📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.141.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 275 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2021 მიღება
01.01.2022 ძალაში შესვლა
01.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2021 წლის 28 დეკემბერი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის  №13  დადგენილებით დამტკიცებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული  ოდენობა განისაზღვროს თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 22 იანვრის  №15 დადგენილება. (www.matsne.gov.ge,26/01/2018,  სარეგისტრაციო კოდი:190040000.35.141.016240 ). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან დანართი ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  საკრებულოს სხდომებში,  საკრებულოს  კომისიებისა  და ფრაქციების მუშაობაში  მონაწილების მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, აგრეთვე საკრებულოს წევრის  სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების  განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 676-50 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  ამ დანართის პირველ მუხლში  გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 2. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი),  უფლებამოსილების განხოციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს  ანაზღაურებასთან ერთად.