1. თუ მე-4 მუხლით გათვალისწინებული არ არის რაიმე განსხვავებული პირობა, მაშინ შეფასების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დამთავრებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში, ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარუდგინოს სააგენტოს დოკუმენტური ანგარიში შეფასების გეგმის შესრულების შედეგებზე, შესაბამისი მონაცემებით და ანალიზით, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს ნავთობგაზიანი ბუდობის კონტურებს რომელთანაც დაკავშირებულია აღმოჩენა, ნავთობგაზიანი ფენების სიმძლავრის, მათი ლატერალური გავრცელებისა და ნავთობისა და გაზის პირველადი და ამოსაღები მარაგების შეფასების ჩათვლით; აგრეთვე, ოპერატორის მოსაზრებას იმის შესახებ, აქვს თუ არა აღმოჩენას კომერციული მნიშვნელობა.

2. თუ ოპერატორი გადაწყვეტს, რომ საჭიროა დამატებითი შეფასება აღმოჩენის კომერციულობის თუ არაკომერციულობის დასადგენად, მაშინ მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს აღმოჩენის კომერციულობის დასადგენად საჭირო ღონისძიებების აღწერა. სააგენტომ მხარი უნდა დაუჭიროს ოპერატორის სურვილს შეასრულოს შეფასების დამატებითი ოპერაციები და დაამტკიცოს ოპერატორის ასეთი მოთხოვნა არ აუმეტეს ერთი წლის ვადით; ამასთან, ეს ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნეს თითო წლით, თუ ოპერატორი დაასკვნის, რომ საჭიროა შეფასების დამატებითი სამუშაოები და დაუსაბუთებს სააგენტოს ასეთი სამუშაოების ჩატარების საჭიროებას.

3. ჯამში, შეფასების ოპერაციების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს ოთხ (4) წელს. თუ სააგენტომ ჩათვალა, რომ ოპერატორმა დაასაბუთა შემდგომი შეფასების აუცილებლობა, მაშინ სააგენტომ შეიძლება დაამტკიცოს შეფასების გეგმის გაგრძელება დამატებით არა უმეტეს ერთი (1) წლის ვადით.

თავი XX

საცდელი ექსპლუატაც