ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.12.2021
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016316
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№07
2021 წლის 15 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და
თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ”, ,,დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №02 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 3 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი