საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.12.216.005.259
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 02/05/2002
matsne.gov.ge 2,273 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ნაწარმის ფერი რესორბციის ნორმა, % არანკლებ
ღია 5.0
რუხი 10,0
მუქი 15.0
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.12.216.005.259 საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №71 2002 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 48:2002 „საყოფაცხოვრებო მომსახურება, ქიმიური წმენდა. ზოგადი ტექნიკური პირობები“. 2. მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოღების თარიღად განისაზღვროს 2002 წლის 1 ივნისი. ბ. შოშიტაიშვილი საქართველოს ეროვნული სტანდარტი საყოფაცხოვრებო მომსახურება ქიმიური წმენდა ზოგადი ტექნიკური პირობები 1. გამოყენების სფერო წინამდებარე სტანდარტი ადგენს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებულ ტანსაცმელზე, საფეიქრო გალანტერიის, ფრთა-ბუმბულისა და ხალიჩების ნაწარმზე, საბავშვო რბილ სათამაშოებზე, თავსაბურავებსა და სპეცტანსაცმელზე მოთხოვნებს ქიმიური წმენდისადმი, აგრეთვე მოთხოვნებს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფაზე, გარემოს დაცვაზე, ნაწარმის დაცვაზე, რომელმაც გაიარა ქიმიური წმენდა. სტანდარტი გამოიყენება იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მომხმარებელს უწევენ საყოფაცხოვრებო მომსახურებას ნაწარმის ქიმიური წმენდისადმი. წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნათა საფუძველზე შეიმუშავებენ ნორმატიულ დოკუმენტებს ქიმიური წმენდის კონკრეტული ოპერაციებისათვის. 2. ნორმატიული მითითებები წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე: გოსტ 8.453-82 გაზომვის სახელმწიფო სისტემა. სასწორი სტატისტიკური აწონვისათვის. დამოწმების მეთოდები და საშუალებები გოსტ 12.1.005 – 88 შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა. საერთო სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სამუშაო ზონის ჰაერისადმი. გოსტ 12.2.084-82 მანქანები და დანადგარები სამრეცხაოებისათვის და ქიმიური წმენდის საწარმოებისათვის. უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები. გოსტ 12.4.169-85 ზოგადი მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ქიმწმენდის წმენდის პროცესებისადმი. გოსტ 3816-81 ქსოვილები საფეიქრო ჰიდროსკოპიული და (ისო 811-81)წ წყალმიუღებლობის თვისებების განსაზღვრის მეთოდები. გოსტ 4103-82 ნაწარმი სამკერვალო, ხარისხის კონტროლის მეთოდები. გოსტ 9733.0-83 ზოგადი მოთხოვნები ფიზიკო-ქიმიური ზემოქმედებისადმი მდგრადობის გამოცდის მეთოდების მიმართ. გოსტ 9733.4-83 მასალები საფეიქრო. რეცხვის მიმართ შეღებვის მდგრადობის განსაზღვრის მეთოდები. გოსტ 9733.13-83 მასალები საფეიქრო. ორგანული გამხსნელების მიმართ შეღებვის მდგრადობის განსაზღვრის მეთოდი. გოსტ 12088-77 მასალები საფეიქრო და მისი ნაწარმი. აერგამტარიანობის განსაზღვრის მეთოდი. გოსტ 16958-71 ნაწარმი საფეიქრო. მოვლის სიმბოლოები. გოსტ 19616-74 ქსოვილები და ტრიკოტაჟის ნაწარმი.                   ხვედრითი ზედაპირული ელექტროწინააღმდეგობის განსაზღვრის მეთოდი. გოსტ 20359-74 ქსოვილები ბამბისა და შერეული საუწყებო დანიშნულების. აერგამტარიანობის ზოგადი ნორმები. გოსტ 21050-75 ქსოვილები სპეცტანსაცმლისადმი. ქიმიური  წმენდის მიმართ მდგრადობის განსაზღვრის მეთოდი. გოსტ 25652-83 მასალები ტანსაცმლისათვის. მოთხოვნები მოვლის მეთოდებისადმი. გოსტ 27323-87 მასალები საფეიქრო. ქიმიური წმენდის  მიმართ მდგრადობის განსაზღვრის მეთოდი. 42-125-4390-87 სან.ნ. და წ. საბავშვო ტანსაცმლისათვის და ფეხსაცმლისათვის მასალაში ქიმიური ბოჭკოების ჩადება მათი ჰიგიენური მაჩვენებლების შესაბამისად. სამშ.ნ. და წ.2.08. 02-89 საზოგადოებრივი შენობები და ნაგებობანი. 3. განმარტებანი წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები შესაბამისი განმარტებებით: 3.1 ქიმიური წმენდა – ფიზიკო-ქიმიური პროცესების კომპლექსი, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანული გამხსნელების გარემოში ნაწარმიდან ჭუჭყის მოშორებას. 3.2 ნაწარმის დახარისხება – ნაწარმის დაყოფა ფერის, ასორტიმენტისა და დაჭუჭყიანების ხარისხის მიხედვით. 3.3 ლაქების ამოყვანა – ნაწარმიდან ლაქების ამოყვანა ქიმიური პრეპარატების მოქმედებით ლაქწარმომქმნელ ნივთიერებებზე. 3.4 ნაწარმის გადაწმენდა – ორგანულ გამხსნელებში დამუშავებამდე ნაწარმის გაჭუჭყიანებული ადგილების დამუშავება სპეციალური ქიმიური რეაგენტებით. 3.5 რესორბცია – ნაწარმის ბოჭკოვანი მასალის ზედა პირზე დაჭუჭყიანების მეორადი დალექვა ქიმიური წმენდის პროცესში. 3.6. გაჟღენთვა – ნაწარმის დამუშავება სპეციალური შემადგენლობებით განსაზღვრული თვისებების მისანიჭებლად. 3.7 სველ-თბური (ორთქლით) დამუშავება – ნაწარმის დამუშავება უშუალოდ სპეციალური დანადგარით სითბოს, ტენის და წნევის გამოყენებით. 3.8. შეღებვის მდგრადობა – საფეიქრო მასალების თვისება შეინარჩუნოს შეღებვა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ. 3.9.  ლეიკომეტრირება – ქსოვილი ნიმუშის ზედაპირიდან სინათლის არეკვლის კოეფიციენტის განსაზღვრის პროცესი. 4. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები 4.1 ნაწარმის ქიმიური წმენდა უნდა ჩატარდეს დადგენილი წესით დამტკიცებული ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შესაბამისად. 4.2 ნაწარმის ქიმიური წმენდა შეიცავს შემდეგ ოპერაციებს: _ ნაწარმის მიღება; _ ნაწარმის დახარისხება და პარტიის დაკომპლექტება; _ სპეციფიკური დაჭუჭყიანების მოშორება (ლაქების გამოყვანა); _ ნაწარმის გადაწმენდა; _ ნაწარმის დამუშავება ორგანული გამხსნელების გარემოში; _ ნაწარმის გაჟღენთვა; _ სველი და თბური დამუშავება; _ ხარისხის შემოწმება. ინფორმაცია ქიმიური წმენდით გაწეულ მომსახურებაზე, მონაცემები მომსახურების სერტიფიცირებაზე მომხმარებლამდე დაჰყავთ თვალსაჩინოებით და დასაშვები ფორმით. 4.3 ნაწარმის ორგანული გამხსნელების გარემოში დამუშავებისათვის გამოიყენება ტეტრაქროლეთილენი (პერქლორეთილენი), ტრიქლორეთილი, ბენზინი (უაიტსპირტი), ქლადონი (ფრეონი 113), ნეფრასი ს 180/210 და სხვა გამხსნელები ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად. დაშვებულია ნაწარმის დამუშავება სპეციალური სარეცხი საშუალებების წყალხსნარებით. 4.4 ლოკალური სპეციფიკური დაჭუჭყიანების (ცხიმოვანი, ცილოვანი, ტანინის და სხვ.) მოსაშორებლად გამოიყენება სპეციალური ლაქგამომყვანი საშუალებები ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად. 4.5 ნაწარმის თვისებების აღდგენისა და ახალი თვისებების მისანიჭებლად მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, გამოიყენება გაჟღენთვა, (წყალმიუღებლობა, ჭუჭყმიუღებლობა, დაჭმუჭვნის საწინააღმდეგო). ამისათვის გამოიყენება სპეციალური პრეპარატები ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად. 4.6 ქიმიური წმენდის პროცესის ინტენსიფიკაციისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამაძლიერებლები და სხვა სპეციალური საშუალებები ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად. 4.7 ნაწარმის სველ-თბური დამუშავება შეიცავს შემდეგ ოპერაციებს: დაორთქვლა, გაშრობა, დაწნეხვა, დაუთოება. 5. მოთხოვნები ქიმიურად გაწმენდილი ნაწარმის ხარისხისადმი 5.1 ნაწარმის დამუშავების წესს, გამოყენებული მასალების სახეობის მიხედვით, ადგენს გოსტ 25652-ის და მოვლის სიმბოლოების გოსტ 16958 – ის შესაბამისად. შენიშვნა: თუ ნაწარმზე არ არის მოვლის სიმბოლოები, მაშინ მისი მიღება ქიმიურ წმენდაში ხდება მომხმარებელსა და მომსახურების შემსრულებელს შორის ხელშეკრულების საფუძველზე, რის შესახებაც აკეთებენ ქვითარში ჩანაწერს. 5.2 ქიმიური წმენდის შემდეგ ნაწარმი უნდა იყოს სუფთა, არ უნდა ჰქონდეს ლაქები, გამხსნელების და ლაქგამომყვანი პრეპარატების სუნი, უცხო ბოჭკოები, ბუმბული, მტვერი, გარდა 5.19 პუნქტში მითითებულისა. 5.3 ნაწარმმა უნდა შეინარჩუნოს პირვანდელი ფორმა, მთლიანობა, ფერი, ნახატი და რელიეფი. 5.4 ნაწარმი უნდა იყოს მშრალი, კარგი გაუთოებული, ნაოჭების გარეშე, არ უნდა იყოს გაწელილი, ნაკერების დაბრეცვის, კერვის კონსტრუქციის დარღვევის გარეშე. 5.5 შარვალზე ხაზი უნდა მიჰყვებოდეს წინა და უკანა ნახევრებს შუაში და უნდა იყოს დაწნეხილი ბოლომდე. 5.6 ხელოვნური ბეწვის ნაწარმს უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული ამ ბეწვისათვის დამახასიათებელი სახე, ელვარება, დაჭიმულობა და მიმართულება. 5.7 ნატურალური ბეწვის ნაწარმმა და მისმა დეტალებმა უნდა შეინარჩუნოს ელვარება და პირვანდელი ფორმა. 5.8 ტრიკოტაჟის ნაწარმმა უნდა შეინარჩუნოს პირვანდელი მოცულობა და ფორმა, არ უნდა ჰქონდეს ჩავარდნილი თვალი და გაწელილი ადგილები. 5.9 ხალიჩები და ხალიჩის ნაწარმი უნდა იყოს მტვრის გარეშე, არ უნდა ჰქონდეს ლაქები, შეცვლილი ფერი, გატეხილი ხაო, გარეშე ხაოთი დამტვერილი, შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს საფუძვლის და ხაოს მთლიანობა. 5.10 რბილი სათამაშოები უნდა იყოს მშრალი, არ უნდა ჰქონდეს სუნი, ნაკერების დეფორმაცია, არ უნდა ჰქონდეს გადასული ფერი და დეტალები არ უნდა იშლებოდეს. ხაო უნდა იყოს დავარცხნილი. 5.11 თავსაბურავები უნდა შეესაბამებოდეს ფასონს და ზომას, ბაფთები და სარჩული უნდა იყოს გაუთოებული, ხაო უნდა იყოს დავარცხნილი. 5.12 ფრთა-ბუმბულის ნაწარმი უნდა იყოს მშრალი, ფუმფულა, არ უნდა ჰქონდეს სუნი. 5.12.1 ფრთა-ბუმბულის ნაწარმს ქიმიური წმენდის შემდეგ (მტვრისა და ჭუჭყის მოცილების შედეგად ფრთის გაჭუჭყიანება და მტვრევა) საწყისი მასის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 40%-ს პირვანდელი მასის 12% ტენიანობის პირობებში. 5.13 ქიმიურად გაწმენდილ ნაწარმს არ უნდა ჰქონდეს რუხი ნაფრქვი. 5.13.1 მრეცხი უნარის ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობა ყველა ასორტიმენტის დასამუშავებელი ნაწარმისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 52%. 5.13.2 ნაწარმის დაჭუჭყიანების რესორბცია ქიმიური წმენდის შემდეგ უნდა შეესაბამებოდეს 1-ლ ცხრილში მოცემულ მონაცემებს: ცხრილი 1 ნაწარმის ფერი რესორბციის ნორმა, % არანკლებ რუხი ეტალონების სკალის ქულები ღია 5.0 5 რუხი 10,0 4 მუქი 15.0 3 5.14 აპრეტირებული ნაწარმი უნდა ითვლებოდეს, უნდა ხასიათდებოდეს წყლის და ჭუჭყის მიუკარებლობით და ანტისტატისტიკური თვისებებით. 5.14.1 წყლის მიუკარებლობის მაჩვენებლების მნიშვნელობა (მდგრადობის ნორმა) უნდა იყოს არანაკლებ 200 მმ. წყ. სვ. 5.14.2    ანტისტატიკური დამუშავების დროს ქსოვილის ხვედრითი ზედაპირული ელექტრონული წინააღმდეგობის მნიშვნელობა უნდა იყოს არა უმეტეს 2X109 ომი. 5.15 ქიმიური წმენდის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ხაზობრივი ზომების შენარჩუნებას. დაშვებულია ხაზობრივი ზომების შეცვლა %-ში არა უმეტეს: _ სამკერვალო და ტრიკოტაჟის ნაწარმისათვის – 2; _ ხალიჩების ნაწარმისათვის და ხელოვნური ბეწვის ნაწარმისათვის – 3. ხაზობრივი ზომების დასაშვებ ცვლილებას თავსაბურავებისათვის და ნატურალური ბეწვის ნაწარმისათვის ადგენენ  ნორმატიულ დოკუმენტაციაში ამ ნაწარმების დამუშავებისათვის. სამკერვალო ნაწარმის ხაზობრივი ზომების ცვლილება წყლიან ხსნარებში დამუშავების შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ქსოვილებისათვის ნორმატიულ დოკუმენტებში დადგენილ ნორმებს. 5.16 ნაწარმებს, რომელმაც გაიარა ქიმიური წმენდა, უნდა გააჩნდეთ ჰაერგამტარებლობა გოსტ 20359-ის მიხედვით, ხოლო ნაწარმებს ახალშობილთათვის – ჰაერგამტარებლობა და ჰიგროსკოპულობა სანიტარიული ნორმისა და წესის 42-125-4390 –ის მიხედვით. 5.17 სპეცტანსაცმელი, რომელმაც გაიარა ქიმიური წმენდა, უნდა უზრუნველყოფდეს პროფესიულ მოხმარებას, მოთხოვნა სპეცტანსაცმელზე გოსტ 12.4.169 –ის მიხედვით. 5.18 შეღებილი ნაწარმი უნდა იყოს მდგრადი რეცხვის მიმართ გოსტ 9733.4-ის მიხედვით და ქიმიური წმენდის მიმართ გოსტ 9733.13 –ის, გოსტ 27323 – ის მიხედვით. 5.19 ქიმიური წმენდის შემდეგ დასაშვებია: _  ქიმიურ წმენდაში ნაწარმის ჩაბარების დროს აღმოჩენილი დეფექტები; _ ფარული დეფექტების გამომჟღავნება, რომელიც წარმოიშვა დამზადების ტექნოლოგიის დარღვევისა და ნაწარმის არასწორი მოვლისა და მისი ექსპლუატაციის დროს; _ ყველა სახის ქსოვილის ნაწარმზე ნატურალურ ნატზე და ცხვრის გადაბრუნებულ ტყავზე საღებავის, ობის, სილიკატური წებოს, ინსექტიციდური პრეპარატების, მელნისა და ცხიმის ლაქები, რაც არ ექვემდებარება ამოყვანას; _ შეღებილი ცხვრის ტყავის ნაწარმზე, ნატურალურ ხელოვნურ ნატზე, პოლიეთერის ბოჭკოზე მოთეთრო ზოლები და უმეტესი ცვეთის ადგილებში (იდაყვი, გვერდითი ნაკერები, მაჯები და ა.შ.) გაქექილი ადგილები; _ სიყვითლე და ფერის შეცვლა, რომლებიც წარმოიშვა ხანგრძლივი ოფლის, ქიმიური ნივთიერებების, ატმოსფერული პირობების მოქმედების შედეგად, ხოლო ღია ფერის ბეწვის ნაწარმზე, ამის გარდა, ბეწვის საფარის ბუნებრივი ცვეთის შედეგად, რომელიც გამჟღავნებული ქიმიური წმენდის შემდეგ; _ ალანძული, მოყვითალო და მოთეთრო უბნები, რომლებიც წარმოიშვა შინაურ პირობებში არასწორი დაუთოების გამო, ნაწარმის წარმოებისა და გამჟღავნებული ქიმიური წმენდის შემდეგ; _ მთლიანობის დარღვევა, ასევე თვლების ჩავარდნა ტრიკოტაჟის ნაწარმზე ხანგრძლივი ხმარების ან ჩრჩილის მიერ დაზიანებულ ადგილებში, გამჟღავნებული ქიმწმენდის შემდეგ; _ დუბლირებულ საფეიქრო ნაწარმზე ნაკეცები ან შრეებად დაშლა, რომლებიც წარმოიქმნა ხანგრძლივი ხმარების შედეგად; _ ლაქები, რომლებიც წარმოიქმნა შინაურ პირობებში წყალხსნარებით დამუშავებისას. 5.20 ქიმიური წმენდის შემდეგ ნაწარმი ინახება სპეციალურად მოწყობილ სათავსოებში, რომლებიც უზრუნველყოფს ნაწარმის დაცულობას; სამკერვალო და ბეწვის ნაწარმის ფორმისა და კონსტრუქციის შესანარჩუნებლად, ნაწარმი ინახება მოძრავ საკიდებზე. ტრიკოტაჟისა და საფეიქრო-საგალანტერიო სხვა ნაწარმი, ხალიჩებისა და ფრთა-ბუმბულის ნაწარმი, რბილი სათამაშოები ინახება თაროებზე. 5.21 მომხმარებელზე გაცემისას ნაწარმი უნდა იყოს შეფუთული. 6. უსაფრთხოების მოთხოვნები 6.1 უსაფრთხოების საერთო მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ქიმიური წმენდის მანქანების მონტაჟის, ექსპლუატაციისა და რემონტის დროს, გოსტ 12.2.084-ის მიხედვით. 6.2 სამუშაო ზონის ჰაერის სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები გოსტ 12.1.005-ის მიხედვით. 6.3 ნაწარმებში, რომლმაც სამუშაო ზონის ჰაერში (გოსტ 12.1.005) გაიარა ქიმწმენდა, გამხსნელების ორთქლის ქლორორგანული გამხსნელების ნარჩენი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას, რომლის მნიშვნელობა შეადგენს 10 მგ/გ​3. 6.4 არ დაიშვება ბაგის ასაკის ბავშვის ტანსაცმლისა და რბილი სათამაშოების წმენდა ორგანულ გამხსნელებში და სპეციალური ქიმიური პრეპარატებით დამუშავება. 6.5 ქიმიური პრეპარატები: გამხსნელები, გამაძლიერებლები, ლაქაგამომყვანები, ჩრჩილსაწინააღმდეგო, ანტისტატიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ქიმიური წმენდისას, უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს, თან უნდა ახლდეს ჰიგიენური დასკვნა, და გამოყენების ინსტრუქცია, აგრეთვე პრეპარატების შესაბამისობის სერტიფიკატი პრეპარატებზე, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიტკაციას. 7. გარემოს დაცვის მოთხოვნები 7.1 მომსახურების ეკოლოგიური უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი გარემოს დაცვის დადგენილი მოთხოვნებით; ტერიტორიის, შენობის ტექნიკური მდგომარეობისა და შენახვის, ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და სხვა ფაქტორების მიმართ სამშენებლო ნორმები და წესების 2.08.02-ის, გოსტ 12.1.005-ის, გოსტ 12.2.084-ის, გოსტ 12.4.169-ის შესაბამისად. 7.2 ქლორორგანული გამხსნელის ორთქლის ზღვრულად დაშვებული კონცენტრაციის დონე სამუშაო ზონის ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/გ​3   გოსტ 12.1.005-ის მიხედვით. 7.3 ნაწარმის ქიმიური წმენდის შედეგად დარჩენილი ნარჩენები უნდა იქნეს უტილიზებული. 8. მიღების წესები 8.1 ქიმიური წმენდის შემდეგ მომსახურების შემსრულებელი ნაწარმის მიღებას ახორციელებს 5.2-5.12 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, რის შესახებაც კეთდება შენიშვნა ნაწარმის მიღება-ჩაბარების დოკუმენტსა და ქვითარში. იმ ნაწარმის ხარისხი, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებს, ექვემდებარება დაბრუნებას, რათა ჩატარდეს კორექტირებული ღონისძიებები შეუსაბამობის აღსაკვეთად. ნაწარმის ძირითად ხაზოვან ზომებს, აუცილებლობის შემთხვევაში აკონტრროლებენ შერჩევითი კონტროლის მეთოდებით. 8.2 ქიმიური წმენდის მომსახურების სავალდებულო სერტიფიკაციის მიზნით მოთხოვნების შემოწმება, რომელიც გათვალისწინებულია 6.1-6.3 პუნქტებში და 5.12.1-5.18 პუნქტებში ხორციელდება გამოცდების ჩასატარებლად აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორიებში. 9. კონტროლის მეთოდები 9.1 ქიმიური წმენდის შემდეგ ნაწარმის ხარისხი 5.2-5.12 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება ორგანოლეპტიკურად. გასინჯვას ახორციელებენ ჰორიზონტალური ზედაპირის მქონე მაგიდაზე, ბუნებრივი განათების პირობებში. 9.2 ფრთა-ბუმბულის ნაწარმის მასას (5.12 პუნქტი) განსაზღვრავენ ნაწარმის აწონვით ქიმიურ წმენდამდე და ქიმიური წმენდის შემდეგ სტატიკური აწონის სასწორზე გოსტ 8.453-ის მიხედვით. 9.3 მრეცხი უნარის განსაზღვრისათვის (5.13.1 პუნქტი) გამოიყენება შალის ქსოვილის ნიმუში ზომით 6X9,5 სმ, რომელიც ამოჭრილია ქსოვილიდან და წინასწარ გაჭუჭყიანებულია სუსპენზიით. გამხსნელების, გამაძლიერებლისა და სამუშაო ხსნარების მრეცხი უნარის მაჩვენებლის მნიშვნელობა %-ში გამოითვლება ფორმულით: Mc=(Rc-R3)/( RH-R3)X100 სადაც Rc არის გარეცხილი ქსოვილის არეკვლის კოეფიციენტი; R3 – გაჭუჭყიანებული ქსოვილის არეკვლის კოეფიციენტი; RH-საწყისი თეთრი ქსოვილის არეკვლის კოეფიციენტი. ქსოვილის არეკვლის კოეფიციენტის მნიშვნელობას საზღვრავენ ლეიკომეტრირებით, ორ წერტილში ნიმუშის თითოეულ მხარეს. ერთდროულად დასამუშავებელი ნიმუშების რაოდენობა ნაწარმთან ერთად ქიმიური წმენდის მანქანაში უნდა იყოს 2-4 ცალი. 9.4 გაჭუჭყიანების რესორბციას (5.32 პუნქტი) აფასებენ ორი წესით: რუხი ეტალონების სკალაზე გოსტ 9733.0-ის მიხედვით და დეაპრეტირებული ბიაზის ტიპის ბამბის ქსოვილის 6X9,5 სმ ზომის მქონე საკონტროლო ლენტის სახის საწყისი და დამუშავებული ნიმუშის კონტრასტის ლეიკომეტრირების მიხედვით. ნიმუშების დამუშავებას 2-4 ცალის რაოდენობით აწარმოებენ ნაწარმის ქიმიურ წმენდასთან ერთად. რესორბციის რაოდენობა A1 %-ში გამოითვლება ფორმულით A1=(1- Pc/PH)X100 სადაც: Pc- არის გარეცხილი (დამუშავებული) ქსოვილის (ნიმუშის) არეკვლის კოეფიციენტი; PH-  თავდაპირველი (საწყისი) ნიმუშის არეკვლის კოეფიციენტი. 9.5 წყალმიუკარებლობის ხარისხი (5.14 პუნქტი) ქიმიური წმენდის შემდეგ განისაზღვრება ბამბის ქსოვილის ნიმუშზე გოსტ 3816-ის მიხედვით. 9.6 ქიმიური წმენდის შემდეგ ნაწარმის ანტისტატიკური დამუშავების ხარისხი (5.14.2 პუნქტი) განისაზღვრება ქსოვილის მოდელურ ნიმუშზე გოსტ 19616-ის მიხედვით, რომლებიც დამუშავებულია ქიმიური წმენდის მანქანაში ნაწარმთან ერთად. 9.7 ქიმიური წმენდის შემდეგ ძირითადი ხაზოვანი ცვლილება (5.15 პუნქტი) განისაზღვრება უშუალოდ ნაწარმზე ან 35X35 სმ ზომის ქსოვილის მოდელურ ნიმუშზე სპეციალური შაბლონის დახმარებით საზომი მოწყობილობის საშუალებით ზომების გადასატანად. გოსტ 4130-ის მიხედვით ძირითადი ხაზოვანი ზომების განსაზღვრით ქიმიურ წმენდამდე და მის შემდეგ. 9.8 ნაწარმის ჰიგროსკოპიულობას და ჰაერგამტარებლობას (5.16 პუნქტი), მათ შორის ნაწარმში ახალშობილთათვისაც, აფასებენ გოსტ 3816-ის და გოსტ 12088-ის მიხედვით. 9.9 სპეცტანსაცმლის ხარისხს (5.17 პუნქტი) ქიმიური წმენდის შემდეგ აფასებენ მეთოდებით, რომლებიც მოცემულია გოსტ 12.4.169-ში. 9.10 ქიმიური წმენდის შეღებვის მდგრადობის განსაზღვრისათვის ქიმიური წმენდის გამხსნელების მიმართ (5.18 პუნქტი) გამოიყენება სინჯების ნიმუშები, რომლებიც დამზადებულია გოსტ 9733.13-ის ან გოსტ 27323-ის მიხედვით. 9.10.1 ნაწარმის შეღებვის მდგრადობის გამოცდა ქიმიური წმენდის გამხსნელების მიმართ შეიძლება ჩატარდეს ლაბორატორიულ და საწარმოო პირობებში. 9.10.2 ლაბორატორიულ პირობებში გამოცდის ჩასატარებლად გამოიყენება აპარატურა გოსტ 21050-ის მიხედვით. ჭურჭელში ათავსებენ ორ ნიმუშს, ასხამენ გამხსნელს (პერქლორეთილენს) აბაზანის მოდულის 1:40 და ამუშავებენ 10 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. დამუშავებულ ნიმუშს წურავენ და აშრობენ გამწოვ კარადაში ოთახის ტემპერატურაზე. 9.10.3 საწარმოო პირობებში გამოცდისას მომზადებულ სამუშაო სინჯს ამუშავებენ ქიმიური წმენდის მანქანაში ნაწარმთან ერთად ტექნოლოგიური რეჟიმით გათვალისწინებული პირობებით. დამუშავების მთელი ციკლის ჩატარების შემდეგ შეფასებას აწარმოებენ გოსტ 9733.0-ის მიხედვით.