წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება; (01 00)
ინფრასტრუქტურა; (02 00)
დასუფთავება და გარემოს დაცვა;( 03 00)
განათლება; (04 00)
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; (05 00)
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; (06 00)
წარმომადგენლობითი და ღმასრულებელი ხელისუფლება
პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა.პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათშორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინაწლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ ერთი მთავრი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები,. 1.მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა; 2. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულიბის სისტემების შექმნა; 3. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება; 4. ქონების მართვის სისტემის გაუმჯბესება; 5.მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა.
1.1 პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება
საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესების პროგრამა
მიზანი
მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა.
აღწერა
საბიუჯეტოს პროცესში დაბალია მოსახლეობის ჩართულობის და პროცესების გამჭვიღვალობის დონე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის განხორციელდება თანამშრომლების გადამზადება, მოსახლეობაში გამოკითხვების ჩატარება და აქტივების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასება, მოსახლეობის ჩართულობისა და გამჭვირვალე პროცესების წარმართვისათვის შეიქმნება და დაინერგება მდგრადი სისტემა.
№
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2022 წლის გეგმა
I
01 00
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები
4 372 400
01 01
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა
3 919 900
-
01 01 01
მუნიციპალიტეტის საკრებულო
866 130
-
01 01 02
მუნიციპალიტეტის მერია
2 969 440
-
01 01 03
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
84 330
01 02
საერთო დანიშნულების ხარჯები
452 500
-
01 02 01
სარეზერვო ფონდი
450 000
-
01 02 02
წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა
2 500
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება
N
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2022 წლის პროექტი
II
02 00
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება
8 238 426
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა
1 312 641
1.1
02 01 01
ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მათ შორის:
607 051
1.2
სოფელ ჭარნალში სასაფლაოებიდან ზებურ მახარაძის სახლამდე შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია
116883
1.3
სოფელ ჭარნალში ფერმებიდან ამირან კეკელიძის საცხოვრებელ სახლამდე და კოკის წყლიდან ავთანდილ დუმბაძის სახლამდე შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია
88431
1.4
სოფელ ახალსოფელში ჯუმბერ შარაძის საცხოვრებელი სახლიდან ბადრი დევაძის საცხოვრებელ სახლამდე შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
38966
1.5
აგარა ორთაბათუმი ბოლქვაძეების მისასვლელი გზა და ჩხაიძეების გზის მოწყობა
362771
1.2
02 01 49
მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანებული ხიდების მოწყობა მათ შორის:
705 590
სოფელ ქვედა განახლებაში თემურ შარაძის სახლის მიმართულებით საცალფეხო ხიდის მოწყობა
32808
სოფელ ახალშენში (ხეღრუ)ჯემალ ცეცხლაძის სახლის მიმართულებით სამანქანე ხიდის მოწყობა
34333
სოფელ ახალშენში რამინ შამილაძის სახლის მიმართულებით სამანქანე ხიდის მოწყობა
213036
სოფელ მარადიდში ძაბლავეთი) ქვედა ქუთურეთის მიმართულებით სამანქანე ხიდის მოწყობა
425413
02 02
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება
3 498 140
2.1
02 02 01
წყლის სიტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა
2 948 140
2.2
02 02 01 02
შ.პ.ს. ,,ხელვაჩაურის წყალკანალი''
826 820
2.3
02 02 01 03
სს ,,აჭარისწყლის ალიანსის" საწესდებო კაპიტალის შენატანი
42 900
2.4
02 02 01 25
ახალსოფელში სასმელი წყლის რეაბილიტაცია (დაქსელვის მოწყობა)
2 078 420
2.14
02 02 02
გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
550 000
2.15
02 02 02 01
გარე-განათების ქსელის მოვლა ექსპლოატაცია
550 000
02 03
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
2 349 675
3.1
02 03 01
საცხოვრებელი სახლის სახურავების შეკეთება გადახურვა (ამხანაგობის მხარდამჭერი პროგრამა)
150 000
3.1.2.
02 03 02
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა Design Build (DB) კონცეფციით
72 298
3.1.1.
02 03 03
ორი სოციალური სახლის მშენებლობა
1 500 000
3.3
02 03 03
პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა შენახვა
627 377
3.3.1.
02 03 11
სოფლის ცენტრებში (სკვერებისა და ატრაქციონების მოწყობა)
627 377
02 04
მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები
210 000
4.1.
02 04 01
აუდიტის მომსახურები ხარჯები
5 000
4.2.
02 04 02
ძირითადი და დამატებითი ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაოების ჩატარების და აღრიცხული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შექმნა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები და მასზე განლაგებული შენობა- ნაგებობის გეგმა-ნახაზების შედგენა) გეოლოგიური დასკვნები
20 000
4.3.
02 04 03
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა
185 000
02 05
ააიპ ხელვაჩაურის სასაფლაოები
537 970
02 06
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა
330 000
6.1.
02 06 01
შეშის ჩანაცვლება ბრიკეტით და თხილის ნაჭუჭით ენერგოეფექტური ღუმელების დანერგვა
330 000
02 07
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
პრიორიტეტი
ინფრასტრუქტურა (პროგრამული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტეის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახვა დარგების განვითარებას.
2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვის პროგრამა
პროგრამის მიზანი: საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება
პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტი გეგმავს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში გზების მთლიანი მოცულობის 40 პროცენტის მშენებლობა რეაბილიტაციას. ასევე ყურადღება ექცევა რეაბლიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმულ შეკეთებებს .განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.
2.2. წყალმომარაგების უზრუნველყოფის განვითარება
პროგრამის მიზანი: წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება.
პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ხელშეწყობა, მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს ხელვაჩაურის წყალკანალი რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. სულ მუნიციპალიტეტში 76-აუზია 3900კმ მაგისტრალის ოდენობით რასაც საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი.
2.3 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პროგრამა/ქვეპოგრამა
პროგრამის მიზანი: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება.
პროგრამის აღწერა: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია - დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა პატრონობის ხარჯები. დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგლებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის- 4504 წერტის ექსპლოატაცია.
2.4 მშენებლობა, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტსი არსებული შენობების მდგრადობა და დანიშნულებისამებრ ექსპლუატაცია.
პროგრამის აღწერა: განხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობების ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია (მათ შორის თემის წარმომადგენლების შენობები, და სხვა.) ასევე იგეგმება მოსახლეობის ჩართულობის დახმარებით თემში ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია.
2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტსი არსებული სივრცეების მოწესრიგება რეაბილიტაცია, რათა მოსახლეობას მიეცეს სამოქალაქო აქტივობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა.
პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი სივრცეების ცენტრების მოწყობა-რეაბილიტაცია, ექსპლოტაცია, საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვა.
დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00)
დასუფთავება და გარემოს დაცვა
N
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2022 წლის გეგმა
III
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
1 430 671
03 01
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასუფთავებისა და გარემოს დაცვის სფეროში
1 430 671
1.1
03 01 01
ააიპ ,,ხელვაჩაურის გამწვანების დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახური"
939 660
1.2
03 01 02
სანიტარული დასუფთავება
491 011
მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროგრამა თანხვედრაშია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2022-2025 წლის დოკუმნტში მოცემულ სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როგორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლაპატრონობა, გარემოს დასუფთავება, სუფთა ტრანსპორტი, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა დასხვა.
აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში მომსახურეობას ახორციელებს შპს სანდასუფთვება. ხოლო აღსრულების კუთხით ჩართულია ააიპ „გამწვანების დასუთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახური“.
3.1 დასუფთავება და ნარჩენების გატანა
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება და დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება
პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება; სანაგვე კონტეინერების გარეცხვა, ცალკეული ტერიტორიების, ქუჩების მორწყვა-მორეცხვა; ტერიტორიის თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში თოვლის მასის გატანა; საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; ნაგავსაყრელის ექსპლუატაცია და სანიტარული მომსახურება; დამატებითი ურნებისა შესყიდვა.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
განათლება
N
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2022 წლის გეგმა
IV
04 00
განათლება
4 636 129
04 01
სკოლამდელი აღზრდა და განათლება
4 463 457
1.1.
04 01 01
ააიპ ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანება
4 463 457
04 01 02
საბავშვო ბაღების შენობებისა და ეზოების კეთილმოწყობა, მშენებლობა და კაპიტალური
რეაბილიტაცია
380 000
04 01 01
ინვენტარის შეძენის ხარჯები
380 000
04 02
სკოლების ხელშეწყობის ღონისძიებები
172 672
3.1
04 02 01
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამა
45 000
3.2
04 02 02
სკოლების მშენებლობა რემონტი
127 672
3,2.1
04 02 02 01
სოფელ თხილნარის აგარაში დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია
127 672
განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, რათა მყარი საფუძველი აღსაზრდელების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებისთვის. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი. ეროვნულ დონეზე შეიქმნილი სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტში განვითარების მიმდინარეობის შესაფასებლად. გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახლი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება.
აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა.
4.1 სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკი ბავშვების სკოლისთვის მზაობა
პროგრამის აღწერა: პროგრამამ უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქცირუნველყოფა, რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის
განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/ მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა, ბავშვების სხვადასხვა სოფლებიდან ტრანსპორტირება.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ააიპ-ების მიერ.
5.1 სპორტის სფეროს განვითარება
პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდერება - პოპულარიზაცია
პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას - პოპულარიზაციას, საქარტველოს ნაკრების, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა, მშენებლობა. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას.
პროგრამა ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე ნაკრები გუნდების წევრთა მიერ საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელშეწყობა; მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე და ქალთა სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა. მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისება, სპორტსკოლის საჭირო ინვენტარით და სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფა. სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობა.
მუნიციპალიტეტსი მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით იგეგმება სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა და განვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზებზე და სხვა.
5.2 კულტურის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 00)
N
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2022 წლის გეგმა
V
05 00
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
1 656 903
05 01
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
682 273
1.1.
05 01 01
ა.ა.ი.პ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა
434 000
1.2.
05 01 02
სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა
20 000
1.3.
05 01 03
სპორტული კლუბების განვითარების მხარდაჭერა
128 280
1.3.1.
05 01 03 01
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
128 280
1.4.
05 01 04
სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია
99 993
1.4.2.
05 01 04 03
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მინი მოედნების მოწყობა რეაბილიტაცია მათ შორის:
99 993
1.4.3.
05 01 04 03
სოფელ თხილნარის ცენტრში არსებული მინი მოედნის რეაბილიტაცია
99993
05 02
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
954 630
2.3.
05 02 01
ა.ა.ი.პ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
919 630
2.4.
05 02 02
კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მხარდაჭერა და ხელშეწყობა
35 000
05 03
ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა
20 000
3.1.
05 03 01
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება
20 000
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითერაბა და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება
პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო, სახალხო, რელიგიური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების აღნიშვნას, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური
შენარჩუნება, რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც, ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას, ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობას, დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება-გაფართოების მიზნით სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, სხვადასხვა ფესტივალის ჩატარებას, თავისუფალი თეატრალური პროექტების ხელშეწყობას, საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობას, სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას, როგორიცაა: თეატრი, სახვითი ხელოვნება, სამუსიკო სფერო თუ ლიტერატურა, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობა, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება და სხვა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება კულტურის სფეროს დაწესებულებები, როგორიცაა ბიბლიოთეკა, მუზეუმი, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლები, ხელოვენის სკლოლები და სხვა.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
ჯანდაცვის მიმართულებისთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები.
მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველ ფენის ხელმისაწვდომაობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე.
6.1. ჯანმრთელობის დაცვა პროგრამული კოდი (06 00)
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
N
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2022 წლის გეგმა
VI
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
6 374 471
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
1 058 803
1.1.
06 01 02
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა
17 520
1.2.
06 01 03
დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამა
29 290
1.3.
06 01 04
სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამა
187 137
1.4.
06 01 05
პარკინსონით დაავადებულთა პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა
21 625
1.5.
06 01 06
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიკიკური აშლილობის მქონე პირებისათვის პროგრამა
88 800
1.6.
06 01 07
ბავშვთა აბილიტაცია რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროგრამა
70 000
1.7.
06 01 08
ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება
3 000
1.8.
06 01 10
0-დან-200000-მდე ქულის მქონე მოვლის საჭიროების პირთა მატერიალური მხარდაჭერა
79 920
1.9.
06 01 11
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
520 000
1.11.
06 01 12
თემების სამედიცინო ცენტრებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობა და ინვენტარის შეძენა
41511
1.11.1
06 01 12 04
მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიებისა და მედპუნქტის მშენებლობა რეაბილიტაცია
41 511
06 02
სოციალური უზრუნველყოფა
5 315 668
2.1.
06 02 01
უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა
130 488
2.2.
06 02 02
ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება
3 600
2.3.
06 02 03
მრავალშვილიანი დედების (ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას) ერთჯერადი მატერიალური დახმარება
79 000
2.4.
06 02 04
მრავალშვილიანი და დედმამით ობოლ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება
19 000
2.5.
06 02 05
0-დან 100 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ოჯახის წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება
35 000
2.6.
06 02 06
0-დან 200 000 ქულის მქონე ოჯახებს პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება
12 000
2.7.
06 02 07
გაზიფიცირების პროგრამა 0-დან 100 000-ქულის მქონე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის
30 000
2.8.
06 02 08
მარტოხელა მშობლების (მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა) ერთჯერადი მატერიალური დახმარება
29 000
2.9.
06 02 09
სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა
4 221 580
2.9.
06 02 10
სტიქიიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების უზრუნველყოფა (ბინის ქირა)
756 000
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული ფუნქციების განხორციელების გზით;
პროგრამის აღწერა: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ეპილეპსიით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა,პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა,დიალეზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა,სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამა,პარკინსონით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტითუზრუნველყოფა, ბრონქული ასთმით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამანტებით უზრუნველყოფა, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკურიაშლილობის მქონე პირებისათვის პროგრამა ,ბავშვთა აბილიტაცია რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხელშეწყობა,ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა ერტჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა.
6.2. სოციალური დაცვა
პროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
პროგრამის სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ, უსახლკარო და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა, ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება, მრავალშვილიანი დედების (ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას) ერჯერადი მატერიალური დახმარება, მრავალშვილიანი და დედმამით ობოლ ბავშთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა, 0-დან 100 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ოჯახის წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება, 0-დან 200000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება, გაზიფიცირების პროგრამა 0-დან 100 000 ქულის მქონე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის, მარტოხელა მშობლების (მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა) ერთჯერადი მატერიალური დახმარება.სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის ხელშეწყობა. სტიქიიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების უზრუნველყოფა (ბინის ქირა).