# საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №10
- მიღების თარიღი: 15.01.2002
- კონსოლიდირებული რედაქცია: 15.01.2002
- სარეგისტრაციო კოდი: 230.200.030.11.114.005.120
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/53194/0
- წყარო: https://legali.ge/law/53194/

> ეს არის 15.01.2002 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. საბაჟოს ყველა მოხელე მოვალეა:

_თავი I — საბაჟო მოხელეთა ქცევის ძირითადი პრინციპები_

ა) მასზე დაკისრებული სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს ახორციელებდეს კეთილსინდისიერად, გულმოდგინედ, მიღებული პროფესიული ჩვევების, ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით;
ა) იმოქმედოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად;
გ) შეისწავლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმატიული აქტები, წესები და ინსტრუქციები;
დ) იყოს კოლეგიალური და ითვალისწინებდეს საზოგადოების კანონიერ უფლებებს, მოვალეობებსა და სურვილებს;
ე) იმოქმედოს მიუკერძოებლად, პირადი ან/და მესამე პირების ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სხვა ინტერესების ზეგავლენის გარეშე;
ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული ოფიციალური ინფორმაცია არ გამოიყენოს თავისი კერძო ინტერესებისათვის;
თავი II
კანონიერების დაცვ

[https://legali.ge/law/53194/muxli-2/](https://legali.ge/law/53194/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ქცევის წესების დარღვევა, რომლებიც ზიანს აყენებენ საბაჟო სამსახურს

_თავი II — კანონიერების დაცვა_

1. საბაჟო მოხელემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება (როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს), რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან საბაჟო სამსახურის რეპუტაციას.
2. დაუშვებელია საბაჟო მოხელის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიმართულია სამართალდამრღვევისათვის დახმარების აღმოჩენისა ან სამართალდამარღვევის მოქმედების დაფარვისაკენ

[https://legali.ge/law/53194/muxli-3/](https://legali.ge/law/53194/muxli-3/)

---

## მუხლი 4. მოხსენება (შეტყობინება) კანონებისა და ქცევის წესების დარღვევის შესახებ

_თავი II — კანონიერების დაცვა_

საბაჟო მოხელე ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას, თუ დააპატიმრეს, დაკავებულია ან იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ, მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან არსებობს აღნიშნულის საფრთხე; ასევე მიაწოდოს ინფორმაცია კანონმდებლობის შესაძლო ან არსებული დარღვევების შესახებ, რაც გამომჟღავნდა მისი საქმიანობის დროს

[https://legali.ge/law/53194/muxli-4/](https://legali.ge/law/53194/muxli-4/)

---

## მუხლი 6. სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელების სამართლებრივი ჩარჩო და წესი

_თავი II — კანონიერების დაცვა_

1. საბაჟო მოხელემ მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების დროს უნდა იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, კანონმდებლობისა და ზემდგომ მოხელეთა მიერ კანონის თანახმად გამოცემული სამართლებრივი აქტების შესაბამისად, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული მოთხოვნები და ვადები.
2. თუ მოხელე მიიჩნევს, რომ მოქმედება, რომლის შესრულებასაც აიძულებენ, უკანონოა, არაეთიკურია ან ეწინააღმდეგება ქცევის კოდექსს, იგი მოვალეა, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს ზემდგომ თანამდებობის პირს.
თავი III
ურთიერთობა საზოგადოებრიობასთა

[https://legali.ge/law/53194/muxli-6/](https://legali.ge/law/53194/muxli-6/)

---

## მუხლი 9. საბაჟო ორგანოების მოხელეთა იდენტიფიცირება  და პირადობის დადგენა

_თავი III — ურთიერთობა საზოგადოებრიობასთან_

1. უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობისას, ოფიციალური მიმოწერისა თუ სატელეფონო საუბრების დროს, საბაჟო მოხელეებმა ჯერ თავი უნდა წარმოადგინონ.
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენება მხოლოდ ოფიციალური მიზნებისათვის, რაც დაკავშირებულია საბაჟო საქმიანობასთან.
3. საბაჟო მოხელე ვალდებულია მოუფრთხილდეს  პირადობის მოწმობას, საბაჟო სიმბოლოებს, გასაღებებს, იდენტიფიკაციის სხვა საშუალებებს და საქმიანობის შეწყვეტისას ჩააბარონ საბაჟო სამსახურს.
4. ნებისმიერი დაკარგული სიმბოლოს, პირადობის მოწმობის და სხვ. შესახებ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ხელმძღვანელობას და შინაგან საქმეთა ორგანოებს.
თავი IV
საჩუქრებთან დაკავშირებული წესებ

[https://legali.ge/law/53194/muxli-9/](https://legali.ge/law/53194/muxli-9/)

---

## მუხლი 11. 1.  სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო ან პრემია საჩუქრად არ ჩაითვლება

_თავი IV — საჩუქრებთან დაკავშირებული წესები_

2.  ახლო ნათესავის მიერ გადაცემული საჩუქარი, აგრეთვე სხვა პირის მიერ საჩუქრად გადაცემული ნაბეჭდი გამოცემები, გარდა ისტორიული ან ბიბლიოგრაფიული ღირებულების მქონე გამოცემებისა, შეზღუდვას არ ექვემდებარება

[https://legali.ge/law/53194/muxli-11/](https://legali.ge/law/53194/muxli-11/)

---

## მუხლი 14. 1. საბაჟო მოხელეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით დადგენილი თანამდებობის პირის მიერ საჩუქრის მიღების შეზღუდვები

_თავი IV — საჩუქრებთან დაკავშირებული წესები_

2. თუ რაიმე კულტურული თუ დიპლომატიური მიზეზით მიღებულ იქნა უფრო ძვირფასი საჩუქარი, იგი უნდა გადაეცეს დაწესებულებას და არ უნდა იქნეს მიჩნეული თანამდებობის პირის კერძო საკუთრებად. თუ შესაძლებელია, საჩუქარი დიპლომატიურად უნდა დაუბრუნდეს (შეეცადოს დაბრუნებას) გადმომცემს.
3. მიღებული საჩუქრის ღირებულების მიუხედავად, საბაჟო მოხელე ვალდებულია ყველა ანალოგიურ შემთხვევაზე წერილობით აცნობოს თავის უფროსს საჩუქრის ან რაიმე ქონებრივი სარგებლის თაობაზე და შეიტანოს ოფიციალურ სიაში. სიაში მითითებული უნდა იყოს საჩუქრის მიმღები მოხელის ვინაობა, პირი, რომლისგანაც მიღებულ იქნა საჩუქარი, ასევე საჩუქრის აღწერილობა და მისი მიახლოებითი ღირებულება

[https://legali.ge/law/53194/muxli-14/](https://legali.ge/law/53194/muxli-14/)

---

## მუხლი 16. არსებობს სამი მნიშვნელოვანი გამონაკლისი, რომელთა შემთხვევაშიც დასაშვებია საჩუქრების გაცემა-მიღება თანამშრომლებს შორის და თანამშრომელსა და მის უფროსს შორის:

_თავი IV — საჩუქრებთან დაკავშირებული წესები_

ა) საჩუქრები საგანგებო თარიღებთან დაკავშირებით, როგორიცაა დაბადების დღე და საერთო დღესასწაულები, თუ საჩუქრები წარმოადგენს ნივთებს ღირებულებით არა უმეტეს საარსებო მინიმუმის ნახევრისა;
ბ) საჩუქრები საგანგებო, იშვიათი შემთხვევებისათვის ან პირადი მნიშვნელობის ისეთი მოვლენებისათვის, როგორიცაა: ქორწილი, ავადმყოფობა, ბავშვის შეძენა, პენსიაზე გასვლა, სხვა სამსახურში გადასვლა;
გ) ჯგუფური საჩუქრები: დაშვებულია თანამშრომლისათვის მისართმევად საჩუქრისათვის ნებაყოფლობით შემოწირულობის სახით ნომინალური თანხის თხოვნა, თუ აღნიშნული საჩუქარი კეთდება საგანგებო თარიღების და იშვიათი შემთხვევების აღსანიშნავად, წარმოადგენს საკვებს ან გამაგრილებელ სასმელს სამსახურში გამასპინძლებისათვის.
თავი V
ინტერესთა კონფლიქტის აცილებ

[https://legali.ge/law/53194/muxli-16/](https://legali.ge/law/53194/muxli-16/)

---

## მუხლი 17. 1. საბაჟო მოხელეს უფლება არა აქვს:

_თავი V — ინტერესთა კონფლიქტის აცილება_

ა) მონაწილეობა მიიღოს იმ საწარმოებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში, სადაც მას ეკუთვნის აქციები ან წილი.
ბ) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან საწარმოში, სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.
გ) მიიღოს რაიმე ანაზღაურება საბაჟო სამსახურის მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო მოხელეს სურს დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება სხვა ადგილზე, ამაზე წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს ხელმძღვანელობისაგან. ზემდგომ თანამდებობის პირთან აღნიშნული საკითხის განხილვისას, მოხელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ამგვარი დასაქმება არ წარმოქმნის ინტერესთა კონფლიქტს და არ იქონიებს გავლენას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე. დამატებითი დასაქმების საათები არ უნდა დაემთხვეს საბაჟო ორგანოებში სამუშაო დროს

[https://legali.ge/law/53194/muxli-17/](https://legali.ge/law/53194/muxli-17/)

---

## მუხლი 21. 1. ფულადი სახსრების მიღებასა და შენახვას ახორციელებენ მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილი საბაჟო მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თანხების მიღებისა და მისი გამოყენების სისწორეზე

_თავი VII — ფულადი საკითხებისადმი დამოკიდებულება_

2. სავალდებულოა საბაჟო ორგანოების მიერ მიღებული ყველა ფულადი სახსრების აღრიცხვის წარმოება ოფიციალური ინსტრუქციების შესაბამისად.
3. დაუშვებელია საბაჟო გადასახდელების გამოყენება არადანიშნულებისამებრ, საბაჟო მოხელეთა პირადი სარგებლისათვის. ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც დამატებითი გასამრჯელო, აბსოლუტურად დაუშვებელია

[https://legali.ge/law/53194/muxli-21/](https://legali.ge/law/53194/muxli-21/)

---

## მუხლი 22. პირადი გარემოებები

_თავი VII — ფულადი საკითხებისადმი დამოკიდებულება_

საბაჟო მოხელის გადამხდელუუნარობის შემთხვევაში მისთვის აუცილებელია აღნიშნულის თაობაზე რაც შეიძლება სწრაფად აცნობოს საბაჟოს უფროსს. ეს წესი ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც განიცდის სერიოზულ ფინანსურ სიძნელეებს, როდესაც არ არსებობს არავითარი ან პრაქტიკულად არანაირი შესაძლებლობა მიმდინარე ვალების უახლოეს დროში დაფარვისა. დროებითი ფინანსური სიძნელეების შესახებ შეტყობინება საჭირო არაა.
თავი VIII
სამსახურებრივი ინფორმაციის გამოყენებ

[https://legali.ge/law/53194/muxli-22/](https://legali.ge/law/53194/muxli-22/)

---

## მუხლი 23. საბაჟო მოხელეს უფლება არა აქვს უკანონოდ გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას მიღებული ინფორმაცია. ეს წესი ეხება ყველა დოკუმენტს, ჩანაწერ

_თავი VIII — სამსახურებრივი ინფორმაციის გამოყენება_

თავი IX
სახელმწიფო ქონების განკარგვ

[https://legali.ge/law/53194/muxli-23/](https://legali.ge/law/53194/muxli-23/)

---

## მუხლი 26. 1. ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დასაცავად საბაჟოს ყველა მოხელეს მოეთხოვება:

_თავი X — ქცევის კოდექსის დარღვევები და საბაჟო მოხელის პასუხისმგებლობა_

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება სათანადო გულისხმიერებით, პროფესიონალიზმი და პატიოსნება;
ბ) არამარტო ზუსტად იცავდეს კანონის მოთხოვნებს, არამედ ისწრაფოდეს უმაღლესი მორალური პრინციპების მისაღწევად.
2.  საბაჟო მოხელეთა ქმედება უნდა იცავდეს და ამაღლებდეს საბაჟოს რეპუტაციას

[https://legali.ge/law/53194/muxli-26/](https://legali.ge/law/53194/muxli-26/)
