ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.12.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.127.016412
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.08.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების
განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის
დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№25
2021 წლის 15 დეკემბერი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 156-ე მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ოდენობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყოველთვიურად უზრუნველყოს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აგვისტოს №21 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 01/09/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.127.016181).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე