უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2002
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №24/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.135
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 01/02/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.06.2012
დოკუმენტის ტექსტი
უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:AcadNusx; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.45pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-35.45pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:54.55pt 56.65pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.1189.005.135
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №24/ნ
2002 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის შესახებ
„
დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „
ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს “უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი“
.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე
ა. გამყრელიძე
უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი
მუხლი 1🔗
1. „
უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი“
ეფუძნება კანონს „
დასაქმების შესახებ“
და იგი განსაზღვრავს უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხილვის, დაფინანსებისა და მათ განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების პირობებსა და ფორმებს.
2. უმუშევრობის პრევენციული
ღონისძიებები მოიცავს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
3. უმუშევრობის პრევენციულ ღონისძიებებს განეკუთვნება:
ა) სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით რეგისტრირებული უმუშევრებისათვის სასწავლო კურსებისა და კონსალტინგური მომსახურების ორგანიზება;
ბ) მოქმედი მცირე და საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის კონსალტინგური მომსახურების ორგანიზება და ფინანსური დახმარების გაწევა.
4. უმუშევრობის პრევენციულ ღონისძიებების განხორციელების ფორმებია:
ა) სუბსიდირება;
ბ) თავდებობა (თავდებობის განხორციელების წესი განისაზღვრება ცალკე ნორმატიული აქტით);
გ) სასესხო მომსახურება.
5. უპირატესობა ენიჭება იმ პროექტების რეალიზაციას, რომელთა მიხედვით მოხდება „
დასაქმების შესახებ” კანონით განსაზღვრული დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების (დასაქმებულთა შორის არანაკლებ 50%) დასაქმება.
6. უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ფინანსური რესურსების გეგმური პარამეტრები მტკიცდება ყოველწლიურად „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით”, რომლითაც განისაზღვრება პროექტების შერჩევის პრიორიტეტები.
მუხლი 2🔗
1. მეწარმეთა და ორგანიზაციათა სუბსიდირებისა და სასესხო მომსახურების გაწევისათვის „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” გათვალისწინებული ფინანსური რესურსების განკარგვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოებს ტენდერის გზით შერჩეული კომერციული საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცების შემდგომ „
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის შესაბამისად აცხადებს ტენდერს კომერციული საბანკო დაწესებულების შერჩევის მიზნით.
3. ტენდერში გამარჯვებულ კომერციულ საბანკო დაწესებულებასთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) კომერციული ბანკისათვის ფინანსური რესურსების გადაცემისა და უკან დაბრუნების წესსა და პირობებს;
ბ) სესხების (სუბსიდიების) გაცემის წესსა და პირობებს, სპეციალურ მოთხოვნებს წარმოდგენილი პროექტების მიმართ;
გ) „
პრიორიტეტული განვითარების ზონებისა” და ეკონომიკის სექტორების ჩამონათვალს, რომლებიც სარგებლობენ უპირატესობით კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღების დროს;
დ) სესხების გაცემის მაქსიმალურ ვადებს ეკონომიკის დარგების მიხედვით;
ე) ერთი პროექტის დაფინანსებაზე გამოყოფილი გრანტის ზღვრულ მოცულობებს სესხების სახეების მიხედვით.
4. მოქმედი მეწარმეების დაფინანსების შემთხვევაში ერთი პროექტის დასაფინანსებლად სესხის თანხაში გრანტის ზღვრული მოცულობა განისაზღვრება 30%-ით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა.
5.
სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით რეგისტრირებული უმუშევრების დაფინანსების დროს ერთი უმუშევრისათვის სესხის თანხაში გრანტის ზღვრული მოცულობა განისაზღვრება 40%-ით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა.
6.
თუ სესხზე გადასახდელი პროცენტის თანხა აღემატება სესხის თანხაში გრანტის ზღვრულ მოცულობას, მაშინ გრანტის მოცულობა იზრდება გადასახდელი საპროცენტო თანხის სიდიდემდე, ხოლო სესხის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო შენატანის სიდიდითაც.
7.
გაცემულ სესხებში გრანტის ნაწილის დაფინანსება წარმოებს „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” სახსრებიდან, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეიძლება დაფინანსდეს როგორც კომერციული საბანკო დაწესებულების საკუთარი საკრედიტო რესურსებიდან, ასევე „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” სახსრებიდან.
8.
რეგისტრირებული უმუშევრებისა და მოქმედი მეწარმეებისათვის კომერციული ბანკიდან გასაცემი სესხის (გრანტთან ერთად) ზღვრული მოცულობა განისაზღვრება ნორმატიული აქტით, ყოველწლიურად „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში”.
9.
გრანტის ნაწილის დაფინანსების ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს:
ა) შრომის ანაზღაურების ხარჯები;
ბ) საწარმოს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები;
გ) სესხზე დარიცხული პროცენტის თანხა;
დ) სესხის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო შენატანის თანხა;
10. დაფინანსება არ შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მიზნებისათვის:
ა) დაფინანსების გახსნამდე წარმოშობილი კრედიტორული და საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
ბ) არამომგებიანი საქმიანობის (საქველმოქმედო, რელიგიური და სხვა) განხორციელებისათვის;
გ) საბირჟო ოპერაციების წარმოებისათვის;
დ) სათამაშო ბიზნესში დაბანდებისათვის;
ე) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობისათვის.
მუხლი 3🔗
1. უმუშევართა სამეწარმეო საქმიანობისათვის მომზადება ხორციელდება სპეციალიზებული კონსალტინგ-ცენტრების მეშვეობით.
2. სპეციალიზებულ კონსალტინგ-ცენტრებად ითვლება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული საკონსულტაციო ცენტრები, რომელთა საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს:
ა) მცირე და ინდივიდუალურ მეწარმეთა კონსულტირება ბიზნესის საკითხებში;
ბ) დახმარება ბიზნეს-გეგმების მომზადებაში;
გ) სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების სწავლების მიზნით სპეციალური სასწავლო პროგრამების შემუშავება და კურსების ორგანიზება იმ ფიზიკურ პირთა მომზადების მიზნით, რომლებმაც გადაწყვიტეს სამეწარმეო საქმიანობის დაწყება.
3.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამეწარმეო საქმიანობისათვის უმუშევართა მომზადების მიზნით ატარებს ტენდერს სპეციალიზებული კონსალტინგ-ცენტრების გამოსავლენად.
4.
რეგისტრირებული უმუშევრები, რომლებმაც გადაწყვიტეს სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, შეირჩევა და სპეციალიზებულ კონსალტინგ-ცენტრებში გაიგზავნება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული კვოტის ფარგლებში.
5.
მეწარმის უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით რეგისტრირებული უმუშევრები სასწავლო კურსებზე დაშვებამდე დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ადგილობრივ განყოფილებებში გადიან ტესტირებას.
6.
ტესტები მტკიცდება საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო რეგისტრირებული უმუშევრების შერჩევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დასაქმების სახელმწიფო სამსახურს.
7.
კონსალტინგ-ცენტრებში ასევე წარმოებს მეწარმეთა კონსულტაციები, რომლებიც ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ამზადებენ ბიზნეს-გეგმებს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სესხის ან გრანტის მისაღებად.
8.
რეგისტრირებული უმუშევრების ან მოქმედ მეწარმეთა მიერ კონსალტინგ-ცენტრების დახმარებით შემუშავებული ბიზნეს-გეგმები სხვა შესაბამის საბუთებთან ერთად კონსალტინგ-ცენტრების მიერ დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით ან უშუალოდ ინიციატორის მიერ იგზავნება პროგრამის მომსახურე ბანკში.
9.
სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით რეგისტრირებული უმუშევრების მომზადებისათვის კონსალტინგ-ცენტრები ანაზღაურებას იღებენ „
უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებით” გათვალისწინებული თანხებიდან.
10.
მოქმედ მცირე მეწარმეთა კონსულტირებისა და დახმარებისათვის კონსალტინგ-ცენტრები ანაზღაურებას იღებენ „
უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებით” გათვალისწინებული თანხებიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ ამ მეწარმეთა მიერ მომზადებული დასაქმების პროექტები დაფინანსებული იქნება პროგრამის მომსახურე კომერციული ბანკის მიერ.
11.
კონსალტინგ-ცენტრების საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება ფორმდება ტენდერში გამარჯვებულ კონსალტინგ-ცენტრებთან ერთი საბიუჯეტო წლის ვადით.
მუხლი 4🔗
1. „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” გათვალისწინებული სახსრებიდან სესხი ან სუბსიდია შეიძლება გაიცეს:
ა) მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებიც ფუნქციონირებდნენ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მაინც და მათ ხელმძღვანელებს აქვთ სამეწარმეო საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
ბ) დასაქმების სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებულ უმუშევრებზე, რომელთაც გადაწყვიტეს სამეწარმეო საქმიანობის დაწყება და:
ბ.ა) მინიმუმ სამი თვის განმავლობაში არიან რეგისტრირებული დასაქმების სახელმწიფო სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არ ჰქონიათ შესაფერისი სამუშაოს შეთავაზება;
ბ.ბ) აქვთ დასაქმების სახელმწიფო სამსახურის რეკომენდაცია;
ბ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ კონსალტინგ-ცენტრებში გავლილი აქვთ სამეწარმეო საქმიანობისათვის მოსამზადებელი კურსები და ფლობენ ამ კონსალტინგ-ცენტრების რეკომენდაციას.
მუხლი 5🔗
1.
უმუშევრის პრევენციული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა ხორციელდება „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში.
2. „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” გათვალისწინებული ღონისძიებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება წარმოებს აგრეთვე დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით.
3. „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით განაცხადების მიღება და განხილვა წარმოებს გამოყოფილი ფინანსური რესურსების ამოწურვამდე, მთელი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
4.
კონკრეტული განაცხადების მიღებას და ექსპერტიზას აწარმოებს ტენდერის გზით შერჩეული კომერციული საბანკო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს განაცხადის თანხმლები დოკუმენტაციის ნუსხას.
5.
წარმოდგენილი პროექტების განხილვისა და მათი დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროექტები გადაიგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეთანხმების მიზნით.
6.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნილ განაცხადს თან უნდა ახლდეს პროექტის განხორციელების დროს დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა სია.
7.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოდგენილი პროექტების განხორციელების რიგითობის საკითხს წყვეტს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული რესურსების ოდენობისა და დამტკიცებული პროგრამების პრიორიტეტებთან შესაბამისობის მიხედვით.
8.
წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების საკითხის შეთანხმების დროს სამინისტრო მხედველობაში იღებს „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცებული ბიუჯეტის ფაქტობრივი
შესრულების დონეს და ამოწმებს:
ა) განეკუთვნება თუ არა წარმოდგენილი პროექტის განხორციელების ადგილი „
პრიორიტეტული განვითარების ზონას”;
ბ) გათვალისწინებულია თუ არა დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების დასაქმება და როგორია მათი წილი დასასაქმებელ კონტინგენტში;
გ) რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი პროექტები დასაქმების ეროვნული, რეგიონული და სპეციალური პროგრამების მოთხოვნებს;
დ) რამდენად არის გათვალისწინებული უმუშევართა ცალკეული კატეგორიების დასაქმება, რომელთა შრომითი მოწყობა წარმოადგენს სახელმწიფოს მიმდინარე პრიორიტეტს.
9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოდგენილ განაცხადს ითანხმებს სამინისტროში განაცხადის შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში ან იძლევა მოტივირებულ უარს.
მუხლი 6🔗
1. უმუშევრის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დროს ტენდერის გზით შერჩეული კომერციული საბანკო დაწესებულებისათვის გადაცემული ფინანსური რესურსების ხარჯვის მიზნობრიობაზე პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.
მოქმედი მეწარმეების და რეგისტრირებული უმუშევრების მიერ მათთვის „
უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” შესაბამისად და ამ დებულებით განსაზღვრული წესით,
გადაცემული ფინანსური რესურსების ხარჯვის მიზნობრიობაზე პასუხისმგებელია ტენდერის გზით შერჩეული შესაბამისი კომერციული საბანკო დაწესებულება.
3.
გამოყოფილი ფინანსური რესურსების ხარჯვის მიზნობრიობის კონტროლისა და პასუხისმგებლობის კონკრეტული ფორმები განისაზღვრება ხელშეკრულებებით, რომლებიც დაიდება ფინანსური რესურსების გამცემსა და მიმღებ პირებს შორის.