სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №104/ნ
სარეგისტრაციო კოდი 280010000.22.022.018104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,083 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
სოციალური მუშაკების დამსაქმებელი ორგანიზაცია
მანდატურის სამსახური
მუხლი 3
მომსახურების მიმღები
სკოლის მოსწავლე/მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი/მასწავლებელი
მუხლი 3
ცენტრი
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი
მუხლი 3
სამუშაო სივრცე
ოთახი სოციალური მუშაკების დამსაქმებელი ორგანიზაციის (შემდგომ – ორგანიზაცია) ადმინისტრაციული შენობა ან სკოლაში სოციალური მუშაკისთვის  გამოყოფილი ოთახი,   სადაც სოციალური მუშაკი ახორციელებს სოციალურ მუშაობას
მუხლი 3
საველე ვიზიტი
სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ვიზიტი მომსახურების მიმღებისათვის სოციალური მუშაობის მომსახურების მიწოდების მიზნით, მისი ძირითადი სამუშაო სივრცის გარეთ, მათ შორის  მომსახურების მიმღების საცხოვრებელ მისამართზე
მუხლი 3
ოჯახში ვიზიტი
საველე ვიზიტის განხორციელება მომსახურების მიმღების საცხოვრებელ ადგილას
მუხლი 3
უბანი
ქალაქის ან სოფლის ნაწილი, ტერიტორიული არეალი, სადაც ხორციელდება საველე ვიზიტი.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №104/ნ 2021 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი  პუნქტისა და 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დანართი სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ბრძანების მოქმედების სფერო ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომ – მანდატურის სამსახური) სოციალური მუშაკის სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესს. მუხლი 2🔗. ბრძანების მიზანი ამ ბრძანების მიზანია მანდატურის სამსახურში მომუშავე სოციალურ მუშაკთათვის სოციალური მუშაობისთვის აუცილებელი უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ ბრძანების მიზნებისათვის, ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოციალური მუშაკების დამსაქმებელი ორგანიზაცია  – მანდატურის სამსახური; ბ) მომსახურების მიმღები – სკოლის მოსწავლე/მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი/მასწავლებელი; გ) ცენტრი – მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი; დ) სამუშაო სივრცე – ოთახი სოციალური მუშაკების დამსაქმებელი ორგანიზაციის (შემდგომ – ორგანიზაცია) ადმინისტრაციული შენობა ან სკოლაში სოციალური მუშაკისთვის  გამოყოფილი ოთახი,   სადაც სოციალური მუშაკი ახორციელებს სოციალურ მუშაობას; ე) საველე ვიზიტი – სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ვიზიტი მომსახურების მიმღებისათვის სოციალური მუშაობის მომსახურების მიწოდების მიზნით, მისი ძირითადი სამუშაო სივრცის გარეთ, მათ შორის  მომსახურების მიმღების საცხოვრებელ მისამართზე;   ვ) ოჯახში ვიზიტი – საველე ვიზიტის განხორციელება მომსახურების მიმღების საცხოვრებელ ადგილას; ზ) უბანი – ქალაქის ან სოფლის ნაწილი, ტერიტორიული არეალი, სადაც ხორციელდება საველე ვიზიტი. თავი II სოციალური მუშაკის უსაფრთხოება მუხლი 4🔗. სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების დაცვის მხარდაჭერა 1. სოციალურ მუშაკებს უნდა შეეძლოთ თავიანთი პრაქტიკის განხორციელება ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობისაგან და ძალადობის საფრთხისაგან დაცულ გარემოში როგორც ორგანიზაციაში, ასევე საველე მუშაობის დროს. ამ მიზნით ორგანიზაციამ სათანადო რესურსებით მხარდაჭერა უნდა გაუწიოს სოციალურ მუშაკებს. 2. სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ორგანიზაცია უზრუნველყოფს: ა) წინასწარი რისკის შეფასებასა და მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) საინფორმაციო სესიების მომზადებას, რომლებიც ეხმარება სოციალურ მუშაკს საფრთხის ამოცნობაში, მის შემცირებასა და აღმოფხვრაში. მუხლი 5🔗. სოციალური მუშაკისათვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება 1. ორგანიზაცია უზრუნველყოფს მოსალოდნელი საფრთხის მართვასთან დაკავშირებით პროაქტიულ მიდგომას, რა დროსაც ხდება მომხდარი შემთხვევების გაანალიზება და მათი თავიდან აცილების მიზნით საჭირო ზომების მიღება. 2. მომხდარი შემთხვევების ანალიზი ხორციელდება დეპერსონალიზებული ფორმით შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე: ა) შემთხვევის ტიპი (ვერბალური საფრთხე, მდგომარეობიდან გამოყვანა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ.); ბ) შემთხვევის სიმწვავე (ფიზიკური ჯანმრთელობა – სხეულის დაზიანება, ფსიქიკური ჯანმრთელობა – ფსიქოლოგიური/ემოციური ზიანი,  ფინანსური ზარალი – საჯარო თუ კერძო საკუთრების დაზიანება); გ)  პერსონალის, მომსახურების მიმღებთა და მოწმეების ჩართულობა ან თანდასწრება;   დ) ორგანიზაციაში არსებული სოციალური მუშაობის უსაფრთხოების პოლიტიკისა და  პროცედურების  ხარვეზები, რომელმაც გამოიწვია ან ვერ უზრუნველყო შემთხვევის თავიდან აცილება. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საკითხის განხილვისას მუშავდება მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ შესაძლო მექანიზმები, არსებული პროცედურების, პოლიტიკისა და ხარვეზების შეფასება, ასევე, ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. სოციალურ მუშაკთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა 1. ორგანიზაცია ხელს უწყობს სოციალურ მუშაკთათვის, მომსახურების მიმღებთან სოციალური მუშაობის განხორციელებისას უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს: ა) სამუშაო სივრცის იმგვარად მოწყობას, რომ სოციალურ მუშაკს შეეძლოს სამუშაო ოთახის ადვილად დატოვება, მომსახურების მიმღებისგან შესაძლო ძალადობის თავიდან ასაცილებლად; ბ) სოციალური მუშაკის სამუშაო მაგიდის კართან ახლოს მდებარეობას; გ) სამუშაო სივრცის იმგვარად განთავსებას, რომ ოთახში შემოსასვლელი კარი იყოს სოციალური მუშაკის  მხედველობის არეში; დ) სპეციალურ ინდივიდუალურ სივრცეს, სადაც შესაძლებელია მომსახურების მიმღებ ისეთ პირთან შეხვედრა, რომლისგანაც მომდინარე შესაძლო საფრთხის ალბათობა მაღალია. შესაძლო საფრთხის ალბათობა მაღალია, თუ სახეზე გვაქვს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“, „დ.ა“, „დ.ბ“ ან „დ.ე“ ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთი მაინც. საფრთხის დონის განსაზღვრა ხდება წინასწარ ეთიკური პრინციპების დაცვით; ე) ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეხვედრაში მონაწილეობს ორი სოციალური მუშაკი; ვ) მომსახურების მიმღებთან სამუშაო სივრცეში ბასრი და მძიმე საკანცელარიო ნივთების არარსებობას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავდასხმის იარაღად მომსახურების მიმღების მიერ; ზ) სოციალური მუშაკის სამუშაო სივრცისკენ მიმავალი დერეფნის კარგად განათებას. 2. ორგანიზაცია უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეში მომსახურების მიმღებისთვის სოციალური მუშაობის მომსახურების გაწევისას დასამუშავებელი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას, რაც, მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ დაუშვებელია სოციალური მუშაობის მომსახურების გაწევის დროს სამუშაო სივრცეში  არაუფლებამოსილი პირების დასწრება და მათი წვდომა დასამუშავებელ პერსონალურ მონაცემებზე. მუხლი 7🔗. ტექნოლოგიების გამოყენება   1. ორგანიზაცია სოციალურ მუშაკებს უზრუნველყოფს სამუშაო პროცესისათვის საჭირო ტექნიკით, ხოლო სოციალური მუშაკები ინფორმირებულნი არიან მათ უსაფრთხოდ გამოყენებასთან  დაკავშირებით. 2. ტექნოლოგიების გამოყენებისას: ა) მობილური ტელეფონის ნომერი არის კორპორატიული; ბ) მობილური ტელეფონის გამოყენებისას, შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, სოციალური მუშაკი ფლობს მობილური ტელეფონის გამოყენებისა და ტექსტური შეტყობინების ფარული გაგზავნის ტექნიკას; გ) ორგანიზაციის მიერ შემუშავებულია ტექსტური შეტყობინებების  კოდური კომბინაცია, რომელიც არ არის საჯარო და ხელმისაწვდომია მხოლოდ სოციალურ მუშაკთათვის; დ) მობილური ტელეფონი, რომელშიც ჩართულია ორგანიზაციის კორპორატიული ნომერი,  მუდმივად ჩართული და დამუხტულია;  ე) მობილური ტელეფონის სწრაფი აკრეფის ღილაკებზე დაფიქსირებულია პროფესიულ ხელმძღვანელთან (არსებობის შემთხვევაში) უშუალო ხელმძღვანელის/ ცენტრის თანამშრომლების ტელეფონის ნომრები. მუხლი 8🔗. საველე ვიზიტების საფრთხის რისკის შეფასება  1. საველე ვიზიტის განხორციელებისას სოციალური მუშაკი შესაძლოა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. შესაბამისად, სოციალური მუშაკი როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი საველე ვიზიტის განხორციელებამდე, შესაძლო ძალადობის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, მისთვის ცნობილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აფასებს განსახორციელებელი საველე ვიზიტისგან  მომდინარე საფრთხეს და რისკს. რისკის არსებობის შემთხვევაში პროფესიულ ხელმძღვანელთან (არსებობის შემთხვევაში)/უშუალო ხელმძღვანელთან და/ან ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმდება უსაფრთხოების გეგმა წერილობითი ან ზეპირი ფორმით.  2. ყოველი ვიზიტის წინ სოციალურმა მუშაკმა შეძლებისდაგვარად უნდა განახორციელოს რისკის შეფასება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) გარე ფაქტორები: ა.ა)  აქვს თუ არა სოციალურ მუშაკს განსახორციელებელი ვიზიტის ზუსტი მისამართი და ხომ არ არსებობს დაკარგვის, სივრცეში ორიენტაციის საფრთხე; ა.ბ) არის თუ არა მოცემული უბანი რისკის შემცველი ძალადობის კუთხით; ა.გ) დაგეგმილია თუ არა ვიზიტი დღის ისეთ მონაკვეთში, რომელიც შესაძლოა რისკის შემცველი იყოს (მაგალითად, საღამოს საათებში); ა.დ) არსებობს თუ არა ბუნებრივ გარემო პირობებთან დაკავშირებული გარემოებები,  რომლებიც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი; ა.ე) მოცემულ უბანში ბოლო 48 საათის განმავლობაში ხომ არ აღრიცხულა ძალადობის შემთხვევა; ა.ვ) რამდენად კარგად ხდება ტელეფონის მიერ სიხშირის მიღება ვიზიტის ადგილას; ა.ზ) სოციალური მუშაკის მიერ მისი დასაქმების ადგილის დასახელება ხომ არ გაზრდის რისკს სოციალური მუშაკის მიმართ; ა.თ)  იმყოფებიან თუ არა სხვა თანამშრომლები მოცემული ვიზიტის ადგილთან ახლოს. ბ) მომსახურების მიმღების საცხოვრებელი: ბ.ა) მომსახურების მიმღების ბინაში/სახლში მისვლა მოითხოვს თუ არა ლიფტით ან კიბით სარგებლობას; ბ.ბ)    საჯარო სივრცეები არის თუ არა სუფთა და განათებული; ბ.გ)   ადვილად არის თუ არა ხელმისაწვდომი გამოსასვლელი; ბ.დ)   იქნებიან თუ არა ოჯახში ვიზიტის განხორციელებისას მომსახურების მიმღებთან ერთად სხვა პირები/შინაური ცხოველები. გ) სამუშაო აქტივობები: გ.ა) სოციალური მუშაკი ჩაერთვება თუ არა მაღალი რისკის შემცველ აქტივობებში, როგორიცაა დაპირისპირებული მხარეების შერიგება, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა; გ.ბ) იცის თუ არა სოციალურმა მუშაკმა კრიზისული სიტუაციების მართვა. დ) მომსახურების მიმღების ბიოფსიქოსოციალური მდგომარეობის გამო გაზრდილი რისკი: დ.ა) ინფორმაციას მომსახურების მიმღების მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური (მათ შორის, ახალი ფსიქოაქტიური) ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით; დ.ბ) აქვს თუ არა მომსახურების მიმღებს ფსიქიკური პრობლემები ან პიროვნული აშლილობები; დ.გ) იღებს თუ არა მომსახურების მიმღები შესაბამისი სპეციალისტის დახმარებას; დ.დ) აქვს თუ არა მომსახურების მიმღებს ხშირი ძალადობრივი ქმედებების ისტორია; დ.ე) უჭირს თუ არა მომსახურების მიმღებს კომუნიკაცია. ე)  სოციალური მუშაკის მოწყვლადობის დონე: ე.ა) მუშაობს მარტო; ე.ბ) გამოხატული ფიზიკური მდგომარეობა (ფეხმძიმობა, შეზღუდული   შესაძლებლობები); ე.გ) გამოცდილების ნაკლებობა; ე.დ) დაბნეულობა, სიმორცხვე, ნაკლები თავდაჯერებულობა ან მაღალი თვითშეფასება; ე.ე) სოციალური მუშაკის სტერეოტიპული დამოკიდებულება საფრთხეების მიმართ (საფრთხის ზედმეტად აღქმა ან საფრთხის ვერ დანახვა); ე.ვ) ჩაცმულობა და პირადი აქსესუარები (სამკაულები, მაღალი ქუსლები); ე.ზ) სხვა აქსესუარები (პოლიტიკური პარტიის სიმბოლო, რელიგიური სიმბოლიკა), რომელიც ვერ იფარება და რამაც შეიძლება მიიქციოს ყურადღება; ე.თ) გარეგნობა (ტატუ, პირსინგი), რომელიც ვერ იფარება და რამაც შეიძლება მიიქციოს ყურადღება; ე.ი) უსაფრთხოების გეგმის არქონა. ვ) საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო აღჭურვილობა: ვ.ა) ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილია უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება; ვ.ბ) მობილური ტელეფონი სრულად არის დატენილი; ვ.გ) საგანგებო შემთხვევისას შესაძლებელია ზარის განხორციელება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის მოპოვებისას სოციალური მუშაკი მხედველობაში იღებს საინფორმაციო საშუალებებიდან მიღებულ ინფორმაციას ან/და სამსახურის შიდა ბაზებში არსებულ ინფორმაციას, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით სოციალურმა მუშაკმა შესაძლოა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავი ორგანოებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება  ხორციელდება დეპერსონალიზებული სახით სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 4. ვიზიტის განხორციელებამდე რისკის შეფასებისას სოციალური მუშაკისათვის   ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია გასათვალისწინებელია მაშინ, თუ სოციალურმა მუშაკმა შეძლო ამ ინფორმაციის მოპოვება. 5. თუ სოციალური მუშაკისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია ცნობილი გახდა ადგილზე ვიზიტისას, სოციალურმა მუშაკმა უნდა გაითვალისწინოს  მიღებული ინფორმაცია რისკის შეფასებისთვის. მუხლი 9🔗. ველზე მუშაობის პრინციპები 1. თუ სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტის განხორციელება მაღალი რისკის შემცველია, იგი უსაფრთხოების გეგმას ათანხმებს მის პროფესიულ ხელმძღვანელთან (არსებობის შემთხვევაში) უშუალო ხელმძღვანელთან, რა დროსაც განისაზღვრება სოციალური მუშაკისა და მასთან მყოფი პირის (პირების) ყველა შესაძლო აქტივობა უშუალო ხელმძღვანელის და/ან ცენტრის ხელმძღვანელის მონაწილეობით მომსახურების მიმღების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მაღალი რისკის შემცველობა არ უნდა გახდეს მომსახურების მიმღებისთვის სოციალური მუშაობის მომსახურების გაწევის დამაბრკოლებელი გარემოება. 2. ვიზიტის განხორციელება ითვლება მაღალი რისკის შემცველად, თუ სახეზე გვაქვს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“, „დ.ა“, „დ.ბ“ ან „დ.ე“ ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთი მაინც. 3. განსახორციელებელი ვიზიტი იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ყველა შესაძლო საფრთხე და მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სოციალური მუშაკის უსაფრთხოება. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვიზიტის განხორციელებისას სოციალური მუშაკი: ა) იმყოფება სხვა თანმხლებ პირთან ერთად; ბ) ოჯახში ვიზიტისას ზის კართან ახლოს; გ) მომსახურების მიმღებთან საუბრისას ზურგი აქვს დაცული. 5. მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილია ალტერნატიული გეგმა რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად. მუხლი 10🔗.  სოციალური მუშაკის მიერ მომსახურების მიმღებთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება 1. სოციალური მუშაკი იღებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს, როდესაც მასთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება მომსახურების მიმღები. 2. მომსახურების მიმღებთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმღების უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  სოციალური მუშაკი არკვევს: ა) მომსახურების მიმღების ინტოქსიკაციის დონეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) მომსახურების მიმღების მიერ იარაღის ტარების შესაძლო ფაქტს; გ) სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობას, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მიერ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლასა და სატრანსპორტო საშუალებაში თავდასხმის იარაღის არსებობის შესაძლო ფაქტს. 3. თუ მომსახურების მიმღები არასრულწლოვანია, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების შესაბამისი ნორმები. არასრულწლოვანი მომსახურების მიმღების სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება განხორციელდება მხოლოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. 4. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ ირკვევა, რომ მომსახურების მიმღებთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება არ არის უსაფრთხო, ცენტრი არ ახორციელებს აღნიშნულ მოქმედებას, სანამ არსებული რისკი არ იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. მუხლი 11🔗. საველე ვიზიტის განხორციელებამდე სოციალური მუშაკის მიერ ანგარიშის წარდგენა 1. ვიზიტის განხორციელებამდე სოციალური მუშაკი აღნიშნულის შესახებ აცნობებს პროფესიულ ზედამხედველს (არსებობის შემთხვევაში)/ უშუალო ხელმძღვანელს და/ან, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მანდატურის სამსახურის უფროსს, ან მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეს. 2. ვიზიტის განხორციელებამდე სოციალური მუშაკი ადგენს ანგარიშს, რომელიც  უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მისამართი, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი; ბ) ვიზიტის დრო; გ) ინფორმაცია მომსახურების მიმღების შესახებ (სახელი და გვარი, პირადი ნომერი); დ) ვიზიტის სავარაუდო ხანგრძლივობა, მისვლისა დროისა და გამოსვლის დროის მითითებით; ე) ინფორმაცია გადაადგილების საშუალების (ავტომანქანის/საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ა.შ.) შესახებ; ვ) ინფორმაცია ვიზიტისას განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით შეცვლილი გეგმის შესახებ. მუხლი 12🔗. ძალადობის შემთხვევის შემდგომი ანგარიში და რეაგირება 1. ორგანიზაცია ვალდებულია შეიმუშაოს სოციალური მუშაკის მიმართ მოსალოდნელი ძალადობის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურები, რომლის მიზანია შესაბამისი მექანიზმების დანერგვა, რათა დაზარებულ სოციალურ მუშაკს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა და მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული, რისთვისაც ორგანიზაცია უზრუნველყოფს: ა)  მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გეგმის გადახედვას და შემდგომ დამუშავებას; ბ) უსაფრთხოების არსებული პოლიტიკის და პროცედურების გადახედვას. 2. სოციალური მუშაკის მიმართ ძალადობის შემთხვევაზე დაუყოვნებლივი რეაგირების მიზნით ორგანიზაცია: ა) ახდენს შემთხვევის დეტალურ შესწავლასა და განხილვას (დებრიფინგს); ბ) ახდენს ინფორმაციის მოპოვებას შემთხვევის მოწმეებისა და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირებისგან; გ) სოციალური მუშაკისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, ადგენს დეტალურ ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა დროსა და რა ვითარებაში მიადგა ზიანი სოციალურ მუშაკს, ვინ იყვნენ ფაქტის შემსწრე პირები; ანგარიშში ასახავს ინფორმაციას მიყენებული ფიზიკური დაზიანებების, ფაქტის გამომწვევი მიზეზებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ; დ) უზრუნველყოფს დაზარალებული სოციალური მუშაკის საქმეთა გადანაწილებას; ე) უზრუნველყოფს ტექნიკური და იურიდიული დახმარების შეთავაზებას დაზარალებული სოციალური მუშაკისთვის. მუხლი 13🔗.  უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი  ახალდაქირავებული სოციალური მუშაკები მონაწილეობას იღებენ უსაფრთხოების საკითხებთან/წესებთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრებში და/ან ტრენინგში. საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რისკის შეფასება/მართვა/შემცირება, უსაფრთოხოების გეგმის შემუშავება,  მოძალადე მომსახურების მიმღებ პირებთან ინტერვენციების ეფექტური სტრატეგიები, მეორადი ტრავმის ზეგავლენა, მომსახურების მიმღების თავდაცვის სტრატეგიები, ასევე, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენება და თვით-ზრუნვის საკითხები მეორადი ტრავმის ეფექტურად მართვის მიზნით. მუხლი 14🔗. ინფექციური გზით გადამდები დაავადებებისა და ვირუსული ინფექციის გავრცელების დროს სოციალური მუშაკის სახელმძღვანელო პრინციპები 1. ინფექციური გზით გადამდები დაავადების მატარებელ მომსახურების მიმღებთან შეხვედრის ან ვირუსული ინფექციის გავრცელების პირობებში სოციალური მუშაკი იღებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს. 2. სოციალური მუშაკი ინფორმირებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ რისკთან დაკავშირებით და იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიმღებთან პირისპირ შეხვედრის,  შეხვედრის დისტანციურად ჩატარების ან შეხვედრის გადადების თაობაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს  გონივრული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, გადაწყვეტილება მიიღება როგორც საკუთარი, ისე სხვების უსაფრთხოების რისკის შეფასების საფუძველზე. 3. გადამდები ინფექციური დაავადებებით გამოწვეული პანდემიის პირობებში ორგანიზაცია: ა) შეიმუშავებს  სოციალური მუშაკების უსაფრთხოდ მუშაობის ნორმებსა და გადაუდებელ შემთხვევებზე ალტერნატიული  რეაგირების მექანიზმებს; ბ)  ატარებს სოციალური მუშაკების რუტინულ შემოწმებებს, თანამშრომელთა ინფიცირების შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით; გ)   უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების წვდომას ყველა საჭირო დამცავ საშუალებაზე, რათა სოციალური მუშაკის პირდაპირი კონტაქტი სხვა პირებთან იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით. 4. შემუშავებული უსაფრთხოების პროტოკოლი უნდა ითვალისწინებდეს ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის მიერ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზოგად წესებს/რეკომენდაციებს, სოციალური მუშაკის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. მუხლი 15🔗. დოკუმენტაციის წარმოება და შენახვის ვადები 1. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, ხოლო მიმოცვლა უფლებამოსილ პირებს შორის – სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ინახება ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მომსახურების მიმღებთან სოციალური მუშაობის  დასრულებამდე. სოციალური მუშაობის დასრულებისას აღნიშნული დოკუმენტაცია იშლება. 3. ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობითა და ორგანიზაციის შინაგანაწესით დადგენილ პასუხისმგებლობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი