აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2021 წლის 28 დეკემბერი აბაშა |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია :
ა) ინოვაციებისა და პროგრამების მართვის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი .
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან .
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ -ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით . განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების განხილვა და მომზადება;
ბ) ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
გ) კრეატიული ინდუსტრიის განვითარების და ტექნოლოგიების ხელშეწყობა;
დ) სამსახურის მიერ ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზება, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების წარდგენის უზრუნველყოფა;
ზ) ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურეობის შემუშავება;
თ) მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდჭერა;
ი) ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზება ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
კ) თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ინვესტიციების და ინოვაციური პროექტების მოზიდვის მიზნით;
ლ) ადგილობრივი მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება; მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება პროფესიული განათლების სტიმულირება;
მ) ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის ორგანიზება.
ა) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების განხილვა და მომზადებას;
ბ) ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობას და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
გ) კრეატიული ინდუსტრიის განვითარების და ტექნოლოგიების ხელშეწყობას;
დ) სამსახურის მიერ ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზებას, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების წარდგენის უზრუნველყოფას;
ზ) ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურეობის შემუშავებას;
თ) მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდჭერას;
ი) ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
კ) თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ინვესტიციების და ინოვაციური პროექტების მოზიდვის მიზნით;
ლ) ადგილობრივი მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავებას; მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას პროფესიული განათლების სტიმულირებას;
მ) ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის ორგანიზებას.