საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2002
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 100.100.010.11.106.005.137
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 01/02/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,009 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2002 მიღება
22.09.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:G&G_Ilia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:16.0pt; font-family:G&G_Ilia;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.75pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:48.75pt 60.0pt 1.0in 66.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.100.010.11.106.005.137 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34 2002 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნის შესახებ „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პატიმართა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფისა და პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესების მიზნით, ვბრძანებ: 1. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭო. 2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს თანდართული დებულება. 3. ბრძანება სახელმძღვანელოდ გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს დებულება მიზნები და ამოცანები 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომში _ საბჭო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის საკონსულტაციო ორგანოს პენიტენციური სისტემის საკითხებთან დაკავშირებით. 2. საბჭოს საქმიანობის მიზნებია: თავისუფლებააღკვეთილ პირთა და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა უფლებების დაცვა, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 3. საბჭოს საქმიანობის ამოცანებია: სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისათვის დახმარების გაწევა თავისუფლებააღკვეთილთა განთავსების, სწავლების, მუშაობის, კვების, სამედიცინო მომსახურების, მათზე ზედამხედველობის განხორციელების და სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტაში; სასჯელაღსრულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციების წარდგენა იუსტიციის მინისტრისათვის. საქმიანობის სფერო და უფლებამოსილება 1. აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით საბჭოს წევრებს ეძლევათ უფლება სამუშაო საათებში (10-17სთ.), კანონით დადგენილი წესით, შევიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და მასში შემავალ ყველა დაწესებულებაში, გაეცნონ იქ არსებულ მდგომარეობას, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (გარდა კანონმდებლობის მიხედვით საიდუმლოდ ცნობილი დოკუმენტებისა), პირისპირ შეხვდნენ მსჯავრდებულებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს წევრს აღნიშნული უფლება ეძლევა არასამუშაო საათებშიც, რომლის შემდეგაც იგი საბჭოს 3 დღის ვადაში წარუდგენს ანგარიშს. 2. სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების ადმინისტრაციას წინასწარ გადაეცემა საბჭოს წევრების სია, ხოლო საბჭოს წევრი დაწესებულებაში შესვლის წინ, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ატყობინებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ვიზიტის შესახებ. 3. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში ყოფნისას საბჭოს წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ამ დაწესებულების ხელმძღვანელობა. 4. საბჭოს წევრს ეძლევა წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია მფლობელის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დეპარტამენტსა და მასში შემავალ ყველა დაწესებულებაში შესვლის უფლება. 5. საბჭოს წევრს უფლება ეძლევა, აგრეთვე, პატიმრობის პირობებთან და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საპყრობილის დირექციის წარმომადგენლის თანდასწრებით, გაესაუბროს ბრალდებულს და განსასჯელს. 6. საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებულ კომისიებთან და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას. შექმნისა და ფუნქციონირების წესი 1. საბჭო იქმნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 2. საბჭოში შედიან პენიტენციარული სისტემის სფეროში მოღვაწე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო და საზოგადო მოღვაწეები. 3. საბჭო შედგება არა უმეტეს 17 წევრისაგან. 4. საბჭოს წევრთა პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 5. საბჭოს უფლება აქვს მიმართოს მინისტრს დასაბუთებული რეკომენდაციით მისი წევრის საბჭოდან გაყვანის ან საბჭოს შემადგენლობაში ახალი წევრის შეყვანის შესახებ. გადაწყვეტილებას ასეთი რეკომენდაციის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ იღებს მინისტრი. 6. საბჭოს წევრის გასვლა შემადგენლობიდან შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: ა) საკუთარი სურვილით; ბ) როდესაც ობიექტური ან სუბიექტური მიზეზის გამო იგი ხანგრძლივად (3 თვე) არ იღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში; გ) როდესაც საბჭოს წარდგინებით ან დამოუკიდებლად მინისტრი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას (საბჭოს წევრის მიერ დებულების დარღვევის ან სხვა სახის გადაცდომის შემთხვევაში). 7. მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ან ახალი წევრის დანიშვნის შესახებ და ამის თაობაზე წინასწარ აცნობებს საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს ოფიციალურად დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 8. საბჭო თავისი შემადგენლობიდან 1 წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს. თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს და ხელს აწერს საბჭოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებებს. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს წევრები ირჩევენ სხდომის წამყვანს, რომელსაც გადაეცემა თავმჯდომარის უფლებამოსილება. 9. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით მინისტრი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს საბჭოს მდივანს, რომელიც არის იუსტიციის სამინისტროს შტატიანი თანამშრომელი. საბჭოს მდივანი იღებს საბჭოს სახელზე შემოსულ ყველა სახის (წერილობით, სატელეფონო) კორესპონდენციას, ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს, ადგენს სხდომების ოქმებს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება საბჭოს სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში. 10. საბჭოს ფუნქციონირებისათვის იუსტიციის მინისტრი გამოყოფს 1 ოთახს იუსტიციის სამინისტროს შენობაში, ტელეფონს, სამინისტროს შესაძლებლობის ფარგლებში ქმნის საბჭოს მუშაობისათვის ნორმალურ პირობებს. 11. საბჭო სულ ცოტა 6 თვეში ერთხელ მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშს. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს სხდომები ტარდება ყოველი თვის ბოლო კვირაში. სხდომის ზუსტ თარიღს თავმჯდომარე წინასწარ ათანხმებს საბჭოს წევრებთან. 2. საბჭოს სხდომაზე მისი ყოველი წევრი წარადგენს გაწეული მუშაობის ანალიზს, აწვდის საბჭოს წევრებს ინფორმაციას პენიტენციარული სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, აანალიზებს პატიმრებთან შეხვედრებისას წამოჭრილ პრობლემებსა და სთავაზობს მათი გადაჭრის გზებს. 3. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეუძლიათ: ა) მინისტრს ან მის მოადგილეს, რომელიც კურირებს პენიტენციარულ სისტემას; ბ) საბჭოს თავმჯდომარეს; გ) საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს (წერილობითი მოთხოვნით). 4. ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის შესახებ წინასწარ მიეწოდება საბჭოს წევრებს. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სულ ცოტა 50%. 6. საბჭოს სახელით გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტი, ოღონდ არანაკლებ 5 ხმისა. 7. ყველა სხვა შემთხვევაში აკრძალულია საბჭოს სახელით პოზიციის დაფიქსირება. საბჭოს თვითოეული წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი განსხვავებული პირადი პოზიცია საბჭოს სხდომის ოქმში შეტანით და საჯაროდ. 8. საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დააფიქსირონ თავისი პირადი აზრი პენიტენციარულ სისტემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მას-მედიის საშუალებით სამინისტროს ხელმძღვანელობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. გაუქმების წესი საბჭოს გაუქმება შეიძლება მოხდეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.