სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №02-2720/ო
2021 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილების (დანართი 1) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს სს ,,პედიატრი ზე“ (მისამართი: ქ.თბილისი, უ.ჩხეიძის ქ. N10) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია‘’.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: სს ,,პედიატრი ს“ განცხადებები N99177, 13. 10. 2021 წ. და N106691, 03.11.2021 წ.;
ადგილზე შემოწმების აქტი N ლ/ნ 1607-162 08.12.2021წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი N12 10. 12. 2021წ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე