დასაქმების კერძო სააგენტოს სავალდებულო შეტყობინებისა და ანგარიშგების წესის შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №22/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.133
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 01/02/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დასაქმების კერძო სააგენტოს სავალდებულო შეტყობინებისა და ანგარიშგების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-14.2pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:26.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.65pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.133
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №22/ნ
2002 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
დასაქმების კერძო სააგენტოს სავალდებულო შეტყობინებისა და ანგარიშგების წესის შესახებ
„დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „დასაქმების კერძო სააგენტოს სავალდებულო შეტყობინებისა და ანგარიშგების წესი”.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე
ა. გამყრელიძე
დასაქმების კერძო სააგენტოს სავალდებულო შეტყობინებისა და ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს დასაქმების კერძო სააგენტოების სავალდებულო შეტყობინებისა და ანგარიშგების წესსა და პირობებს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
2. დასაქმების კერძო სააგენტოდ ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც აწარმოებს ერთი ან მეტი სახის შემდეგ მომსახურებას:
ა) მომსახურება, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას (დასაქმების კერძო სააგენტო არ წარმოადგენს მხარეს შრომით ურთიერთობებში, რომელიც ამ დროს შეიძლება წარმოიშვას);
ბ) მოსამსახურეთა დაქირავება, მათი შემდგომში მესამე მხარისათვის გადაცემის მიზნით (მესამე მხარე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. ამ დროს სამუშაო დავალებების გაცემას და მათი შესრულების კონტროლს აწარმოებს სააგენტო);
გ) სხვა სახის მომსახურება, რაც დაკავშირებულია სამუშაოს მოძიებასთან (ინფორმაციის მიწოდება ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ, რომლის მიზანიც არ არის კონკრეტულ სამუშაო ადგილზე კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილება.)
3. პირი, რომელიც პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ინფორმაციას სამუშაო ადგილის შესახებ, ითვლება დასაქმების კერძო სააგენტოდ, თუკი განცხადებული სამუშაო ადგილი ეკუთვნის მესამე პირს.
მუხლი 2🔗. დასაქმების კერძო სააგენტოს საქმიანობის შესახებ სავალდებულო შეტყობინება
1. დასაქმების კერძო სააგენტოს საქმიანობა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
2. სავალდებულო შეტყობინებისას დასაქმების კერძო სააგენტო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება;
ბ) სასამართლოს დადგენილება რეგისტრაციის თაობაზე;
გ) საბანკო რეკვიზიტებს:
დ) იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს.
3. განცხადება დაწერილი უნდა იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე და მასში მითითებული უნდა იყოს ამ წესის I მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ის სახეობა ან სახეობათა ჯგუფი, რომლის შეთავაზებასაც აპირებს ან უკვე ახორციელებს სააგენტო.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დასაქმების კერძო სააგენტოს რეგისტრაციაში ატარებს ყველა დოკუმენტს წარმოდგენისთანავე.
5. დასაქმების კერძო სააგენტოს რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭება სპეციალური კოდი და შევა რეესტრში.
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს რეესტრს და გასცემს რეესტრიდან ამონაწერს.
7. სპეციალური კოდი, რომელიც ენიჭებათ დასაქმების კერძო სააგენტოებს და შეიტანება რეესტრში, შედგება ოთხი არაბული ციფრისა და ქართული ანბანის ორი ასოსაგან (არაბული ციფრები მიუთითებენ სააგენტოს რეგისტრაციის ნომერს, ხოლო ორი ქართული ასო იმ რაიონის ან ქალაქის დასახელების შიფრს, რომლის ტერიტორიაზეცაა განთავსებული სააგენტო), რომლებიც ერთმანეთისაგან იყოფა დახრილი ხაზით.
8. რეესტრი იწარმოება ამ მიზნით სპეციალურად გახსნილ სარეგისტრაციო ჟურნალში.
9. დასაქმების კერძო სააგენტოს საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე აკრძალულია და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗. დასაქმების კერძო სააგენტოს ინფორმაცია
1. დასაქმების კერძო სააგენტო, რომელიც შრომითი მოწყობის მიზნით ეწევა საშუამავლო საქმიანობას, ვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია „დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად.
2. დასაქმების კერძო სააგენტოები ინფორმაციის მიწოდებას აწარმოებენ კვარტალში ერთხელ, ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 20 რიცხავმდე.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში წარედგინება დადგენილი ფორმის მიხედვით, რომელშიც შეტანილ უნდა იქნას დასაქმების კერძო სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) რაოდენობა, ასაკი, სქესი;
გ) კვალიფიკაცია განათლების მიხედვით;
დ) დასაქმებულის პროფესია დასაქმების ადგილის მიხედვით.
4. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარედგინება დალუქულ კონვერტში და ბარდება სამინისტროს კანცელარიას.
5. ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასაქმების კერძო სააგენტოს რეგისტრაცია უჩერდება 3 თვის ვადით. რეგისტრაციის შეჩერება უქმდება ანგარიშის წარმოდგენისთანავე.
6. შეტყობინება რეგისტრაციის შეჩერებაზე დასაქმების კერძო სააგენტოს ეგზავნება ანგარიშის წარმოდგენის ამ წესით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში დაზღვეული ფოსტით, ან ბარდება უშუალოდ სააგენტოს კანცელარიას (შესაბამის პასუხისმგებელ პირს) საჭიროების შემთხვევაში ასევე ეცნობება სატელეფონო და სხვა ელექტროკავშირის საშუალებებით.
7. დასაქმების კერძო სააგენტოების მიერ წარმოდგენილი პერსონალური ხასიათის ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი მესამე პირზე გადაცემა დაუშვებელია, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 4🔗. დასქმების კერძო სააგენტოს ვალდებულებები
დასაქმების კერძო სააგენტო ვალდებულია:
ა) ამ წესის I მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების რომელიმე სახეობის ან სახეობათა ჯგუფის განხორციელების დაწყებამდე ან დაწყებიდან არა უგვიანეს ათი სამუშაო დღისა აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ბ) ამ წესის I მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების რომელიმე სახეობის ან სახეობათა ჯგუფის განხორციელების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ათი სამუშაო დღისა აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
გ) გამოაკრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ამონაწერი რეესტრიდან საკუთარ ოფისში თვალსაჩინო ადგილზე, იქ სადაც წარმოებს მოქალაქეთა მიღება და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა კლიენტებისათვის;
დ) აწარმოოს ანგარიშგება დროულად, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ე) შრომით მოწყობაზე გარანტიის გაცემის შემთხვევაში სამუშაოს მაძიებელთან გააფორმოს ხელშეკრულება, სადაც დეტალურად დაფიქსირდება გარანტიის შესრულების პირობები და ვადები;
ვ) შესთავაზოს სამუშაოს მაძიებელს შესაფერისი სამუშაო, ხოლო თუ სამუშაოს მაძიებელი თანახმაა – სხვა სამუშაოც.
მუხლი 5🔗. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულება და უფლებამოსილებანი
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია გაატაროს დასაქმების კერძო სააგენტო რეგისტრაციაში ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სრულად წარმოდგენისთანავე და გასცეს შესაბამისი ამონაწერი რეესტრიდან ცნობის სახით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) არ გაატაროს დასაქმების კერძო სააგენტო რეგისტრაციაში, თუ შესაბამისი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი სრულად ან წარმოდგენილია ყალბი საბუთები;
ბ) შეუჩეროს რეგისტრაცია დასაქმების კერძო სააგენტოს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სამი თვის ვადით;
გ) მიმართოს განცხადებით სასამართლოს დასაქმების კერძო სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმებაზე, ამ უკანასკნელის მიერ სამუშაო ადგილების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში.