კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვის წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2021
ძალაში შესვლა 30.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 140000000.65.077.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2021
matsne.gov.ge 444 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2021 მიღება
30.12.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი კობა კობიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 29.03.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 09.03.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 04.10.2016 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 18.02.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 05.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვის წესის დადგენის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება №37 2021 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვის წესის დადგენის შესახებ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 ​2 მუხლის მე-2 პუნქტის, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 15.06.2021, სარეგისტრაციო კოდი: 140000000.05.001.020338) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 თანდართული რედაქციით დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან დაწესებულებების, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩართვის წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 30 დეკემბრიდან. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსიკობა კობიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან დაწესებულებების, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩართვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან დაწესებულებების, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში (შემდგომში − სისტემა) ჩართვის წესს. მუხლი 2🔗. მოთხოვნა სისტემაში ჩართვაზე 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ან დაწესებულებებმა, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც სურთ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ან შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციის, აგრეთვე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლისთვის შექმნილ კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვა, წერილობით უნდა მიმართონ სააგენტოს. 2. წარმოდგენილი წერილის საფუძველზე სააგენტო განიხილავს  დაინტერესებული სუბიექტის სისტემაში ჩართვის საკითხს. 3. სააგენტო  უფლებამოსილია სისტემაში ჩართვის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს დაინტერესებულ სუბიექტს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. 4. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განსახილველად ადგილზე გაეცნოს დაინტერესებული სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და შეამოწმოს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები და ქსელური ინფრასტრუქტურა. 5. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ, სააგენტო  იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის სისტემაში ჩართვაზე თანხმობის ან უარის თქმის თაობაზე,  რის შესახებაც აცნობებს დაინტერესებულ სუბიექტს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სააგენტო განსაზღვრავს სისტემაში ჩართვისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს ან/და ტექნიკურ საჭიროებებს და დაინტერესებული სუბიექტის მონაწილეობით  ახორციელებს მის სისტემაში ჩართვას. მუხლი 3🔗. ვალდებულება სისტემის უსაფრთხოებაზე  კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია  შეასრულოს სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გაცემული სავალდებულო მითითებები ან/და რეკომენდაციები. მუხლი 4🔗. კონფიდენციალურობა სააგენტოს ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემით გადაცემული ინფორმაციის შინაარსზე ხელი არ მიუწვდება.