საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1170-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016080
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2021

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს;“.

2. 205-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, დარჩენილ კანდიდატთაგან თითოეულს, რომელსაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, დაუყოვნებლივ ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც ხელახალი კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი ცხადდება და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2021 წ.

N1170-VIმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1170-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016080.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1170-VIმს-Xმპ, 17.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016080 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5311506/