღვევის წილი წლიურ სადაზღვევო პრემიაში არის სადაზღვევო პროდუქტის წლიურ პრემიას გამოკლებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული არაკორექტირებული სახელმწიფოს წილი. ამ პროდუქტში დამზღვევის წილი კორექტირებას არ ექვემდებარება და ამ პროდუქტის შეძენისას დამზღვევი 19.80 ლარს იხდის ერთჯერადად სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდის წესს ადგენს და ხელშეკრულებაში ასახავს მზღვეველი.
5. წლიური კორექტირებული პრემია ერთ დაზღვეულზე წარმოადგენს ამ პროგრამის ბიუჯეტის გადანაწილებას მზღვეველების მიერ 2009 წლის 1 მარტიდან 30 ივნისამდე „ბაზისური“ და დამატებითი პოლისებით ჯამურად დაზღვეული მოსარგებლეების რაოდენობას გამოკლებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაზღვეულები. პრემიის კორექტირებისას მასში სახელმწიფოს წილის რაოდენობა არ შეიძლება გაიზარდოს 2.39-ჯერზე მეტად.
6. კორექტირებულ პრემიას მიიღებს მხოლოდ ის მზღვეველი, რომლის სადაზღვევო ხელშეკრულებების მიხედვით 2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით „ბაზისური“ და დამატებითი სადაზღვევო მომსახურებით დაზღვეული ეყოლება არანაკლებ 10 ათასი მოსარგებლე.
7. კომპანიები, რომელთა მიერ დაზღვეულთა რიცხვი ნაკლები იქნება 10 000-ზე, მიიღებენ მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფოს წილს წლიურ სადაზღვევო პრემიაში, კორექტირების გარეშე. ამავე დროს ამ კომპანიების მიერ დაზღვეული მოსარგებლეების რაოდენობა პრემიის კორექტირებისას გათვალისწინებული არ იქნება.
8. სააგენტო სადაზღვევო პრემიის სახელმწიფოს წილს იხდის ყოველთვიურად თვის 20 რიცხვამდე.
9. პრემიის კორექტირების შემთხვევაში, 2009 წლის ივლისიდან კორექტირების შედეგად მიღებული წლიური ნამატი გადაიხდება ყოველთვიურად შესაბამისი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვამდე ყოველთვიური თანაბარი გადახდის მეშვეობით.
10. ხელშეკრულების დამზღვევის მხრიდან ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (გარდა სადაზღვევო შემთხვევისა) „ბაზისური“ პროდუქტის სადაზღვევო პრემიის დამზღვევის წილი დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო სახელმწიფოს წილი სადაზღვევო პრემიაში გაანგარიშდება თვეების პროპორციულად. ამასთან, არასრული თვე ითვლება სრულად.
11. დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წლიური სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება რჩება.
მუხლი 8🔗. განხორციელების გეგმა
1. ამ პროგრამის ფარგლებში „ბაზისური“ და დამატებითი სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორ-მების პერიოდი განისაზღვრება 2009 წლის 1 მარტიდან 2009 წლის 30 ივნისამდე.
2. ამ პროგრამის მიზნებისათვის ნებისმიერი თვის 21 რიცხვამდე გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება ძალაში შედის ამ თვის ბოლო დღის 24 საათზე, ხოლო 21 რიცხვის შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულება მომდევნო თვის ბოლო დღის 24 საათზე.
3. სადაზღვევო ხელშეკრულების ხანგრძლივობა ერთი წელია და ათვლა იწყება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან.
მუხლი 9🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11 750 000 (თერთმეტი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარით.
დანართი №2
№
მომსახურება
ლიმიტი
ანაზღაურების წილი
1
ოჯახის/ზოგადი პროფილის ექიმის მომსახურება
ლიმიტის გარეშე
100%
2
ე.კ.გ ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში
წელიწად-ში 2-ჯერ
100%
3
სისხლის საერთო ანალიზი ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში
წელიწად-ში 2-ჯერ
100%
4
შარდის საერთო ანალიზი ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში
წელიწად-ში 2-ჯერ
100%
5
გლუკოზის განსაზღვრა პერიფერიულ სისხლში ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში
წელიწად-ში 2-ჯერ
100%
6
კრეატინინის განსაზღვრა სისხლში ოჯახის ექიმის დანიშნულებით სამედიცინო ჩვენების შესაბამისად მზღვეველის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში.
წელიწად-ში 2-ჯერ
100%
დანართი №3
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება
ალერგოლოგია
–
J45 ასთმა (შეტევათა სტადია);
L50 ურტიკარია;
T78.1 საკვების მავნე რეაქციები (კვებითი ალერგია); T78.3 ანგიონევროზული შეშუპება;
T78.4 ალერგია, დაუზუსტებელი (ალერგია მწერის ნაკბენზე);
T88.7 წამლის ან მედიკამენტის დაუზუსტებელი გვერდითი ეფექტი (წამლისმიერი ალერგია); T80.6 სხვა შრატისმიერი რეაქცია (შრატისმიერი დაავადება)
ანგიოლოგია, ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებითა და ინტენსიური თერაპიით -
I74 არტერიების ემბოლია და თრომბოზი;
I87 ვენების სხვა დაზიანებები (ფილტვების არტერიების ემბოლია ან მისი განვითარების საშიშროება);
I71.3 მუცლის აორტის ანევრიზმა, გამსკდარი;
I71.5 თორაკოაბდომინური ანევრიზმა გასკდომით;
I72 სხვა ანევრიზმა (გამსკდარი).
გასტროენტეროლოგია –
K72.0 ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა (ენცეფალოპათია)
გინეკოლოგია –
O00 საშვილოსნოს გარე ორსულობა
ენდოკრინოლოგია -
E27.2 ადისონური კრიზი
E05.5 თირეოიდული კრიზი
E10.1 ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზით
E11.1 ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზით
E03.5 მიქსედემური კომა
კარდიოლოგია
I21 მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (ქირურგიული და ინვაზიური ჩარევის გარეშე)
I20.0 არასტაბილური სტენოკარდია
I50.1 მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა, მწვავე
I50.9 გულის მწვავე უკმარისობა
I47 პაროქსიზმული ტაქიკარდია
I48 წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა
ნევროლოგია -
ა) ცნს-ის ანთებითი ავადმყოფობები/ეპიზოდური და პაროქსიზმული დარღვევები/პოლინეიროპათიები
G61 ანთებითი პოლინეიროპათია
G04 ენცეფალიტი, მიელიტი და ენცეფალომიელიტი
G45 გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევები და მასთან დაკავშირებული სინდრომი.
G46 თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულური დაავადებების დროს
ბ) ეპილეფსია/ნერვ-კუნთოვანი ავადმყოფობები/ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები
G70Myasthenia gravis (მძიმე მიასთენია) და სხვა ნერვკუნთოვანი დაზიანებანი
G40 ეპილეფსია (სერიული გულყრები)
G93.6 ცერებრული შეშუპება
ნეიროქირურგია –
ა)
ოპერაციული მკურნალობა/ინტენსიური თერაპია
I61 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა
G93.5 თავის ტვინის კომპრესია
G93.6 ცერებრული შეშუპება
G91 ჰიდროცეფალია
ნეფროლოგია
N17 თირკმლის მწვავე უკმარისობა
N00 მწვავე ნეფრიტული სინდრომი
N10 მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი [მწვავე პიელონეფრიტი]
ოტოლარინგოლოგია
ა) IV სირთულის ოპერაციები
J01 მწვავე სინუსიტი (ქალასშიდა ან ორბიტალური გართულებებით)
G06.0 ოტოგენური ინტრაკრანიალური აბსცესი და გრანულომა
H83.0 ლაბირინთიტი
H66.4 შუა ყურის მწვავე ანთება (გართულებული მასტოიდიტით)
H66.2 ქრონიკული ეპიტიმპანურ-ანტრალური ჩირქოვანი შუა ოტიტი (გართულებული ფაციალისით)
H66.3 სხვა ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი (გართულებული ფაციალისით)
ბ)
III სირთულის ოპერაციები
J39.0 რეტროფარინგეული და პარაფარინგეული აბსცესი
გ)
უკანა ტამპონადა
R04.0 ცხვირიდან სისხლდენა (უკანა ტამპონადით)
პულმონოლოგია
J 44.1 ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამწვავებული, დაუზუსტებელი
რევმატოლოგია
ა) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებები (IIხ -III ხ აქტივობა, შინაგანი ორგანოების გამოხატული დაზიანებით)
M30 კვანძოვანი პერიარტერიიტი და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები
M31 ნეკროზით მიმდინარე სხვა ვასკულოპათიები
M32 სისტემური წითელი მგლურა
M33 დერმატოპოლიმიოზიტი
M34 სისტემური სკლეროზი
M35 შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემური დაზიანებები
ბ) ანთებითი პოლიათროპათიები და სპონდილოპათიები (აქტივობა II-III ხ.)
M05 სეროპოზიტიური რევმატოიდული ართრიტი
M06 სხვა რევმატოიდული ართრიტი
M07 ფსორიაზული და ენტეროპათიური ართროპათიები
M08 იუვენილური ართრიტი
M10 პოდაგრა (გამწვავებული, გართულებული პოდაგრული სტატუსით)
M11 სხვა კრისტალური ართროპათიები (პიროფოსფატული და კალციუმის ფოსფატებით განპირობებული ართროპათიები)
M12 სხვა სპეციფიკური ართროპათიები
M45 მაანკილოზირებელი სპონდილიტი
M46 სხვა ანთებითი სპონდილოპათიები
გ) მწვავე რევმატიზმი და გულის ქრონიკული რევმატული ავადმყოფობები (აქტიური ფაზა(რევმატული ცხელება), კომისუროტ.და პროტეზირ. შემდგ.პერიოდი)
I00-I02 მწვავე რევმატიზმი
I05-I09 გულის ქრონიკული რევმატული ავადმყოფობები
უროლოგია
ა) ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებით
N20 თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები (ობსტრუქციული უროპათია)
Q62 თირკმლის მენჯის თანდაყოლილი ობსტრუქციული დეფექტები და შარდსაწვეთის თანდაყოლილი მანკები (ობსტრუქციული უროპათია)
N40 პროსტატის ჰიპერპლაზია (შარდის შეკავება, მაკროჰემატურია)
ბ) ოპერაციები ადგილობრივი გაუტკივარებით
N23 დაუზუსტებელი თირკმლის ჭვალი (ცისტოსკოპია, კათეტერიზაცია, ურეთერორენოსკოპია)
N47 პარაფიმოზი
N44 სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა
R33 შარდის შეკავება (ოპერაცია-ეპიცისტოსტომია)
გ) ოპერაცია-ტროაკარული ეპიცისტოსტომია/კათეტერიზაცია
R33 შარდის შეკავება
ქირურგია
ა) IV სირთულის ოპერაციები
A48.0 აიროვანი განგრენა
K56 გაუვალობა და ნაწლავის ობსტრუქცია
K25 კუჭის წყლული (გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით)
K26 თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით)
K27 პეპტიური წყლული, დაუზუსტებელი ლოკალიზაციით (გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით)
K85 მწვავე პანკრეატიტი
K65.0 მწვავე პერიტონიტი (გავრცელებული)
ბ) III სირთულის ოპერაციები
A48.0 აიროვანი განგრენა (კერის რადიკალური მოცილებით)
S36.0 ელენთის დაზიანება
S36.9 მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს დაზიანება
K43.0 ვენტრალური ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე
K45.0 მუცლის სხვა დაზუსტებული ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე (დიდი ზომის ან გიგანტური)
I70.2 კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი [ათეროსკლეროზული განგრენა]
E10.5 ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტური განგრენა]
E11.5 ინსულინდამოუკიდებული შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტური განგრენა]
E13.5 სხვა დაზუსტებული შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტური განგრენა]
E14.5 დაუზუსტებელი შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულარული გართულებებით [დიაბეტური განგრენა]
K25.1 კუჭის წყლული პერფორაციით
K26.1 თორმეტგოჯას წყლული პერფორაციით
K65.0 მწვავე პერიტონიტი (ადგილობრივი)
K80.0 ნაღვლის ბუშტის კენჭი მწვავე ქოლეცისტიტით (ჩირქოვანი, განგრენული)
K81.0 მწვავე ქოლეცისტიტი (ჩირქოვანი, განგრენული)
K40.4 საზარდულის თიაქარი განგრენით
K41.4 ბარძაყის ცალმხრივი ან დაუზუსტებელი თიაქარი განგრენით
K42.1 ჭიპის თიაქარი განგრენით
K43.1 ვენტრალური თიაქარი განგრენით
K45.1 მუცლის სხვა დაზუსტებული თიაქარი განგრენით
K40.3 საზარდულის ცალმხრივი ან დაუზუსტებელი ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე
K41.3 ბარძაყის ცალმხრივი ან დაუზუსტებელი ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე
K42.0 ჭიპის ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე
K43.0 ვენტრალური ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე
K45.0 მუცლის სხხვა დაზუსტებული ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე
K92.0 ჰემატემეზისი
K92.1 მელენა
K92.2 გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი
გ) II სირთულის ოპერაციები და კონსერვატული მკურნალობა
K35.9 მწვავე აპენდიციტი, დაუზუსტებელი (კატარული, ფლეგმონური, განგრენული)
K92.0 ჰემატემეზისი (კონსერვატული მკურნალობა)
K92.1 მელენა (კონსერვატული მკურნალობა)
K92.2 გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი (კონსერვატული მკურნალობა)
K85 მწვავე პანკრეატიტი (კონსერვატული მკურნალობა)
ყბა-სახის ქირურგია
ა) ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებით
K10.2 ყბების ანთებითი დაზიანებები (პირის ღრუს ფსკერის, ყბისქვეშა, ყბაყურსაღეჭი, საფეთქლის მიდამოს ფლეგმონები, რეტრობულბალური და ხახის გვერდ.მიდამ. აბსცესები)
ჰემატოლოგია
ქირურგიული მკურნალობა – სპლენექტომია
D69.3 იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა
C94.7 სხვა დაზუსტებული ეუკემია
D55 ფერმენტული დარღვევებით გამოწვეული ანემიები
D56 თალასემია
D57 ნამგლისებურ-უჯრედული ანემია
D58 სხვა მემკვიდრული ჰემოლიზური ანემიები
D59 შეძენილი ჰემოლიზური ანემიები
დანართი №4
დაზღვეულთა შესახებ სააგენტოში წარსადგენი ინფორმაციის ფორმა
№
სახელი
გვარი
დაბადების თარიღი
(თვე/რიცხვი /წელი)
პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობის ნომერი*
მოწმობის გაცემის თარიღი
(თვე/რიცხვი/წელი)
შეძენილი სადაზღვევო პოლისის ტიპი
(ბაზისური თუ დამატებითი)
შეძენილი სადაზღვევო პოლისის წლიური პრემია
* მხოლოდ 15 წლამდე ასაკის პირისათვის, თუ მას არა აქვს მინიჭებული საქართველოს მოქალაქის ან რეზიდენტის პირადი ნომერი, დასაშვებია დაბადების მოწმობის ნომრისა და მისი გაცემის თარიღის წარდგენა პირადი ნომრის ნაცვლად.