ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.12.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016502
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 490 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2021 მიღება
01.01.2022 ძალაში შესვლა
01.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2021 წლის 16 დეკემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე დანართი ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი მუხლი 1🔗. პროგრამის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და  მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში –პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული ბავშვებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის ოდენობასა  და გაცემის წესს. 2. პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახების მხარდაჭერა,  ბავშვის ოჯახების გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარების  გაუმჯობესება. 3. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად, საკანცელარიო ნივთების შესაძენად, ბავშვის კვებისა და მედიკამენტების ხარჯების დასაფინანსებლად. მუხლი 2🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა 1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური საფრთხის წინაშე (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე) მყოფ  ბავშვს რომელსაც ესაჭიროება ფინანსური დახმარება. 2. ამ მუხლით განსაზღვრული  ფინანსური დახმარება გაიცემა ერთ ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. მუხლი 3🔗. ფულადი დახმარების გაცემა 1. პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით ბავშვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ)  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბავშვის  დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ოჯახის  სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ე) შშმ ან  სსმ პირის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა დედანი) (საჭიროების შემთხვევაში); ზ)  ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში. 2. განცხადებას განიხილავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება  ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის (შემდგომში სოციალური მუშაკი) მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შედეგად წარმოდგენილი  დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ბავშვის სოციალური საფრთხის წინაშე ყოფნა.  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 4🔗. პროგრამის შედეგი მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვისა და ოჯახების მხარდაჭერა,  ოჯახების გაძლიერება ბავშვების ფიზიკური და სოციალური მდგომარების  გაუმჯობესება. მუხლი 5🔗.  პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 6🔗. პროგრამის შესრულების ვადა პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2022 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 7🔗. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი 1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაზე  ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტი მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 3. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.