აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016450
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2021
matsne.gov.ge 2,103 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2021 მიღება
01.01.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 06.09.2019 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.03.2022 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.02.2018 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.01.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2021 წლის 28 დეკემბერი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის  №19 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია დანართი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახური 1. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და ურბანულ განვითარებას, კეთილმოწყობას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის, ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებასა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, ზედამხედველობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები  განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და განყოფილების მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება; ბ) მუნიციპალური ინსპექციის განყოფილება; გ) ურბანული განვითარების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.  5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხზე; დ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ვ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; მშენებლობის ნებართვის თაობაზე ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, მერის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, მშენებლობის პროექტების შეთანხმებას; ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნას, არსებული ბაზის რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათი გათვალისწინებას;  ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას (გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება; დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელებას;  ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შედგენას, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზებას, პროექტების პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაციას, მის საკრებულოში ინიციირებას. აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადების შესაბამის სამინისტროში წარდგენას, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას; თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის და პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას; ი) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა; კ) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებას და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენას; მ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას; ლ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას;   პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას;  განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრას;  მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტის პროექტირებას, ხარჯთაღრიცხვების შედგენას; მ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ნ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;  დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; პ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;  მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენასა და პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადებების ინიციირებას; მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას, მათი გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას;  მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას; ჟ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;  გეგმარებითი დავალებების მომზადებას; რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების, მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადებას; კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ს) დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ან უნებართვო დემონტაჟს;  დადგენილი წესით გადაწყვეტილების (დასკვნა) მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი და/ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელებას საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე; უ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესასრულებელ სამუშაოებზე კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობის მთელ პერიოდში; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული სამშენებლო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტაციების შეთანხმებასა და ზედამხედველობას, ასევე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ფ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე; ქ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას;   მიწათსარგებლობის წესების დაცვას კომპენტენციის ფარგლებში; ღ) პროექტის – სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას; ყ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას; შ) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე; ჩ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგს მშენებლობის მთელ პერიოდში; მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას; ც) საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; ძ) მიწათსარგებლობის საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; ჭ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონულ მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას; ჯ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. ინფრასტრუქტურის განვითარების   განყოფილება 1. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხზე; დ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ვ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; მშენებლობის ნებართვის თაობაზე ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, მერის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, მშენებლობის პროექტების შეთანხმებას; ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნას, არსებული ბაზის რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათი გათვალისწინებას; ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას (გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება; დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელებას;  ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შედგენას, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზებას, პროექტების პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაციას, მის საკრებულოში ინიციირებას. აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადების შესაბამის სამინისტროში წარდგენას, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას; თ) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა; ი) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებას და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენას; კ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას; ლ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას; პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას;  განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრას;  მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტის პროექტირებას, ხარჯთაღრიცხვების შედგენას; მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. მუნიციპალური ინსპექციის  განყოფილება მუნიციპალური ინსპექციის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების, მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადებას; კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ბ) დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ან უნებართვო დემონტაჟს;  დადგენილი წესით გადაწყვეტილების (დასკვნა) მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი და/ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელებას საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე; დ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესასრულებელ სამუშაოებზე კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობის მთელ პერიოდში; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული სამშენებლო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტაციების შეთანხმებასა და ზედამხედველობას, ასევე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ე) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას;   მიწათსარგებლობის წესების დაცვას კომპენტენციის ფარგლებში; ზ) პროექტის – სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას; თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას; ი) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე; კ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგს მშენებლობის მთელ პერიოდში; მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; მ) მიწათსარგებლობის საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; ნ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონულ მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. ურბანული განვითარების განყოფილება 1. ურბანული განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;  დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;  მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენასა და პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადებების ინიციირებას, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას, მათი გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას,  მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას,  გეგმარებითი დავალებების მომზადებას. მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში  ცვლილებების შეტანა და რეორგანიზაცია 1. სამსახურის დებულებას  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია  ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესი