ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №15 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016392
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №10

2021 წლის 17 დეკემბერი

ქ. ქარელი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.35.144.016283) „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ და დადგენილების დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.
მუხლი 2
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 3 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე



დანართი №1

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა

 

პოლიტიკური თანამდებობის პირები

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარე

3300

2

პოლიტიკური თანამდებობის პირი  – 

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

2100

3

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1900

4

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1900

5

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1700

6

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1700

7

პოლიტიკური თანამდებობის პირი –

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

1200

 

პროფესიული საჯარო მოხელეები

საშტატო რიცხოვნობა

თანამდებობრივი

სარგო (ლარი)

1.

პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  – აპარატის უფროსი

1

1300

2.

მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

7

800

3.

მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

3

700

 

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

 

საშტატო რიცხოვნობა

თანამდებობრივი

სარგო (ლარი)

1.

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

1

 

1000

2.

საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი

1

 

700

3.

მძღოლი

1

 

700