“საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ” და “საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს №75 და №76 ბრძანებებით დამტკიცებულ ინსტრუქციებში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№314
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.10.008.005.107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 04/01/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №314

2001 წლის 27 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) ახსნისა და წარმოების შესახებ“ და „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს № 75 და № 76 ბრძანებებით დამტკიცებულ ინსტრუქციებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სალაროს მეურნეობის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის № 328 ბრძანებით დამტკიცებული დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 59-ე, 73-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს № 75 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ვადიანი ანაბრები“ შეიცვალოს სიტყვებით „ანაბრები“.

2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული და რეგისტრირებული რეზიდენტი (ყველა სახის საწარმო, ორგანიზაცია და დაწესებულება საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ამონაგები ნაღდი სავალუტო სახსრების აკუმულირებას საბანკო დაწესებულებებში გახსნილ სავალუტო ანგარიშზე ახდენს „სალაროს მეურნეობის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №328 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

3. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.

4. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს სტატისტიკის სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი“.

5. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები „ვადიანი ანაბრის“ შეიცვალოს სიტყვებით „ანაბრის“.

6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „ვადიან ანაბარზე“ შეიცვალოს სიტყვით „ანაბარზე“.

7. მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვები „(ვადიანი ანაბრის)“ შეიცვალოს სიტყვით „(ანაბრის)“, ხოლო სიტყვები „(ვადიანი ანაბრიდან)“ შეიცვალოს სიტყვით „(ანაბრიდან)“.

მუხლი 2. „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს №76 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ასევე საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს სტატისტიკის სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი“.

3. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საბანკო დაწესებულებები არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს უხსნიან სალარო და სავალუტო ანაბრებს.“

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ვადიანი ანაბრების“ შეიცვალოს სიტყვით „ანაბრების“.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი                                                           მ. კაკულია