„წყალტუბოს უნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2021 წლის 29 დეკემბერი ქ. წყალტუბო |
|
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
3. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.
ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში კატასტროფისაგან, ასევე სტიქიური მოვლენებისგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კარსტული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები; საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები;
ბ) ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებული და სხვა ხარჯები;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, ასევე უსახლკაროდ დარჩენილ პირთა საცხოვრებელი ბინების შეძენისათვის ან დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მასში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;
დ) ხარჯები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის, მოსახლების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომელიც საჭიროა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მივლინებისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასევე ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა, კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად.
2. მერიის შესაბამისი სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილია განსაზღვროს სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა და მიზნობრიობა წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით, რაზედაც წარმოადგენს დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს სამსახურის უფროსი.
3. საკითხის განხილვისას სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებელობას.
2. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული მერიის თანამდებობის პირი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მერის პირველი მოადგილე და/ან მოადგილე და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები) და/ან მეორე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები),მესამე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), თანაშემწე (თანაშემწეები).
4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
5. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. მერი უფლებამოსილია მისცეს დავალება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მერიის სხვა მოხელეს განცხადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე მერის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მერი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე);
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. კომისია გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა;
ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.
3 . თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ მერის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.