განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016495
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,500 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
განაცხადი
ანგარიშის მფლობელის მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოსთვის რეესტრის მეშვეობით ელექტრონულად გაგზავნილი განაცხადი წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის ან გაუქმების შესახებ
მუხლი 2
კომისია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მუხლი 2
წარმოშობის სერტიფიკატი
ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის წილი/გარკვეული რაოდენობა განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული
მუხლი 2
წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა
განაცხადის შესაბამისად წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, რომელიც ეფუძნება წარმოების კონკრეტული საშუალების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემებს გამოხატულს მეგავატსაათებში (მგვტ.სთ)
მუხლი 2
ანგარიში
რეესტრში ანგარიშის მფლობელთან დაკავშირებით არსებული მონაცემებისა (მათ შორის, წარმოების საშუალების შესახებ ამ წესით განსაზღვრული მონაცემები და ანგარიშის მფლობელზე გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია) და ინფორმაციის ერთობლიობა
მუხლი 2
ანგარიშის მფლობელი
რეესტრში რეგისტრირებული განახლებადი ენერგიის წყაროდან  ელექტროენერგიის მწარმოებელი
მუხლი 2
ქსელში მიწოდებული ენერგია
მთლიან წარმოებას  გამოკლებული წარმოების საშუალების საკუთარი მოხმარება
მუხლი 2
მთლიანი წარმოება
კონკრეტული წარმოების საშუალების მიერ წარმოებული ჯამური ელექტროენერგია, რომელიც აღირიცხება საგენერატორო სალტეზე
მუხლი 2
საკუთარი მოხმარება
წარმოების საშუალებაზე ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც დაკავშირებულია წარმოების საშუალებაზე ელექტროენერგიის წარმოების უწყვეტი პროცესის შენარჩუნებასთან და დამხმარე მოწყობილობების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებასთან
მუხლი 2
რეესტრი
წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისა და გადაცემის მიზნით შექმნილი და ადმინისტრირებული ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ამ წესით გათვალისწინებულ მონაცემებს
მუხლი 2
ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემა
ანგარიშის მფლობელის მიერ ანგარიშის სხვა მფლობელისათვის (მათ შორის ქვეყნის გარეთ) სერტიფიკატის გადაცემა ამ წესის შესაბამისად
მუხლი 2
ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური
ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს წყლისგან, რომლის ამოტუმბვაც განხორციელდა წყალსაცავიდან, აღმავალი გზით
მუხლი 2
ელექტროენერგიის წარმოების საშუალება
ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგური ან ელექტროენერგიის გენერატორი ან მაღალეფექტური კოგენერაციული თბოელექტროსადგური, რომელიც ამ წესის მიზნებისთვის მიჩნეულია განახლებადი ენერგიის წყაროდ და რეგისტრირებულია რეესტრში
მუხლი 2
ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში
უფლებამოსილი ორგანო) – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტები 83% 11.03.2016 „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 82% 27.02.2026 ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 82% 12.11.2020 საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 13.11.2020 „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტები 82% 08.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №58 2021 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: 1. ​დამტკიცდეს „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი“ თანდართული სახით. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის წევრიგიორგი ფრუიძეკომისიის წევრიმაია მელიქიძეკომისიის წევრიგიორგი ფანგანისაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ამ წესის მიზანია ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ნაზავში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილის ან რაოდენობის საბოლოო მომხმარებლისთვის დადასტურების, აგრეთვე განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატით სარგებლობის უზრუნველყოფა ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების შესაბამისად. 2. ეს წესი განსაზღვრავს წარმოშობის სერტიფიკატის შინაარსს, მისი გაცემის, გადაცემისა და გაუქმების პროცედურას, რეესტრის წარმოების წესს,  აწესრიგებს წარმოშობის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.  მუხლი 2🔗. განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) განაცხადი – ანგარიშის მფლობელის მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოსთვის რეესტრის მეშვეობით ელექტრონულად გაგზავნილი განაცხადი წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის ან გაუქმების შესახებ;  ბ) კომისია –  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; გ) წარმოშობის სერტიფიკატი  – ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის წილი/გარკვეული რაოდენობა განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული; დ)  წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა – განაცხადის შესაბამისად წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, რომელიც ეფუძნება წარმოების კონკრეტული საშუალების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემებს გამოხატულს მეგავატსაათებში (მგვტ.სთ); ე) ანგარიში – რეესტრში ანგარიშის მფლობელთან დაკავშირებით არსებული მონაცემებისა (მათ შორის, წარმოების საშუალების შესახებ ამ წესით განსაზღვრული მონაცემები და ანგარიშის მფლობელზე გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია) და ინფორმაციის ერთობლიობა; ვ) ანგარიშის მფლობელი – რეესტრში რეგისტრირებული განახლებადი ენერგიის წყაროდან  ელექტროენერგიის მწარმოებელი; ზ) ქსელში მიწოდებული ენერგია – მთლიან წარმოებას  გამოკლებული წარმოების საშუალების საკუთარი მოხმარება; თ) მთლიანი წარმოება – კონკრეტული წარმოების საშუალების მიერ წარმოებული ჯამური ელექტროენერგია, რომელიც აღირიცხება საგენერატორო სალტეზე; ი) საკუთარი მოხმარება – წარმოების საშუალებაზე ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც დაკავშირებულია წარმოების საშუალებაზე ელექტროენერგიის წარმოების უწყვეტი პროცესის შენარჩუნებასთან და დამხმარე მოწყობილობების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებასთან; კ) რეესტრი – წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისა და გადაცემის მიზნით შექმნილი და ადმინისტრირებული ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ამ წესით გათვალისწინებულ მონაცემებს; ლ) ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემა – ანგარიშის მფლობელის მიერ ანგარიშის სხვა მფლობელისათვის (მათ შორის ქვეყნის გარეთ) სერტიფიკატის გადაცემა ამ წესის შესაბამისად; მ) ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური – ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს წყლისგან, რომლის ამოტუმბვაც განხორციელდა წყალსაცავიდან, აღმავალი გზით; ნ) ელექტროენერგიის წარმოების საშუალება – ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგური ან ელექტროენერგიის გენერატორი ან მაღალეფექტური კოგენერაციული თბოელექტროსადგური, რომელიც ამ წესის მიზნებისთვის მიჩნეულია განახლებადი ენერგიის წყაროდ და რეგისტრირებულია რეესტრში; ო) ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანო (შემდგომშიუფლებამოსილი ორგანო) – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრი 1. რეესტრი იქმნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისა და მისი შემდგომი გადაცემის მიზნით.  უფლებამოსილი ორგანო რეესტრს აწარმოებს წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრით სარგებლობის  წესის დაცვით. 2. რეესტრით სარგებლობის პროცედურა და მოთხოვნები განისაზღვრება  რეესტრით სარგებლობის წესში, რომელსაც შეიმუშავებს უფლებამოსილი ორგანო და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას.   3. ოპერატორი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე რეესტრის გამართულად წარმოებასა და მასში შეტანილი მონაცემების სიზუსტეზე. მუხლი 4🔗. ელექტროენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის საერთო წილის გამოთვლა და მომხმარებლისთვის გამჟღავნება 1. ელექტროენერგიის მიმწოდებელი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული და მიწოდებული ელექტროენერგიის წილის ან რაოდენობის შესახებ ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელს აწვდის ქვითრის მეშვეობით, „განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ შესაბამისად. 2. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ მესამე მხარისთვის გადაცემულ წარმოშობის სერტიფიკატს შეესაბამება, უნდა გამოაკლდეს მისი ელექტროენერგიის ნაზავში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას. მუხლი 5🔗. რეესტრში რეგისტრაცია, რეესტრით სარგებლობა და რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება. 1. რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება რეესტრში ანგარიშის გახსნის შესახებ ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის განცხადების წარდგენის საფუძველზე. 2. რეესტრში ანგარიშის გახსნის განცხადების ფორმას შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და წარუდგენს კომისიას დასამტკიცებლად. 3. რეესტრში ანგარიშის გახსნის შესახებ განცხადება შეიძლება წარადგინოს ნებისმიერმა ელექტროენერგიის მწარმოებელმა, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს განახლებადი ენერგიის წყაროდან. 4.  რეესტრში ანგარიშის გახსნის შესახებ განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილი ორგანო აფასებს წარდგენილი განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადების ფორმასთან და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან. 5. რეესტრში ანგარიშის გახსნის შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადების ფორმასთან და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის შემთხვევაში განმცხადებლის სახელზე უფლებამოსილი ორგანო ხსნის ანგარიშს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს განმცხადებელს. 6. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ  მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, მაშინ უფლებამოსილი ორგანო განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი ხარვეზის მითითებითა და დასაბუთებით. უარი არ ართმევს განმცხადებელს უფლებას ხელახლა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს რეგისტრაციის მოთხოვნით. 7. რეესტრში რეგისტრაციისა და შესაბამისი შეტყობინების გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილ ორგანოსა და განმცხადებელს შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, რომლის სტანდარტულ ფორმასაც შეიმუშავებს უფლებამოსილი ორგანო და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში განსაზღვრული ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე განმცხადებელი ხდება რეესტრით მოსარგებლე და მას გაუაქტიურდება ანგარიშზე წვდომა. 9. ანგარიშის მეშვეობით ანგარიშის მფლობელს აქვს შესაძლებლობა, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი. 10. რეესტრით სარგებლობის შეჩერება ან/და ანგარიშის გაუქმება ხორციელდება რეესტრით სარგებლობის თაობაზე უფლებამოსილ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების  საფუძველზე. 11. განახლებადი წყაროდან ელექტროენერგიის მწარმოებელი უფლებამოსილია რეესტრში საკუთარ ანგარიშზე დაარეგისტრიროს  ერთი ან რამდენიმე წარმოების საშუალება.  მუხლი 6🔗. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა 1. ელექტროენერგიის შესაბამის მწარმოებელზე წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ რეესტრში ამ მწარმოებლის ანგარიშის გააქტიურების შემდგომ. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა დააკმაყოფილოს წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის განაცხადი დასრულებულ კალენდარულ თვეში ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობაზე, აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე. 3. დაუშვებელია წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა კონკრეტულ პერიოდში წარმოებულ ელექტროენერგიაზე, რომელზეც უკვე გაცემულია წარმოშობის სერტიფიკატი. 4. ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მიერ წარმოების შემთხვევაში, წარმოშობის სერტიფიკატი არ გაიცემა იმ ელექტროენერგიაზე, რომელიც ეხება ჰიდროელექტროსადგურის მააკუმულირებელ ოპერაციას. 5. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც მიეკუთვნება წარმოების საშუალებას, არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, არის ზუსტი, საიმედო და მანიპულაციისგან დაცული, შესაბამისი დაცვის ნიშნების გამოყენებით. 6. წარმოებული ელექტროენერგიის თითოეული ერთეულისთვის (მგვტ.სთ) მხოლოდ ერთი წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა. მუხლი 7🔗. წარმოშობის სერტიფიკატის აღიარება 1. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის აღიარებას ახორციელებს კომისია, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე განახლებადი წყაროდან ელექტროენერგიის მწარმოებელი არ შეიძლება იყოს რეგისტრირებული საქართველოს ფარგლებს მიღმა არსებულ  ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის  სხვა რეესტრში.  მუხლი 8🔗. რეესტრით სარგებლობის საფასური 1. რეესტრით სარგებლობის საფასური განისაზღვრება კომისიის მიერ უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, რეესტრის წარმოებასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით. 2. ანგარიშის მფლობელი გადამცემი სისტემის ოპერატორს უხდის: ა)  ყოველწლიურ  საფასურს რეესტრში ანგარიშის მართვისათვის; ბ) ინდივიდუალურ საფასურს წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისა და წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემისთვის. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფასურები განისაზღვრება, არანაკლებ ერთი წლის ვადით, კომისიის შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად. მუხლი 9🔗. წარმოშობის სერტიფიკატის შინაარსი 1. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა უნდა განხორციელდეს ელექტრონულად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მხოლოდ  აქტიური ანგარიშის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე. 2. წარმოშობის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონაცემებს. 3. წარმოშობის სერტიფიკატი უნდა იყოს სტანდარტული და იგი გაიცემა 1 მგვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებისათვის. მუხლი 10🔗. წარმოშობის სერტიფიკატების მოქმედების ვადა წარმოშობის სერტიფიკატი გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი ენერგიის წარმოებიდან 12 თვის განმავლობაში. მუხლი 11🔗. წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმება 1. ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ საბოლოო მომხმარებლისათვის მონაცემების გამჟღავნების მიზნით გამოყენებული აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატი უქმდება, რის შედეგადაც მისი მესამე პირისთვის გადაცემა აღარ არის შესაძლებელი. 2. წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია: ა) წარმოშობის სერტიფიკატის ვადის გასვლა: ბ)ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ ამ წესის ან/და უფლებამოსილ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების დარღვევა; გ) ელექტროენერგიის მწარმოებლის მოთხოვნა ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. 3. წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების შემდგომ დაუშვებელია მისი გადაცემა. 4. წარმოშობის სერტიფიკატს აუქმებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო. წარმოშობილი სერტიფიკატის გაუქმების შემდეგ იმავე ელექტროენერგიაზე წარმოშობის სერტიფიკატის ხელახლა გაცემა დაუშვებელია. მუხლი 12🔗. აღრიცხვის მონაცემები  1. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ოპერატორის მიერ ზედა დონის ესკაა სისტემის აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღრიცხვის მონაცემების შეტანა რეესტრში უნდა განახორციელოს უფლებამოსილმა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია მათ სიზუსტეზე. 3 ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების კორექტირების შემთხვევაში, შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს წარმოშობის სერტიფიკატიც ელექტროენერგიის შესაბამისი მწარმოებლისთვის. 4. თითოეული წარმოების საშუალების მიერ წარმოებული ელექტროენერგია ცალკე უნდა აღირიცხებოდეს „ქსელის წესების“ მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 13🔗. წლიური ანგარიში 1. უფლებამოსილი ორგანო ამზადებს წლიურ ანგარიშს წინა წლის განმავლობაში რეესტრით სარგებლობის შესახებ და წარუდგენს მას კომისიას არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 აპრილისა. 2. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) რეესტრში ანგარიშის გახსნის შესახებ განცხადებების სრულ რაოდენობას, მათ შორის, დაკმაყოფილებულ და დაუკმაყოფილებელ რაოდენობებს, შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლების მითითებით. ბ) განაცხადების რაოდენობას; გ) დაკმაყოფილებული განაცხადებისა და გაცემული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას, აგრეთვე შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობას; დ) წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უარის რაოდენობას, აგრეთვე შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობას; ე) გადაცემული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას, აგრეთვე შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობას; ვ) გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას, აგრეთვე შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობას; ზ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო საჭიროდ ჩათვლის ანგარიშგებისათვის. მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულებები 1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, რეესტრით სარგებლობის წესი და რეესტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ კომისიის სამართლებრივი აქტის პროექტი წარადგინოს კომისიაში დასამტკიცებლად არაუგვიანეს 2022 წლის 31 აგვისტოსი. 2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, მასსა და ანგარიშის მფლობელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და რეესტრში ანგარიშის გახსნის განცხადების ფორმა კომისიაში დასამტკიცებლად წარადგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრისა. 3. უფლებამოსილმა ორგანომ რეესტრი უნდა შეიმუშაოს არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, რომლის წარმოება და ადმინისტრირება უნდა დაიწყოს 2023 წლის 1 იანვრიდან. 4. უფლებამოსილმა ორგანომ ამ წესის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული პირველი წლიური ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 30 მარტისა.