⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.04.2010)
გაუქმებულია:

,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“

მიღების თარიღი 26.02.2009
ძალის დაკარგვა 28.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 00000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 27/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,015 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2009 მიღება
28.04.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt 63.0pt .75in 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №36 2009 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი პროგრამა �ცოდნის კარის� ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების ხელშეწყობის მიზნით �საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს პროგრამა �ცოდნის კარის� ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების თანდართული წესი და პირობები. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამა �ცოდნის კარის� ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან ფონდის მოთხოვნის შესაბამისად არა უმეტეს 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა გადაურიცხოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს � განვითარებისა და რეფორმების ფონდს. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა � განვითარებისა და რეფორმების ფონდმა პროგრამა �ცოდნის კარი� განახორციელოს თანდართული წესისა და პირობების შესაბამისად და უზრუნველყოს პროგრამის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება. ფონდისათვის გამოყოფილი თანხის არა უმეტეს 10 პროცენტისა შესაძლებელია გაიხარჯოს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა დასაფინანსებლად. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური პროგრამა �ცოდნის კარის� ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესი და პირობები ��� მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს დოკუმენტი განსაზღვრავს �საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამა �ცოდნის კარის� (შემდგომში � პროგრამა) ფარგლებში ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესსა და პირობებს. ��� მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დანართში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობებია: ა) ფონდი � საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი � განვითარებისა და რეფორმების ფონდი; ბ) სამინისტრო � საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; გ) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი � ფონდის მიერ სტუდენტისათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით გადაცემული თანხა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს; დ) სტუდენტი � საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სწავლის უფლება მოიპოვა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება � უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ��� მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის პირობები გრანტი გაიცემა შემდეგი პირობებით: ა) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი მიეცემა უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რომლის ასაკი არ აღემატება 40 წელს და რომელიც მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი სრულად ან ნაწილობრივ ფარავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით გასაწევი სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს; გ) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის გაცემა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული პერიოდულობით � სრულად ან ნაწილ-ნაწილ. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის გაცემა ხდება ნაწილ-ნაწილ, სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის ყოველი შემდეგი ნაწილი გაიცემა სტუდენტის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე; დ) ფონდი ვალდებულია განახორციელოს სტუდენტის აკადემიური მოსწრების მონიტორინგი; ე) ფონდი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის სტუდენტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ვადებში; ვ) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის გაცემისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს ან/და ფონდის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული სასწავლო დისციპლინის შესწავლის მსურველებს ან/და გააჩნიათ თანადაფინანსება; ზ) ფონდის სასწავლო პროგრამის კოორდინატორი ვალდებულია მიაწოდოს კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სასწავლო სამაგისტრო პროგრამასთან. ასევე აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილებისა თუ ხარვეზების თაობაზე; თ) ფონდი ვალდებულია მიიღოს ყველა განაცხადი, რომელიც აკმაყოფილებს კანდიდატის შესარჩევ პირობებს; ი) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში კანდიდატების (კონკურსანტების) შერჩევას, გარდა ამ მუხლის �კ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფონდი ახდენს ორ ეტაპად საკონკურსო კომისიის მეშვეობით. შესარჩევი კონკურსის დროს კომისიის წევრები არჩევენ კანდიდატებს გასაუბრებისათვის, ხოლო გასაუბრებაზე მოწვეული კანდიდატის შერჩევა მოხდება ადგილზე გადაწყვეტილების მიღებით. საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი შეფასებას აძლევს კონკურსანტს. კონკურსანტის მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა ტოლია საკონკურსო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა მიერ კონკურსანტისათვის მიცემული ქულების ჯამისა. კონკურსის შედეგების შესაბამისად შედგება კონკურსანტთა სია მიღებული ქულების რაოდენობის კლების მიხედვით. კონკურსის გამარჯვებულად ჩაითვლებიან ის კონკურსანტები, რომლებიც დააგროვებენ ქულათა მეტ რაოდენობას, იმის გათვალისწინებით, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით გამოყოფილი თანხის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის ოდენობას; კ) ფონდის პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილ კვოტებზე კანდიდატის შერჩევას აწარმოებენ ფონდი და მოწვეული კომისიის წევრები. კომისიის წევრად შესაძლებელია პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მოწვევა. კანდიდატების შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული, პარტნიორ უნივერსიტეტთან შეთანხმებული ნიხრების საფუძველზე, მასში განსაზღვრული პირობებისა და გამოყოფილი კვოტების შესაბამისად. აღნიშნულ კვოტებზე შერჩეული კანდიდატის სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უნდა ანაზღაურდეს ფონდის მიერ; ლ) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის ოდენობას, გარდა ამ მუხლის �კ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განსაზღვრავს საკონკურსო კომისია, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხას ამტკიცებს ფონდის მეურვეთა საბჭო. ��� მუხლი 4🔗. გრანტის დაბრუნების წესი იმ შემთხვევაში, თუ ფონდის მიერ არ მოხდება სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის ათვისება ან/და მომდევნო სასწავლო წლებში კანდიდატის სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით გრანტის თანხების დეპოზიტზე განთავსება, ფონდი ვალდებულია წლის ბოლოს დააბრუნოს მიღებული თანხა სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე. ��� მუხლი 5🔗. ფონდის ანგარიშგება სახელმწიფოს წინაშე ფონდი გრანტის ხარჯვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს, სამინისტროს მიერ მითითებული პერიოდულობითა და ფორმით.