ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2021
ძალის დაკარგვა 26.12.2022
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.142.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | რანგირება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა,
პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№16
2021 წლის 24 დეკემბერი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა,
პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირება, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/02/2018, 190040000.35.142.016179).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და
საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება
№
რანგირება
თანამდებობის დასახელება
რიცხოვნობა
თანამდებობრივი
სარგო
1
საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები
22
საკრებულოს თავმჯდომარე
1
4510
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1
3410
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2
2970
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
2420
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1
2200
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის
მოადგილე
7
1760
2
საკრებულოს აპარატი
5
I რანგი
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი
1
2530
II რანგი
საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
1
1980
III რანგი
საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- იურიდიულ საკითხებში
1
1430
საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში
1
1430
საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- საორგანიზაციო საკითხებში
1
1430