საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.01.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 230.200.030.11.114.005.120
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 21/01/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 53.85pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.200.030.11.114.005.120
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №10
2002 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის 2001-2003 წლების განმავლობაში ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შესახებ მემორანდუმის მოთხოვნების შესასრულებლად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 200 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
ლ. ძნელაძე
საბაჟო მოხელეთა ქცევის წესი
(ქცევის კოდექსი)
მოცემული წესი შემუშავებულია საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის 2001-2003 წლების განმავლობაში ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შესახებ მემორანდუმის მოთხოვნების შესასრულებლად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 200 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო მოხელეთა ქცევის წესებს.
თავი I
საბაჟო მოხელეთა ქცევის ძირითადი პრინციპები
მუხლი 1🔗
საბაჟო მოხელე კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელების დროს ვალდებულია დაიცვას საჯარო სამსახურის ინტერესები.
მუხლი 2🔗
საბაჟოს ყველა მოხელე მოვალეა:
ა) მასზე დაკისრებული სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს ახორციელებდეს კეთილსინდისიერად, გულმოდგინედ, მიღებული პროფესიული ჩვევების, ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით;
ა) იმოქმედოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად;
გ) შეისწავლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმატიული აქტები, წესები და ინსტრუქციები;
დ) იყოს კოლეგიალური და ითვალისწინებდეს საზოგადოების კანონიერ უფლებებს, მოვალეობებსა და სურვილებს;
ე) იმოქმედოს მიუკერძოებლად, პირადი ან/და მესამე პირების ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სხვა ინტერესების ზეგავლენის გარეშე;
ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული ოფიციალური ინფორმაცია არ გამოიყენოს თავისი კერძო ინტერესებისათვის;
თავი II
კანონიერების დაცვა
მუხლი 3🔗. ქცევის წესების დარღვევა, რომლებიც ზიანს აყენებენ საბაჟო სამსახურს
1. საბაჟო მოხელემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება (როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს), რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან საბაჟო სამსახურის რეპუტაციას.
2. დაუშვებელია საბაჟო მოხელის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიმართულია სამართალდამრღვევისათვის დახმარების აღმოჩენისა ან სამართალდამარღვევის მოქმედების დაფარვისაკენ.
მუხლი 4🔗. მოხსენება (შეტყობინება) კანონებისა და ქცევის წესების დარღვევის შესახებ
საბაჟო მოხელე ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას, თუ დააპატიმრეს, დაკავებულია ან იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ, მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან არსებობს აღნიშნულის საფრთხე; ასევე მიაწოდოს ინფორმაცია კანონმდებლობის შესაძლო ან არსებული დარღვევების შესახებ, რაც გამომჟღავნდა მისი საქმიანობის დროს.
მუხლი 5🔗. საჩივრები საბაჟოსა და მისი მოხელეების მოქმედებაზე
საბაჟოსა და მის მოხელეთა პატიოსნებაში საზოგადოებრიობის ნდობის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია საბაჟოსა და/ან მისი ცალკეული მოხელეების მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრების ოპერატიული და მიუკერძოებელი განხილვა.
მუხლი 6🔗. სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელების სამართლებრივი ჩარჩო და წესი
1. საბაჟო მოხელემ მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების დროს უნდა იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, კანონმდებლობისა და ზემდგომ მოხელეთა მიერ კანონის თანახმად გამოცემული სამართლებრივი აქტების შესაბამისად, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული მოთხოვნები და ვადები.
2. თუ მოხელე მიიჩნევს, რომ მოქმედება, რომლის შესრულებასაც აიძულებენ, უკანონოა, არაეთიკურია ან ეწინააღმდეგება ქცევის კოდექსს, იგი მოვალეა, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს ზემდგომ თანამდებობის პირს.
თავი III
ურთიერთობა საზოგადოებრიობასთან
მუხლი 7🔗. მოვალეობები
საბაჟო მოხელეებმა ყველა საჭირო ღონე უნდა იხმარონ, რათა საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობაში შეასრულონ კანონისმიერი ვალდებულებები და ისარგებლონ კანონიერი უფლებებით.
მუხლი 8🔗. ურთიერთობა საქმიან წრეებთან
საქმიანი წრეების მხრიდან რაიმე უპირატესობის ან შეღავათის მინიჭების თაობაზე წინადადებების, ფულადი ან სხვა საჩუქრის შეთავაზების (მოსყიდვის) მცდელობის შემთხვევაში საბაჟო მოხელემ დაუყონებლივ წერილობით უნდა აცნობოს ზემდგომ თანამდებობის პირს.
მუხლი 9🔗. საბაჟო ორგანოების მოხელეთა იდენტიფიცირება და პირადობის დადგენა
1. უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობისას, ოფიციალური მიმოწერისა თუ სატელეფონო საუბრების დროს, საბაჟო მოხელეებმა ჯერ თავი უნდა წარმოადგინონ.
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენება მხოლოდ ოფიციალური მიზნებისათვის, რაც დაკავშირებულია საბაჟო საქმიანობასთან.
3. საბაჟო მოხელე ვალდებულია მოუფრთხილდეს პირადობის მოწმობას, საბაჟო სიმბოლოებს, გასაღებებს, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებებს და საქმიანობის შეწყვეტისას ჩააბარონ საბაჟო სამსახურს.
4. ნებისმიერი დაკარგული სიმბოლოს, პირადობის მოწმობის და სხვ. შესახებ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ხელმძღვანელობას და შინაგან საქმეთა ორგანოებს.
თავი IV
საჩუქრებთან დაკავშირებული წესები
მუხლი 10🔗
„საჩუქარი” არის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონება ან ქონებრივი ვალდებულებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე იმ პირის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიან პირობებში გაწეული მომსახურება, რომელიც ასეთი მომსახურებისათვის ჩვეულებრივ იღებს გასამრჯელოს.
მუხლი 11🔗
1. სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო ან პრემია საჩუქრად არ ჩაითვლება.
2. ახლო ნათესავის მიერ გადაცემული საჩუქარი, აგრეთვე სხვა პირის მიერ საჩუქრად გადაცემული ნაბეჭდი გამოცემები, გარდა ისტორიული ან ბიბლიოგრაფიული ღირებულების მქონე გამოცემებისა, შეზღუდვას არ ექვემდებარება.
მუხლი 12🔗
საბაჟო მოხელისათვის დაუშვებელია საჩუქრის მიღება, რამდენადაც იგი შეიძლება განხილული იქნეს როგორც მცდელობა მის მოქმედებაზე (გადაწყვეტილებაზე) გავლენის მოსახდენად (ქრთამის მიცემად).
მუხლი 13🔗
აკრძალულია საჩუქრის მიღება იმ პირისაგან (მათ შორის, მეგობრისგანაც) , რომელიც:
ა) ცდილობს საქმიანი ურთიერთობის დამყარებას ან აქვს ასეთი ურთიერთობა საბაჟო სამსახურთან;
ბ) ეწევა საქმიანობას, რომელსაც საბაჟო სამსახური არეგულირებს;
გ) იძლევა საჩუქარს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.
მუხლი 14🔗
1. საბაჟო მოხელეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით დადგენილი თანამდებობის პირის მიერ საჩუქრის მიღების შეზღუდვები.
2. თუ რაიმე კულტურული თუ დიპლომატიური მიზეზით მიღებულ იქნა უფრო ძვირფასი საჩუქარი, იგი უნდა გადაეცეს დაწესებულებას და არ უნდა იქნეს მიჩნეული თანამდებობის პირის კერძო საკუთრებად. თუ შესაძლებელია, საჩუქარი დიპლომატიურად უნდა დაუბრუნდეს (შეეცადოს დაბრუნებას) გადმომცემს.
3. მიღებული საჩუქრის ღირებულების მიუხედავად, საბაჟო მოხელე ვალდებულია ყველა ანალოგიურ შემთხვევაზე წერილობით აცნობოს თავის უფროსს საჩუქრის ან რაიმე ქონებრივი სარგებლის თაობაზე და შეიტანოს ოფიციალურ სიაში. სიაში მითითებული უნდა იყოს საჩუქრის მიმღები მოხელის ვინაობა, პირი, რომლისგანაც მიღებულ იქნა საჩუქარი, ასევე საჩუქრის აღწერილობა და მისი მიახლოებითი ღირებულება.
მუხლი 15🔗
თანამშრომელს არა აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი ან მოითხოვოს სხვისგან საჩუქარი თავისი ზემდგომი პირისათვის.
მუხლი 16🔗
არსებობს სამი მნიშვნელოვანი გამონაკლისი, რომელთა შემთხვევაშიც დასაშვებია საჩუქრების გაცემა-მიღება თანამშრომლებს შორის და თანამშრომელსა და მის უფროსს შორის:
ა) საჩუქრები საგანგებო თარიღებთან დაკავშირებით, როგორიცაა დაბადების დღე და საერთო დღესასწაულები, თუ საჩუქრები წარმოადგენს ნივთებს ღირებულებით არა უმეტეს საარსებო მინიმუმის ნახევრისა;
ბ) საჩუქრები საგანგებო, იშვიათი შემთხვევებისათვის ან პირადი მნიშვნელობის ისეთი მოვლენებისათვის, როგორიცაა: ქორწილი, ავადმყოფობა, ბავშვის შეძენა, პენსიაზე გასვლა, სხვა სამსახურში გადასვლა;
გ) ჯგუფური საჩუქრები: დაშვებულია თანამშრომლისათვის მისართმევად საჩუქრისათვის ნებაყოფლობით შემოწირულობის სახით ნომინალური თანხის თხოვნა, თუ აღნიშნული საჩუქარი კეთდება საგანგებო თარიღების და იშვიათი შემთხვევების აღსანიშნავად, წარმოადგენს საკვებს ან გამაგრილებელ სასმელს სამსახურში გამასპინძლებისათვის.
თავი V
ინტერესთა კონფლიქტის აცილება
მუხლი 17🔗
1. საბაჟო მოხელეს უფლება არა აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს იმ საწარმოებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში, სადაც მას ეკუთვნის აქციები ან წილი.
ბ) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან საწარმოში, სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.
გ) მიიღოს რაიმე ანაზღაურება საბაჟო სამსახურის მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო მოხელეს სურს დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება სხვა ადგილზე, ამაზე წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს ხელმძღვანელობისაგან. ზემდგომ თანამდებობის პირთან აღნიშნული საკითხის განხილვისას, მოხელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ამგვარი დასაქმება არ წარმოქმნის ინტერესთა კონფლიქტს და არ იქონიებს გავლენას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე. დამატებითი დასაქმების საათები არ უნდა დაემთხვეს საბაჟო ორგანოებში სამუშაო დროს.
მუხლი 18🔗
სამსახურებრივი დრო საბაჟო მოხელის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისათვის.
მუხლი 19🔗. პოსტსამსახურებრივი დასაქმება
საბაჟო მოხელეს სამსახურიდან გათავისუფლების მომენტიდან 3 წლის განმავლობაში არა აქვს უფლება, წარმოადგენდეს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებს საბაჟო ორგანიებთან ურთიერთობებში.
თავი VI
პოლიტიკური აქტიურობა
მუხლი 20🔗
საბაჟო მოხელეს ეკრძალება რაიმე პოლიტიკურ საქმიანობაში (მათ შორის, არჩევნებში) მონაწილეობისას თავისი ოფიციალური უფლებამოსილებისა და გავლენის გამოყენება.
თავი VII
ფულადი საკითხებისადმი დამოკიდებულება
მუხლი 21🔗
1. ფულადი სახსრების მიღებასა და შენახვას ახორციელებენ მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილი საბაჟო მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თანხების მიღებისა და მისი გამოყენების სისწორეზე.
2. სავალდებულოა საბაჟო ორგანოების მიერ მიღებული ყველა ფულადი სახსრების აღრიცხვის წარმოება ოფიციალური ინსტრუქციების შესაბამისად.
3. დაუშვებელია საბაჟო გადასახდელების გამოყენება არადანიშნულებისამებრ, საბაჟო მოხელეთა პირადი სარგებლისათვის. ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც დამატებითი გასამრჯელო, აბსოლუტურად დაუშვებელია.
მუხლი 22🔗. პირადი გარემოებები
საბაჟო მოხელის გადამხდელუუნარობის შემთხვევაში მისთვის აუცილებელია აღნიშნულის თაობაზე რაც შეიძლება სწრაფად აცნობოს საბაჟოს უფროსს. ეს წესი ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც განიცდის სერიოზულ ფინანსურ სიძნელეებს, როდესაც არ არსებობს არავითარი ან პრაქტიკულად არანაირი შესაძლებლობა მიმდინარე ვალების უახლოეს დროში დაფარვისა. დროებითი ფინანსური სიძნელეების შესახებ შეტყობინება საჭირო არაა.
თავი VIII
სამსახურებრივი ინფორმაციის გამოყენება
მუხლი 23🔗
საბაჟო მოხელეს უფლება არა აქვს უკანონოდ გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას მიღებული ინფორმაცია. ეს წესი ეხება ყველა დოკუმენტს, ჩანაწერსა და ელექტრონულ ინფორმაციას. აგრეთვე კერძო პირთა მიერ ოფიციალურ გარიგებებში გაცხადებულ ინფორმაციას.
თავი IX
სახელმწიფო ქონების განკარგვა
მუხლი 24🔗
საბაჟო მოხელე პასუხისმგებელია მასზე მინდობილი სახელმწიფო ქონების შენახვაზე და ეკრძალება მისი გამოყენება პირადი მიზნებისათვის ან სხვა პირებისათვის გადაცემა.
მუხლი 25🔗
საბაჟო მოხელეს უფლება არა აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ დაწესებულებასთან, რომელშიც ის მუშაობს.
თავი X
ქცევის კოდექსის დარღვევები და საბაჟო მოხელის პასუხისმგებლობა
მუხლი 26🔗
1. ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დასაცავად საბაჟოს ყველა მოხელეს მოეთხოვება:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება სათანადო გულისხმიერებით, პროფესიონალიზმი და პატიოსნება;
ბ) არამარტო ზუსტად იცავდეს კანონის მოთხოვნებს, არამედ ისწრაფოდეს უმაღლესი მორალური პრინციპების მისაღწევად.
2. საბაჟო მოხელეთა ქმედება უნდა იცავდეს და ამაღლებდეს საბაჟოს რეპუტაციას.
მუხლი 27🔗
ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შეუსრულებლობა გამოიწვევს საბაჟო მოხელის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით, თუ ის არ წარმოადგენს სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
მუხლი 28🔗
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან ერთად, საბაჟო მოხელეები ექვემდებარებიან სამინისტროს საშტატო წესებსა და ინსტრუქციებს.