აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016448
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2021
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლებისა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და
მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2021 წლის 28 დეკემბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახური
1. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარების, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა და ორგანიზაცია
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და განყოფილების მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ტურიზმის განვითარების განყოფილება;
ბ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
გ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის ობიექტების მართვის კოორდინაციას. მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ე) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარებას, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობას, ღონისძიებების დაგეგმვას;
ვ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;
ზ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;
თ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;
ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების პროექტებისა და პროგრამების მომზადება, შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგს;
ლ) ტურიზმის განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას;
მ) ადგილობრივი ტურისტული მარშუტების დადგენა, დამტკიცებაზე წინადადებების მომზადებას;
ნ) კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ტურიზმის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას;
ო) სპეციალური ფორუმების, კონფერენციების და გამოფენა-დათვალიერების ორგანიზება-მოწყობას;
პ) მერიის ვებგვერდზე და ელექტრონულ საიტებზე განსათავსებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების ინფორმაციის მომზადებას;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
ტურიზმის განვითარების განყოფილების ფუნქციები
1. ტურიზმის განვითარების განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების პროექტებისა და პროგრამების მომზადება, შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი;
ბ) ტურიზმის განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
გ) ადგილობრივი ტურისტული მარშუტების დადგენა, დამტკიცებაზე წინადადებების მომზადება;
დ) კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ტურიზმის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა;
ე) სპეციალური ფორუმების, კონფერენციების და გამოფენა-დათვალიერების ორგანიზება-მოწყობა;
ვ) მერიის ვებგვერდზე და ელექტრონულ საიტებზე განსათავსებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების ინფორმაციის მომზადება
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები
1. კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;
გ) წინადადებების შემუშავება კულტურის, დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის ობიექტების მართვის კოორდინაცია. მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
ე) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარება, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობა, ღონისძიებების დაგეგმვა;
ვ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;
ზ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია;
თ) ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.