1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შექმნილი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმრთველობის კოდექსი“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ", „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ“, „სოციალური მუშაობის შესახებ“, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“  „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.აბაშა, ტროფი დარასელიას ქ. №