1.საკრებულოს კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, განსაზღვრული კვოტების შესაბამისად. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში კომისიის წევრი ხდება პირადი განცხადების საფუძველზე.

2. კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 3 წევრისაგან. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.

3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიიდან და/ან შევიდეს საკრებულოს კომისიაში. საკრებულოს წევრის გასვლას საკრებულოს კომისიიდან საკრებულო იღებს ცნობის სახით საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინები