გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2021
ძალის დაკარგვა 05.04.2022
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016517
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზონა | საცხოვრებელი ადგილი |
| I | ვაჩნაძიანი |
| II | მუკუზანი |
| III | ჩუმლაყი |
| IV | ჭანდარი |
| V | კოლაგი |
| VI | ჩალაუბანი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ დ) ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება. უკვე ჩატარებული მკურნალობის ანაზღაურების მიზნით პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელთან გაფორემებული ხელშეკრულება მისი მხრიდან გადსახდელი დავალიენების შესახებ. დანართი 7 მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების შეძენაზე დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08 ) 17.12.2020
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2021 წლის 24 დეკემბერი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-20 და 22-ე მუხლების მე-4 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის შემდეგი პროგრამები:
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება დანართი 1-ის შესაბამისად
2. ახალშობილთა დახმარება დანართი 2-ის შესაბამისად
3. ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა დანართი 2-ის შესაბამისად
4. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება დანართი 4-ის შესაბამისად
5. ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება დანართი 5-ის შესაბამისად
6. სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება დანართი 6 -ის შესაბამისად
7. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება დანართი 7-ის შესაბამისად
8. მოქალაქეთა უფასო კვებით უზრუნველყოფა დანართი 8-ის შესაბამისად
9. ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება დანართი 9-ის შესაბამისად
10. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანადაფინანსება დანართი 10-ის შესაბამისად
11. უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადის თანადაფინანსება დანართი 11-ის შესაბამისად
12. უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება დანართი 12-ის შესაბამისად
13. 95 წლის და 95 წელზე მეტი ხანდაზმულ პირთა დახმარება დანართი 13-ის შესაბამისად
14. ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება დანართი 14-ის შესაბამისად
15. ელექტროენერგიის საფასურის თანაგადახდა დანართი 15-ის შესაბამისად
16. სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება დანართი 16-ის შესაბამისად
17. შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა დახმარება დანართი 17-ის შესაბამისად
18. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება დანართი 18-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
პროგრამის განხორციელების ვადაა 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 დეკემბრის №27 დადგენილებაგურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამა
დანართი 1
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 01 )
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მძიმე სოციალური ფონის გამო მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და წახალისება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსრგებლე სამიზნე ჯგუფია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი არასრულწლოვანი შვილი.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ვ) ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ).
მუხლი 3🔗. მომსახურების მოცულობა
დახმარება გაიცემა მრავალშვილიან ოჯახზე მე-4 და ყოველ შემდეგ ბავშვზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენა;
2. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თვიდან ერთერთი მშობლის საბანკო ანგარიშზე. 18 წლის შესრულების შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვზე დახმარება ოჯახს შეუწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები
დახმარებით ვერ ისარგებლებს მრავალშვილიანი ოჯახი, თუ ბავშვი/ბავშვები ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში.
დანართი 2
ახალშობილთა დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 02 )
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესების წახალისება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ოჯახიც ფაქტიურად ცხოვრობს ამავე მუნიციპალიტეტში;
2. ახალშობილთა დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) საინფორმაციო ბარათი ბავშვის რეგისტრაციის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ);
ე) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა
დახმარება გაიცემა ერთ ახალშობილზე 300 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 3
ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე
პირთა საკვებით უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 02 03)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის და იშვიათი დაავადებების მქონე პირებისათვის აუცილებელი საკვების მიწოდება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ა) ერთი წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, რომლის ოჯახი პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მომართვის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა
ბ) ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დააავადებული პირები.
2. თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
თ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა
1. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.
2. ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დააავადებული პირების დახმარების ოდენობა განსაზღვროს წლიური ლიმიტი – 3 000 ლარით.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 4
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი
ოჯახების გადაუდებელი დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 05 )
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრებ პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც შეფასებულია მწვავე კრიზისული მდგომარეობით.:
2. ბავშვთა კვების თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ე) ინტერდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება, ოჯახის შეფასების შესახებ.
მუხლი 3🔗. პროგრამის ღონისძიებები
1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით საკვები პროდუქტების და ჰიგიენისათვის საჭირო ნივთების უზრუნველყოფა. ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი. ერთჯერადად საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს
2. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ნივთებით ((საწოლი, სკამი, მაგიდადა სხვა) უზრუნველყოფა. საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარი. განსაზღვრული საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ესაბამისად.
3. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და სხვა) უზრუნველყოფა.საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარი. განსაზღვრული საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 5
ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაცია
(პროგრამული კოდი 06 02 06)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ბავშვთა რეაბილიტაციის და სოციალიზაციის ხელშეწყობა მათი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერის გზით.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები არაიან:
ა) წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი (Q 90)
ბ) 0 – 7 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი F 84
გ) 0 – 7 ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი R62
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ.
მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა
სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება განხორციელდება წლიური ლიმიტი 1 000 ლარის ოდენობით ბენეფიციარის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. ფინანსური ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 6
სამედიცინო დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 07)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოსახლეობისთვის სამედიცინი მომსახურებაზე (სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა, გამოკვლევები) ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თვითმმართველობის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეები
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ( საჭიროების შემთხვევაში)
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ზ) ვეტერანის მოწმობის ასლი ( საჭიროების შემთხვევაში)
თ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქმედი 120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირების და მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანთა სამედცინო მომსახურების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების) განხორციელდება წელიწადში ერთხელ. თანადაფნანსების ოდენობა შეადგენს მომსახურების ღირებულების 50%-ს არა უმეტეს 500 ლარის (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით/ მხრიდან).
2. პირის, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღრულ კრიტერიუმებს, თანადაფინანსება მოხდება შემდეგი წესის მიხედვით:
ა) თუ პირის მიერ გადასახდელი თანხა ნაკლებია 500 ლარზე თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 50%-ს არა უმეტეს 100 ლარის;
ბ) თუ პირის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 501 ლარიდან 1000 ლარამდე თანადაფინანსების ოდენობაა 200 ლარი;
გ) თუ პირის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 1001 ლარიდან 1500 ლარამდე თანადაფინანსების ოდენობაა 250 ლარი;
გ) პირის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 1501ლარს და მეტს 1000 ლარამდე თანადაფინანსების ოდენობაა 350 ლარი;
3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 1000 ლარით. (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით/ მხრიდან).
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. ფინანსური ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები
1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა ამ დადგენილების ამ დანართით განსაზღვრული დახმარებით, მე-7 დანართით განსაზღვრული პროგრამით (გარდა ონკოლოგიური დაავადების);
გ) საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯერბი;
დ) პაციენტის მიერ არჩეული ექიმის ჰონორარი;
ე) პაციენტი გარდაიცვალა.
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე;
ბ) შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, ჩვენს მიერ გაცემული ადმინისტრაციული და პირების ასლი) წარმოდგინის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე;
გ) სამედიცინი მომსახურების თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს და/ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ, მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად:
დ) ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება.
3. უკვე ჩატარებული მკურნალობის თანადაფინანსების მიზნით პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელთან გაფორემებული ხელშეკრულება მისი მხრიდან გადსახდელი დავალიენების შესახებ.
დანართი 7
მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების შეძენაზე დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 08 )
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების შეძენაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 000-ზე ნაკლები ქულის მქონე პირები და მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილეები.
ბ) მიასთენიით და გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირები
გ) 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით და A-ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშები, თირკმლის დაავადების III-V სტადიის მქონე პირები
დ) მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტის
ე) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები
2. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო საგნების თანადაფინანსებისთვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის პირადობის ან/და დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის) ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა
დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სტუდენტის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში)
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ვეტერანის მოწმობის ასლი ( საჭიროების შემთხვევაში)
თ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 000-ზე ნაკლები ქულის მქონე პირის და მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის მედიკამენტების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების) განხორციელდება მედიკამენტების ღირებულების 50%-ით არაუმეტეს 100 ლარისა წელიწადში ერთხელ.
ბ) მიასთენიით და გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირების მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტის ოდენობა შეადგენს 600 ლარი;
გ) 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით და თირკმლის დაავადების III-V სტადიის მქონე პირების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი – 600 ლარი;
დ)18 წლამდე ასაკის A-ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშვების საანალიზო ჩხირების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 600 ლარი;
ე) ) მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტის მედიკამენტის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1000 ლარს;
დ) ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 300 ლარს;
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები
1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა ამ დადგენილების მე-6 დანართის მე-3 მუხლის 1-ელი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროგრამით ან ამავე დანართით განსაზღვრული დახმარებით;
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე
ბ) შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, ჩვენს მიერ გაცემული ადმინისტრაციული და პირების ასლი) წარმოდგინის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე;
გ) თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
დანართი 8
მოქალაქეთა უფასო კვებით უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 02 09)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 120 000- მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები;
ბ) ხანდაზმულები;
გ) შშმ პირები.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმი
ბენეფიციართა უფასო კვება განხორციელდება კვირაში ექვსი დღე დღეში ერთხელ ადგილზე, გადაადგილების უნარშეზღუდული მოქაალაქეებისთვის – საცხოვრებელ ადგოლზე მიტანით.
მუხლი 4🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
მუხლი 5🔗. პროგრამის მიმწოდებელი
პროგრამის მიმწოდებელია ა (ა) იპ ,, მოქალაქეთა თანადაგომა“.
მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები
1. პროგრამაში ბენეფიციარის ჩართვა და პროგრამიდა ამორიცხვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
დანართი 9
ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 10 )
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ვეტერანთა და მათი ოჯახების პატივგება, საქართველოს კანონებით „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანი.
2. თანადაფინანსებისთვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
ვეტერანებისსაქმეტა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრების შესახებ
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახებზე და მეორე მსოფლიო ომის მონაწილებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;
2. გარდაცვლილი ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო მიზნით გაიცემა ფინანსური დახმარება ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. პროგრამის მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება საბანკო ანგარიშზე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 10
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობა
(პროგრამული კოდი 06 02 11)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გარდაცვლილის მიართ პატივისცემის გამოხატვა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1.დახმარების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვალების მოწმობა;
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლიდან მიცვალებულის უპატრონობის შესახებ;
დ) ხარჯის გამწევი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.
ვ) ნოტარიულად დამოწმეული აქტი ხარჯის გამწევი პირის შესახებ.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა 250 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. სარიტუალო მომსახურებაზე თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე
3.ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 11
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 12 )
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან;
ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
გ) თუ ოჯახს აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინა, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც უნდა დადგინდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ;
დ) თუ მრავალშვილიანია;
ე) თუ ძალადობის მსხვერპლია;
ვ) თუ 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდა სახელმწიფო ზრუნვიდან გასულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში
ზ) თუ მარტოხელა ხანდაზმული 70 წელზე მეტი ასაკის
2. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ძალადობის მსხვერპლად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ;
თ) ცნობა ქირით ცხოვრების შესახებ (გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ).
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 100 ლარს ყოველთვიურად.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 12
ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 13 )
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ხანძრისა და სტიქიით დაზარალებულის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეა ხანძრის და სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეწყერი) შედეგად დაზარალებული ოჯახი.
2. ხანძრის და სტიქიური მოვლენების მოვლენების (წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეწყერი) შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნა;
დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
პროგრამის ფარგლებში უბედური შემთხვევის და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად არაუმეტეს 5 000 ლარის.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 13
ხანდაზმულ პირთა დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 14 )
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ხანდაზმულ პირის მიმართ ზრუნვისა და პატივისცემის გამოხატვა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები 95 წლის და 95 წელს გადაცილებული ხანდაზმული პირი
2. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა
ბენეფიციარს საჩუქრის სახით გაიცემა 200 ლარი.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2.მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის საბანკო ანგარიშზე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 14
ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 15 )
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრებიოჯახი, რომელის სარეიტინგო ქულაა 65 000-დან 100 000-მდე.
2. ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
დახმარება გაიცემა ერჯერადად 50 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე განცხადების შემოტანის შემდეგ თვეს.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
დანართი 15
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 16)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან: .მარჩენალდაკარგული ოჯახი, მარტოხელა მშობელი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შშმ პირი, რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი ;
2. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობლის, მეურვის);
გ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში (გაცემულისოციიალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ);
დ) შშმბ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში (გაცემულისოციიალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ);
ე) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) რეინტეგრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში გაცემული სოციიალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ);
ზ) ცნობა მშობლის გარდაცვალების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
თ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ).
ი) სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი);
კ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით გაიცემა თვეში 10 ლარი ერთ მოსარგებლეზე.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ სადისტრიბუციო კომპანიის – „ენერგოპრო-ჯორჯიას“- მიერ გაცემული აბონენტის ნომერზე;
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები
ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე ჩაირიცხება 10 ლარი, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე – 15 ლარი.
დანართი 16
სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 17)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების გზით მოქალაქეებისათვის სამედცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები:
ა) დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირები
ბ) დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი (Q 90)
გ) 0 – 7 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი (F84)
დ) 0 – 7 ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი (R62)
2. თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.
ზ) ცნობა სერვისის მიწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესახებ.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება მოხდება ყოველთვიურად სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელი ადგილის დაშორების შესაბამისად დახმარების ოდენობა დანართი 16. 1 შესაბამისად .
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად განცხადების შემოტანის მომდევნო თვიდან.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 16.1
ზონა
საცხოვრებელი
ადგილი
სამედიცინო
დაწესებულების
მდებარეობა
თანხა
(ლარი)
სამედიცინო
დაწესებულების
მდებარეობა
თანხა
(ლარი)
სამედიცინო
დაწესებულების
მდებარეობა
თანხა
(ლარი)
I
ვაჩნაძიანი
გურჯაანი
40
თელავი
40
თბილისი
100
კალაური
შაშიანი
ვაზისუბანი
II
მუკუზანი
30
70
ზეგაანი
ველისციხე
ახაშენი
ყიტაანი
III
ჩუმლაყი
20
70
გურჯაანი
ს. გურჯაანი
IV
ჭანდარი
30
80
ძირკოკი
ვეჯინი
V
კოლაგი
40
100
ბაკურციხე
კარდენახი
VI
ჩალაუბანი
50
100
მელაანი
არაშენდა
ჯიმითი
კაჭრეთი
ზ/კაჭრეთი
დანართი 17
შშმ პირითა დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 18)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შშმ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლე არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრები:
ა) 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მკვეთრად გამოხატული გადაადგილების უნარშეზღუდული შშმ პირი;
ბ) 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე დღის ცენტრის – „LIFE LINE“ – სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შშმპ და/ან შშმბ;
გ) მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტი;
დ) მკვეთრად გამოხატული შშმ სპორტსმენი;
ე) უსინათლო პირი.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის და/ ან უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შშმბ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
თანადაფინანსების მოცულობა:
1. 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე შშმ პირთა მოვლის საშუალებების (პამპერსი, სველი ხელსახოცი და სხვა) თანადაფინანსება – წელიწადში 4-ჯერ ერთჯერადად არაუმეტეს 150 ლარი.
2. შშმპ სპორტსმენის აბილიტაციისთვის ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება – თვეში 100 ლარი.
3. 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე „დღის ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება – ყოველთვიურად სახელმწიფო ვაუჩერის ღირებულების 20 %.
4. უსინათლო პირისთვის ხმოვანი წნევის გასაზომი აპარატის შესაძენად – აპარატის ღირებულების 70 %
5. მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტის რეაბილიტაციის თანადაფინანსება – წლიური ლიმიტი 1000 ლარი.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.
2 მოსარგებლედ ცნობის შემდეგ :
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მე-3 მუცხლის 1-ელ, მე-3, მე- 4, მე-5 პუნქტის შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) შშმპ სპორტსმენის აბილიტაციისთვის ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება ჩაირიცხება მოსარგერბლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე;
გ) დღის ცენტრის -,,LIFE LINE”- ბენეფიციართა თანადაფინანსების თანხა ჩირიცხება დაწესებულრბის მიერ წარმოდგენილ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი 18
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 19)
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების (ოჯახის სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდე ) ობოლი სტუდენტი;
ბ) მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტი;
გ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სტუდენტი
2. სტუდენტის სწავლების თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სტუდენტის მოწმობის ასლი;
ე) მშობლის/ მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია (საჭიროების შემთხვევაში გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ);
თ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის ღირებულების ოდენობის და საბანკო ანგარიშის ნომრის შესახებ;
ი) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ (გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ);
კ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
სტუდენტის სწავლების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1000 ლარს.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. პროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანხა ჩაირიცხება სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე;