„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1166-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
010020000.05.001.020450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.03.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამტკიცებს საჯარო დაწესებულება ან მისი ხელმძღვანელი. მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო მისი გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამასთანავე, აღნიშნული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და წესები მტკიცდება (დგინდება) საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან (შემდგომ − ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო) წინასწარი კონსულტაციებისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო, გარდა საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნისა და ამ კანონის ამოქმედებამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსი, 2023 წლის 1 ივლისამდე ხელახლა უნდა დამტკიცდეს ამავე კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2021 წ.

N1166-VIმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2021.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1166-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.05.001.020450.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1166-VIმს-Xმპ, 17.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010020000.05.001.020450 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5311551/