„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმლის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის, ფარმაცევტული პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის და ფასიანი ქაღალდების რეკლამის საკითხები, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:
„მუხლი 83. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება და აბრის განთავსება
1. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით, გავრცელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
ა) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება იმ ვებგვერდზე განთავსებით, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
ბ) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების გამართვის ადგილზე ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის ადგილზე და აღნიშნული არის მათი საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობა;
გ) აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა; ამასთანავე, ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვ. მ-ს არ აღემატება და იგი აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამაა აღნიშნულ ობიექტზე;
დ) აღნიშნული რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
2. დაუშვებელია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება. ეს აბრა 10 კვ. მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ რეკლამის გავრცელება ნებადართულია მხოლოდ ვიზუალური ფორმით, სპორტული ღონისძიების ან/და სპორტული შეჯიბრების გამართვის ადგილის (ობიექტის) შიდა პერიმეტრზე, ბანერის განთავსებით ან/და მოთამაშეთა (სპორტულ ღონისძიებაში/შეჯიბრებაში მონაწილეთა) უნიფორმაზე განთავსებით.
4. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის საფუძველზე ჩასატარებელი გათამაშების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით, გავრცელება დაუშვებელია, თუ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაცემულია აზარტული თამაშობის ორგანიზატორზე, ტოტალიზატორის ორგანიზატორზე, ლოტოს ორგანიზატორზე ან/და ბინგოს ორგანიზატორზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
ა) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება იმ ვებგვერდზე განთავსებით, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
ბ) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება მხოლოდ აზარტული თამაშობის მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის ან/და ბინგოს მოწყობის ობიექტის შიდა პერიმეტრზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.
თბილისი, 22 დეკემბერი 2021 წ. N1188-VIIრს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2021.
- როდის იქნა მიღებული „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1188-VIIრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 240120000.05.001.020478.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1188-VIIრს-Xმპ, 22.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 240120000.05.001.020478 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5316769/