შეთავაზება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ (შპს „ალბატროსი“)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შ ე თ ა ვ ა ზ ე ბ ა
შპს „ალბატროსის“ ს/ნ 204854826 90%-იანი წილის მესაკუთრის
გოჩა ნოზაძის პ/ნ 01008002211
(წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ)
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ალბატროსის“ ს/ნ 204854826 დამფუძნებელი პარტნიორი გოჩა ნოზაძე (90% წილის მესაკუთრე), წინამდებარე განცხადებით მოგმართავთ საზოგადოების პარტნიორებს: ლალი არაბულს პ/ნ 01027026174, ბელა რეინგოლდს პ/ნ 01021004831, მარინა გამგებელს პ/ნ 59001004576, ნინო ქართველიშვილს პ/ნ 01012010480, ლიანა პალოუს პ/ნ 01027008700, რუსუდან სამადაშვილს პ/ნ 01016002509, ნინო მაღალაშვილს პ/ნ 01008007941, მარინე სულაბერიძეს 01024062207, დავით წიქარიძეს 01009014363, თეა ტაბატაძეს 01019058117 საზოგადოების კაპიტალში ჩემს საკუთრებაში არსებული 90%-იანი წილიდან 10%-ის გაყიდვაზე (გაყიდვა განხორციელდება ორ მყიდველზე თითოეულზე 5%) კომპანიის წესდების 8.2 მუხლის და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის შესაბამისად.
გაცნობებთ, რომ მზად ვარ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის საფუძველზე გაგიკეთოთ ოფიციალური შეთავაზება თქვენ მიერ ჩემი კუთვნილი 90%-იანი წილიდან 10%-ის წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების თაობაზე, კერძოდ:
მოგახსენებთ, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული შპს „ალბატროსის“ ს/ნ 204854826 90%-იანი წილიდან 10%-ის გასაყიდი ღირებულება შეადგენს 100 000 ( ასი ათასი) ლარს. შესაბამისად 5%-ის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს. გადახდა მოხდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის.
გთხოვთ წინამდებარე წერილის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გვაცნობოთ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების თაობაზე თქვენი გადაწყვეტილების შესახებ.
გოჩა ნოზაძე
16/12/2021 წელი