უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№608
სარეგისტრაციო კოდი
270000000.10.003.023163
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №608

2021 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2022 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 – 9 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად.
მუხლი 2
ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
მუხლი 3
ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
მუხლი 4
ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2021.
როდის იქნა მიღებული „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“?
„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №608. სარეგისტრაციო კოდი — 270000000.10.003.023163.
რამდენი მუხლისგან შედგება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“, №608, 24.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.023163 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5326343/